ჭდე: სასამართლო

“ალბათ უნდა ვაღიარო რომ გასატაცებელი ვიყავი”- ზურაბ ჯაფარიძე სასამართლოში დაიბარეს

პარტია „გირჩის“ დამფუძნებელ ზურაბ ჯაფარიძეს სასამართლოში იბარებენ. როგორც ზურაბ ჯაფარიძე ფეისბუკზე წერს საქმე ეხება 12 მაისს რუსთაველზე გამართული აქციისას მის დაკავებას. „გირჩის“ ლიდერი სასამართლოში 22 ივნისს არის დაბარებული: „რუსთაველიდან რომ გამიტაცეს 12 მაისს, ღამით აქეთ მიბარებენ სასამართლოში ალბათ უნდა ვაღიარო რომ გასატაცებელი ვიყავი.“- წერს ზურაბ ჯაფარიძე.

ლადო სადღობელაშვილმა წინასასამართლო სხდომაზე ლოცვა ითხოვა

„ქართული მარშის“ 7 დაკავებული წევრის საქმე წინასასამართლო სხდომაზე განიხილება. საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დაკავებულების გიორგი ონიანის, ლუკა ნაცვლიშვილის, მიხეილ ამისულაშვილის, ლადო სადღობელაშვილის, ირაკლი დოლენჯაშვილის და ბექა რევაზიშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხი უნდა გადასინჯოს. გასულ სხდომაზე ქართული მარშის დაკავებული წევრების ჯგუფური ლოცვის შემდეგ, ერთ-ერთმა დაკავებულმა ლადო სადღობელაშვილმა ორჯერ მიმართა მოსამართლეს ლოცვის წარმოთქმის თხოვნით. მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა ორივე თხოვნას […]

აშშ-ის სასამართლომ ავთანდილ ხურციძე პატიმრობაში დატოვა

ნიუ-იორკში დაკავებული ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე პატიმრობაში რჩება. მოსამართლემ ის გირაოს სანაცვლოდ არ გაათავისუფლა და გადაწყვეტილების გამოცხადებისას ბრალდებულის მხრიდან ქვეყნის დატოვების საფრთხეებზე ისაუბრა. ქართველი სპორტსმენები, რომლებიც ხურციძეს თავდებში დაუდგნენ აცხადებენ რომ ბრალდება აბსურდულია. ქართველი სპორტსმენები ლევან მაყაშვილი და ავთანდილ ხურციძე, აშშ-ში საქართველოს სხვა მოქალაქეებთან ერთად, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის, თაღლითობის მომზადებისა და რეკეტში მონაწილეობის ბრალდებით გასული […]

ავთანდილ ხურციძის სასამართლო აშშ-ში დღეს გაიმართება

აშშ-ში დაკავებული ქართველი მოკრივის, ავთანდილ ხურციძის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. SPORTALL.GE ხურციძის მეგობარზე, MMA-ს მებრძოლ მერაბ დვალიშვილზე დაყრდნობით წერს, რომ დღეს გადაწყდება გაათავისუფლებენ თუ არა ქართველ მოკრივეს გირაოს სანაცვლოდ. დვალიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ექვსი საჩემპიონო ქამრის მფლობელი მოკრივის სურვილია, ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველები და ჟურნალისტები სასამართლო პროცესს დაესწრონ. შეგახსენებთ, რომ ნიუ-იორკში, 2017 წლის წლის ივნისში 15 […]

ლადო სადღობელაშვილი – მე ოჯახი მყავს და ნუ იზამთ, ბატონო მოსამართლე ისე, რომ ახალგაზრდა პოლიტიკოსების ბედი ციხეში გადაწყდეს

მე არ ვარ კრიმინალი. მე პოლიტიკოსი ვარ, – ამის შესახებ ლადო სადღობელაშვილმა საქალაქო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, სადაც მის და „ქართული მარშის“ 5 წევრის აღმკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავენ. დაცვის მხარე პატიმრობის სანაცვლოდ ლადო სადღობელაშვილისთვის გირაოს გამოყენებას ითხოვს. დაცვის მხარემ სასამართლოს 3 ათასი ლარიანი გირაო შესთავაზა. სასამართლოს სიტყვით ბრალდებულმა სადღობელაშვილმაც მიმართა. “მე არ ვარ კრიმინალი. მე […]

ქართულმა მარშმა სასამართლოზე “მამაო ჩვენო” ჯგუფურად წარმოთქვა

საქალაქო სასამართლოში, სადაც “ქართული მარშის” წევრების, დაკავებული 6 პირის აღმკვეთ ღონისძიებაზე დაიწყო მსჯელობა, მოსამართლის დარბაზში გამოჩენისას ბრალდებულებმა დარბაზში ლოცვა დაიწყეს. “მამაო ჩვენო” დაკავებულებმა და მოძრაობის სხვა წევრებმა ერთად წარმოთქვეს. საქალაქო სასამართლოში რუსთავი 2- თან გამართულ აქციაზე დაკავებული 5 პირის სასამართლო აღმკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. ამავე საქმეზე გუშინ კიდევ ერთი პირი დააკავეს. გამოძიება დაკავებულებს 239-ე მუხლის […]

სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ ძმებ გრიგორიანებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული ძმები გრიგორიანები თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული პირების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლემ ღამით მიიღო. გრიგორიანებს დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში ადანაშაულებენ. ბრალდების მტკიცებით, საქმეში მოწმეთა ჩვენებებთან ერთად დანაშაულის დამადასტურებელი წერილობით მტკიცებულებებიც არსებობს. დაცვის მხარე პროცესზე გრიგორიანების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, რაც არ დაკმაყოფილდა.

დავით როსტომაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულებს 6-10 წელი მიესაჯათ

დავით როსტომაშვილზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზურაბ ქუთელიას 7 წლით, აგაჯანოვს 6 წლით, ხოლო ბექა კირვალიძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ნიუპოსტი

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა – სასამართლო 51-ე სკოლის პედაგოგს დაკითხავს

დღეს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე სასამართლო ორ მოწმეს დაკითხავს. ერთი მოწმე, გავრცელებული ინფორმაციით, 51-ე სკოლის პედაგოგია. ,,ეს პირები სასამართლოს მიაწვდიან ინფორმაციას, თუ რა ვითარებაში დაიწყო კონფლიქტი და თუ როგორ მიეცა მას მსვლელობა . ბრალდების მხარის მიერ დანიშნულ ექსპერტიზებზე მიმდინარეობს კვლევა, როგორც კი იქნება მიღებული დასკვნა წარმოადგენს,“ – განაცხადა პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ. პროცესს მოკლული […]

სასამართლომ „ბახალა” დამნაშავედ ცნო და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართომ გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) დამნაშავედ ცნო და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გამოძიება მსახიობს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვას ედავებოდა. მსახიობი მთელი ამ დროსი განმავლობაში აცხადებდა, რომ 45 აბი ე.წ. სუბუტექსი პოლიციამ ჩაუდო. “ბახალა” 2016 წლის 25 იანვარს დააკავეს და 14 ივლის 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

akhalitaoba.ge © 2017-2018