ჭდე: საბერძნეთი

საბერძნეთში 47 წლის ქართველი ქალი დააკავეს

საბერძნეთში 47 წლის ქართველი ქალი დააკავეს

საბერძნეთში, კერძოდ ატიკას მხარეში დააკავეს 47 წლის ქართველი ქალი. ბერძნული გამოძიების ცნობით, ბრალდებული ეძებდა მომვლელის ვაკანსიებს, ნდობაში შედიოდა ოჯახებთან, დასაქმების შემდეგ მოხუცებს ნარკოტიკული საშუალებებით აბრუებდა და ძარცვავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ბერძნული მედია ავრცელებს. ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია მსგავსი მეთოდით ძარცვის ოთხი შემთხვევა. ირკვევა, რომ ქალი მოხუცებს ნარკოტიკებს, ან ფსიქოტროპულ საშუალებებს საკვებში და სასმელში უყრიდა, შემდეგ კი სახლიდან […]

საბერძნეთის პოლიციამ ქართველ არასრულწლოვანს კანაფი აღმოუჩინა – დააკავეს დედა

პოლონეთში ქურდობისთვის 3 ქართველი დააკავეს

საბერძნეთში, კერძოდ სერესში, პოლიციამ 17 წლის ორ მოზარდს კანაფი აღმოუჩინა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. გამოცემის ცნობით, არასრულწლოვნები სერესში პოლიციის თანამშრომლებმა გუშინ შუადღისას დააკავეს. ბავშვთა ზედამხედველობის დარღვევისა და უგულებელყოფის ბრალდებით, დააკავეს არასრულწლოვნების დედები – 47 წლის ბულგარელი და 49 წლის ქართველი.

ათენში დაკავებულია ქართველთა კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც სახლებს ძარცვავდა

იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის დედაქალაქ ათენში სამართალდამცველებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს. დაკავებულია ქართველთა კრიმინალური დაჯგუფება რომელიც სახლებს ძარცვავდა. ჯგუფის ლიდერი კი ე.წ. კანონიერი ქურდი აკაკი ბილანიშვილი იყო, რომელიც ასევე დაკავებულია. გავრცელებული ინფორმაციით, ბილანიშვილი 12 კაციან დაჯგუფებას მართავდა, რომლებიც ძვირადღირებულ სახლებს ძარცვავდნენ. ნაძარცვ ქონებას კი ქართულ რესტორანში ყიდდნენ. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ფული, ოქრო, ძვირადღირებული სხვა ნივთები და ცეცხლსასროლი იარაღებიც კი, რომელთა […]

საბერძნეთში 5 ბალიანი მიწისძვრა მოხდა

საბერძნეთში,  შაბათს 20:00 საათზე 5 ბალიანი მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. გადმოცემის თანახმად, 5 ბალიანი მიწისძვრა დღეს კუნძულ კითირას, ზღვის ტერიტორიაზე მოხდა. გეოდინამიკური ინსტიტუტის ინფორმაციით მიწისძვრის ეპიცენტრი, კითირას დასავლეთით, სამხრეთ-დასავლეთით 46 კილომეტრში იყო.

დღეიდან საქართველოს მოქალაქეები საბერძნეთში შესვლას შეძლებენ

დღეიდან საქართველოს მოქალაქეები საბერძნეთში შესვლას შეძლებენ

დღეიდან, 7 თებერვლიდან საქართველოს მოქალაქეები საბერძნეთში შესვლას შეძლებენ. ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. მათი ცნობით, საქართველოს მოქალაქეებს საბერძნეთში გამგზავრება შეუძლიათ, თუ საბერძნეთში მიმავალი მგზავრი აკმაყოფილებს ამ პირობებიდან ერთ-ერთს: ვაქცინირებულია გამგზავრებამდე არანაკლებ 14 დღით ადრე, ან ფლობს ვაქცინაციის მოწმობას, რომელიც ძალაშია ვაქცინაციის ბოლო დოზიდან მომდევნო ცხრა (9) თვის განმავლობაში. წარადგენს COVID-19-ისგან გამოჯანმრთელების დამადასტურებელ საბუთს, გაცემულს […]

