ჭდე: სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი – ”მე ქალების პრეზიდენტი ვიქნები”

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის პირველ რიგში ქალების პრეზიდენტი იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ ქალია. ზურაბიშვილმა ამის შესახებ დიდ ჯიხაიშში განაცხადა, სადაც საარჩევნო პროგრამა წარადგინა. „მე ვიქნები არამხოლოდ მედიატორი და ძრავა ამ ინიციატივების {რომელზეც პრეზენტაციაზე ისაუბრა}, მე ვიქნები ამ საზოგადოების პრეზიდენტი და პირველ რიგში, ბუნებრივად, ვიქნები ქალების პრეზიდენტი. პირველი ქალი პრეზიდენტი არ შეიძლება არ […]

„ცოტა ტვინი გაანძრიეთ“ – სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებს

პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებს მიმართა და მათ „ტვინის განძრევისკენ მოუწოდა“. ზურაბიშვილის აღნიშნული რეპლიკა, მედიის წარმომადგენლების ინტერესმა გამოიწვია საპრეზიდენტო კანდიდატის პოზიციის შესახებ ავლაბრის პრეზიდენტის რეზიდენციასთან მიმართებით. “უკვე გიპასუხეთ. გადაახვიეთ და მოუსმინეთ. ჩემი აზრი უკვე ვთქვი და ჟურნალისტებმა ცოტა ტვინიც გაანძრიეთ და ჩაიხედეთ, სად არის ნათქვამი,” – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ნანუკა ჟორჟოლიანი – “სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად კი არა, წრეში ბურთის სათამაშოდ არ ავირჩევდი”

ნანუკა ჟორჟოლიანმა ფეისბუქში დაწერა: “სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო კამპანია დაიწყო. ჰოდა, ძალიან საინტერესოა იმ ადამიანების ვინაობა, რომლებიც კამპანიაში მიიღებენ მონაწილეობას. იმედია, იციან რომ სალომეს გვერდით დგომა ნიშნავს, მისი პოზიციის გაზიარებას. თავმოყვარე ერი, მაგ ქალს პრეზიდენტად კი არა, წრეში ბურთის სათამაშოდ არ აირჩევს.”

რა მოსთხოვა სალომე ზურაბიშვილმა ივანიშვილს პრეზიდენტის კანდიდატურის დაყენების სანაცვლოდ

რა მოსთხოვა ივანიშვილს სალომე ზურაბიშვილმა, როგორ გადააგდო ის ნაციონალურმა მოძრაობამ, როგორ გავიდა საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზები, რატომ ჩამოჰყავთ მთავრობის გადასახალისებლად ხალხი რუსეთიდან? – ამ თემებზე “ახალ თაობას” ყოფილი პოლიტდევნილი, “დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე ესაუბრა. გიგლა ბარამიძე: – ყველას გვაქვს ნანახი ამერიკული ფილმი “ჩარლის ანგელოზები”, მაგრამ დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლება თუ ტოტალურად ივანიშვილის შინა-ყმებად გადაიქცეოდა, […]

“ივანიშვილი თავად იყრის კენჭს თუ დარწმუნდება, რომ სალომე ზურაბიშვილს გამარჯვების შანსები არ აქვს”

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში საპრეზიდენტო არჩევნებზე და კანდიდატებზე საუბრობს. – ბატონო სოსო, დავით სერგეენკომ განაცხადა, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას მისი პროგრამის გაცნობის შემდეგ გადავწყვეტთო. ეს როგორ შეიძლება გავიგოთ? – ყველა განცხადება დროის გაჭიმვას ემსახურება. ქართულ პოლიტიკურ რეალობაში, არ ყოფილა შემთხვევა, რომ კანდიდატის პროგრამის გამო რომელიმე პოტენციურ დონორს მხარდაჭერაზე უარი ეთქვას. სერგეენკოს ეს განცხადება თავაზიანი […]

სალომე ზურაბიშვილის მორიგი სკანდალი – ზვიად გამსახურდიას დამხობას ის ლეგიტიმურს უწოდებს

