ჭდე: სასამართლო

სააკაშვილი – “ხვალ სასამართლოზე მივალ”

სააკაშვილის ადვოკატებმა სასამართლოზე საქართველოს ჰიმნი ჩართეს

ძალიან კარგია, რომ რეჟიმმა ვერ გარისკა თითიდან გამოწოვილი საქმით მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთო წერეთლის დაპატიმრება – რა თქმა უნდა, მათ გამოიტანეს სრულიად „ფეიკ განაჩენი“, – ასე აფასებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჯაფარიძე-ხაზარაძე-წერეთლის საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ხვალ ის, საკუთარ სასამართლო პროცესს დაესწრება და თავის სათქმელს იტყვის. „როგორც ყოველთვის, […]

“დამიწყეს ცემა, თავში ჩარტყმა” – პოლიციელების ცემისთვის 2 დაკავებულს პატიმრობა შეეეფარდა

"დამიწყეს ცემა, თავში ჩარტყმა" - პოლიციელების ცემისთვის 2 დაკავებულს პატიმრობა შეეეფარდა

სიღნაღის სასამართლომ დღეს საგარეჯოში პოლიციელების ცემისთვის დაკავებულებს პატიმრობა შეუფარდა. ორივე ბრალდებულმა დანაშაული  აღიარა. პროცესი 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და  მედიისთვის დახურული იყო. დაცვის მხარე ითხოვდა, რომ აღკვეთის ღონისძიებად მოსამართლეს პატიმრობა არ გამოეყენებინა და გირაოს სანაცვლოდ ბრალდებულები სახლში გაეშვა. ორი ბრალდებულიდან ერთი არასრულწლოვანია. არსებული ინფორმაციით, საგარეჯოს პოლიციის განყოფილების თანამშრომელს თავში მინის ბოთლი სწორედ მან ჩაარტყა. ხელჩართული […]

მაკო გომურმა შსს-ს წინააღმდეგ სასამართლო დავა წამოიწყო

გიორგი კვირიკაშვილი - "გახარიას რომ ეთქვა, ყველა ჩინოვნიკის სკამი შემოევლოს მაკო გომურის თვალსო, ეს იქნებოდა სწორი ნაბიჯი”

დღეს მაკო (მაია) გომურმა თბილისის საქალაქო სასამართლოში შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელი წარადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, გომური სამინისტროსაგან ჯანმრთელობისათვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებასა და შრომისუნარიანობის შემცირების გამო სარჩოს დაკისრებას ითხოვს. “როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, მაკო გომური 2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შედეგად დაზარალდა. შსს-ს მიერ გამოყენებული რეზინის ტყვიების სროლის […]

სააკაშვილის ადვოკატებმა სასამართლოზე საქართველოს ჰიმნი ჩართეს

სააკაშვილის ადვოკატებმა სასამართლოზე საქართველოს ჰიმნი ჩართეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას პირველად ესწრება თავად ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტი. სხდომაზე მედიასაშუალებებიდან მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი დაუშვეს, თუმცა სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ რამდენიმე წუთის განმავლობაში დარბაზიდან პირდაპირი ტრანსლირების განხორციელება შეძლო. კადრებში ჩანს, მსჯავრდებულებისთვის განკუთვნილ, გისოსებით შემოსაზღვრულ სივრცეში განთავსებული მიხეილ სააკაშვილი. აღსანიშნავია, რომ სასამართლო პროცესზე ადვოკატებმა საქართველოს […]

სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე დაკავებულები პატიმრობაში დარჩნენ

სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე დაკავებულები პატიმრობაში დარჩნენ

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე დაკავებულები – გიორგი ნარიმანიძე, ელგუჯა ცომაია, ზურაბ და შალვა წოწორიები კვლავ პატიმრობაში რჩებიან. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ გამოაცხადა. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა. პროკურატურა დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის ძალაში დატოვებას ითხოვდა. ელგუჯა ცომაიას ადვოკატი მისი 10 000-ლარიანი […]

“ცოლს 5 საათი ცემდა, მერე ცოლისძმას და სიმამრს გაუსწორდა” – მამაკაცს 9 წელი მიესაჯა

ჩანაწერების საქმეზე ზურაბ სოლომნიშვილს პატიმრობა შეეფარდა, 7 პირს - გირაო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, ძალადობის, წამების და მუქარის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. უწყების ცნობით, პროკურატურის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 24 თებერვალს, ბრალდებულმა, საკუთარ სახლში, იმ მიზეზით, რომ, მისი აზრით, მის მეუღლეს არ ჰქონდა მამრობითი სქესის მეგობრების ყოლის, მათთან მიმოწერის და […]

ცოლმა საუზმის მომზადებაზე უარი თქვა, ქმარმა კი დანა ესროლა – სამტრედიელ მ-მ-ს 15 წელი მიესაჯა

ჩანაწერების საქმეზე ზურაბ სოლომნიშვილს პატიმრობა შეეფარდა, 7 პირს - გირაო

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული მ.მ. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 23 დეკემბერს, ქ. სამტრედიაში მ.მ.-მ მეუღლეს […]

ქურდული სამყაროს წევრობისთვის დაკავებული 12 პირი პატიმრობაში დარჩა

ქურდული სამყაროს წევრობისთვის დაკავებული 12 პირი პატიმრობაში დარჩა

თბილისის საქალაქო სასამართლოში კრიმინალური ავტორიტეტების პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა. მოსამართლემ 12-ვე პირი პატიმრობაში დატოვა. საქმე ეხება ბიზნესდავის გარჩევის დროს კრიმინალური ავტორიტეტების, მათ შორის, კანონიერი ქურდის, ,,გლეხოვიჩის” ჩართულობას და საკითხის ქურდული წესით გარჩევას. სხდომაზე ადვოკატებმა ბრალდებულთა გირაოთი გაშვების შუამდგომლობა მოითხოვა, თუმცა სასამართლოს არ დააკმაყოფილა. მეორე საკითხი, რაც ადვოკატებმა სხდომაზე დააყენეს, იყო მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობა, საუბარია […]

გორში მამაკაცი 10 წლის გოგონას ფეისბუქში თანატოლ გოგონად გაეცნო და მისგან ინტიმური მიმოწერა მოიპოვა

ჩანაწერების საქმეზე ზურაბ სოლომნიშვილს პატიმრობა შეეფარდა, 7 პირს - გირაო

გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, გარყვნილი ქმედებისა და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ფაქტებზე გ.გ. დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე დადასტურდა, რომ 2020 წლის 10 ივნისს, გ.გ. ფეისბუქში 10 წლის არასრულწლოვანს მისივე თანატოლ გოგონად გაეცნო, რითაც შევიდა მასთან ნდობაში და დაზარალებულისგან უკანონოდ მოიპოვა […]

სააკაშვილის დაცვის ყოფილ წევრს და უკრაინის 2 მოქალაქეს 4 წელი მიესაჯათ

სააკაშვილის დაცვის ყოფილ წევრს და უკრაინის 2 მოქალაქეს 4 წელი მიესაჯათ

ბათუმის საქალაქო სასამართლომ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებულ უკრაინის ორი მოქალაქეს, ვოლოდიმირ დიაჩენკოსა და იური ხომიჩს, ასევე მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილ წევრს მიხეილ ბატურინს ოთხ წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მამისეიშვილმა გამოაცხადა. დაკავებულების უფლებადამცველების თქმით, ისინი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ. ადვოკატებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული პირები “ქართული ოცნების” მძევლები არიან. მათივე თქმით, ისინი საქართველოს ტერიტორიულ […]