საბერძნეთში 60 წელზე უფროსი არავაქცინირებული პირები 100 ევროთი დაჯარიმდებიან

საბერძნეთში 60 წელზე უფროსი არავაქცინირებული პირები 100 ევროთი დაჯარიმდებიან

საბერძნეთში 60 წელს გადაცილებული არავაქცინირებული პირები დღეიდან დაჯარიმდებიან, – ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, არავაქცინირებულ პირებს ყოველთვიურად ჯარიმის სახით 100 ევროს გადახდა მოუწევთ. საბერძნეთის მთავრობის მონაცემებით, ქვეყანაში 60 წელს გადაცილებული პირების 90 პროცენტი სრულად არის ვაქცინირებული ან აცრის გასაკეთებლად ვიზიტი დაჯავშნილი აქვს. დაახლოებით 300 ათასი ადამიანს კი დაჯარიმება ემუქრება. საბერძნეთში გასული დღის […]

“კიდევ ერთი ქართველი დააკლდა ემიგრაციას” – საბერძნეთში ლინა არწივიძე გარდაიცვალა

"კიდევ ერთი ქართველი დააკლდა ემიგრაციას" - საბერძნეთში ლინა არწივიძე გარდაიცვალა

საბერძნეთში, ქალაქ ხანიაში, ქართველი ემიგრანტი ლინა არწივიძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ფეისბუქში თამარ მელქაძემ დაწერა: “ყველას ოჯახში სადღესასწაულო განწყობა უნდა იყოს, და ამას ვუსურვებდი ყველას. მაგრამ, საწუხაროდ, ეს ასე არაა – კიდევ ერთი ქართველი დააკლდა ემიგრაციას. Lina Artsividze ლინა ის თავისი ფეხით ვერ ჩავა საყვარელ ქუთაისში. ჩვენი ხანიის სამეგობროს გამოაკლდა კეთილი, საყვარელი, კარგი სამეგობრო ადამიანი. ადამიანი, […]

საბერძნეთში დააკავეს საქართველოში დაბადებული პირი – ის რუსი სოლონიკის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი

საბერძნეთში დააკავეს საქართველოში დაბადებული პირი - ის რუსი სოლონიკის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი

საბერძნეთში დააკავეს საქართველოში დაბადებული იოაკიმ ქარსლიადისი, რომელიც 25 წლის წინ რუსი კილერის ალექსანდრე სოლონიკის მკვლელობის ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. „ქარსლიადისს საბერძნეთის მოქალაქეობა აქვს. წარმოშობით ის საქართველოდანაა“, – განუცხადეს ჟურნალისტებს საბერძნეთის პოლიციაში. ქარსლიადისი ქალაქ სალონიკის აეროპორტში დააკავეს.  ის ორი მკვლელობის ორგანიზებასა და იარაღის შესახებ კანონის დარღვევაშია ეჭვმიტანილი. რუსი კილერი სოლონიკი, რომელიც ალექსანდრე მაკედონელის მეტსახელით იყო […]

საბერძნეთში მოკლული 41 წლის ქუთაისელი შოთიკო თევდორაძეა

საბერძნეთში მოკლული 41 წლის ქუთაისელი შოთიკო თევდორაძეა

საბერძნეთში მოკლული  საქართველოს მოქალაქე 41 წლის შოთიკო თევდორაძეა. ირკვევა, რომ მას ცეცხლი იმ დროს გაუხსნეს, როცა მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთდა სახლიდან გამოდიოდა. ბერძნული მედია მკვლელობის მოტივად “ქურდული გავლენების” განაწილებას ასახელებს. გარდაცვლილის ცხედარს ქუთაისში გადაასვენებენ. ქუთაისში, თევდორაძის ახლობლები ადასტურებენ, რომ ის “ქურდული სამყაროს” წარმომადგენელი იყო. მიყენებული დაზიანებების შედეგად კაცი ადგილზე გარდაიცვალა. მას სასიკვდილო ჭრილობა თავის არეში […]

ირაკლი ლეჟავას და კიდევ 6 ქართველს ათენის სასამართლო ასამართლებს

ირაკლი ლეჟავას და კიდევ 6 ქართველს ათენის სასამართლო ასამართლებს

ირაკლი ლეჟავას ახლობლებს არ აქვთ ინფორმაცია, თუ რა ბრალდებით დააკავეს საბერძნეთში ცნობილი ქართველი კანონიერი ქურდი. კურიერმა ათენის პოლიციის მიერ დაკავებული სხვა ქართველების ვინაობებიც გაარკვია. საქართველოში მყოფი მათი ახლობლები დაკავების ფაქტს არ უარყოფენ, თუმცა მომხდარს გაუგებრობას უკავშიურებენ. ათენის სასამართლო საქართველოს შვიდ მოქალაქეს ორგანიზებული დანაშაულის, მასობრივი ძარცვისა და ფულის გათეთრების ბრალდებით ასამართლებს. ჯგუფის წევრები საბერძნეთის პოლიციამ რამდენიმე […]