პირველი პრეზიდენტის ოჯახი სალომე ზურაბიშვილისგან განმარტებებს ითხოვს. კონსტანტინე გამსახურდიას აინტერესებს, პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის პოზიცია, რატომ ამართლებდა ის გამსახურდიას ხელისუფლების ძალისმიერ დამხობას და რატომ უწოდებდა პირველ პრეზიდენტს დიქტატორს. საქმე ეხება სალომე ზურაბიშვილის მიერ, 1992 წელს, გაზეთ “ივერიაში” გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც ის პირველი პრეზიდენტის დამხობას ლეგიტიმურს უწოდებს. მაშინ, ზურაბიშვილი ამ გამოცემაში სტატიებს რამდენიმე ფსევდონიმით აქვეყნებდა. სტატიაში „საქართველოს საკითხი“, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი […]

ნიკა გვარამია – ”ვინც სალომე ზურაბიშვილს დააფინანსებს, ყველა ბიზნესმენს მოეკითხება”

ნიკა გვარამიამ ფეისბუქში დაწერა: „ხმას არ ვიღებ სალომე ზურაბიშვილის ბოდვაზე – რუსების აგენტია და იმას ამბობს, რაც უნდა თქვას და რაც მისგან სრულიად მოსალოდნელია. აი, რაც შეეხება ბიზნესმენებს, ვინც მის საარჩევნო კამპანიას დააფინანსებს, მათ აუცილებლად მოეკითხებათ. რუსეთის აგენტის დაფინანსებას ვერავის ვერ გავუტარებთ. ნებისმიერი თეთრი, მის კამპანაში ჩასხმული, არის “საქართველომ ომი დაიწყო”-ს დაფინანსება, რაც უპატიებელია.“

სალომე ზურაბიშვილი – ”2008 წლის აგვისტოს ომი საქართველოს გიჟი პრეზიდენტის ახირება იყო”

რუსეთის პროვოკაციაზე აყოლას, შენს ტერიტორიაზე, შენს მოსახლეობაზე მასიური დაბომბვის დაწყებას რა ჰქვია – უგუნურება?! გიჟი პრეზიდენტის ახირება თუ უცნაური და გაუგებარი გარიგება საუკუნოვან მტერთან?! – ასე უპასუხა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების მიზეზებზე ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას. ზურაბიშვილმა აღნიშნული განცხადება მუხათგვერდის სასაფლაოზე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა მემორიალთან გააკეთა, სადაც ომში […]

რა ქონებას ფლობს სალომე ზურაბიშვილი – სახლები პარიზსა და თბილისში, ავტომობილი, აქციები, საბანკო ანგარიშები

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა ოფიციალურად დაასახელა. გავრცელებული ინფორმაციით, “ქართული ოცნება” საპრეზიდენტო არჩევნებში სწორედ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას გეგმავს. „ბიზნესპრესნიუსი“ აქვეყნებს სალომე ზურაბიშვილის ქონებას. მიმდინარე წლის 17 იანვარს შევსებული დეკლარაციის თანახმად, ზურაბიშვილი ფლობს თბილისში, 126,33 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს; 235 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს და პარიზში მდებარე 60 კვ.მეტრის ბინას. […]

თაკო ჩარკვიანი სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ – “არა უნდა ვუთხრათ რუსეთის საპრეზიდენტო რეზიდენტს”

თაკო ჩარკვიანმა ფეისბუქში დაწერა: “პრეზიდენტმა მედვედევმა განაცხადა, 2010 წელს .ვლადიკავკაზში: ” ომი ჩვენ დავიწყეთ საქართველოსთან და ამით ხელი შევუშალეთ მის გაწერვრიანებას ნატო-ში “-ო. დღევანდელი “დამოუკიდებელი ოცნების”, “საპრეზიდენტო” თუ სარეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს: ” ომი საქართველომ დაიწყო რუსეთთანო” 😪- ამ ქალს, რომ ვუყურებ და ვუსმენ, მაშინვე (“განსაკუთრებით ” ) მახსენდება:” მამული, ენა სარწმუნოება” 😪 😘 […]

akhalitaoba.ge © 2017-2018