ჭდე: საქართველო

ოთარ ზურაბიშვილი, სალომეს ძმა – ”დიახ! რუსეთმა დაიწყო 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომი! თუ კი ნამდვილ ფაქტებზე თვალებს დავხუჭავთ, ამით რუსეთის პოლიტიკა არ შეიცვლება”

სალომე ზურაბიშვილის ძმამ, ოთარ ზურაბიშვილმა, 1 საათის წინ ფეისბუქში დაწერა: ”ჩემო მეგობრებო! ზოგიერთ ჩემს მეგობარს სურს გაიგოს ჩემი აზრი რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით; მართალი გითხრათ, მათი კითხვები მაკვირებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ მეგობრებს ბოლო 50 წლის განმავლობაში ჩემი პოზიციების შესახებ არც არაფერი წაუკითხავს და არც არაფერი სმენიათ. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ვიყავი ერთი და იმავე […]

საქართველომ საბერძნეთთან უპირატესობა მთლიანად გაანიავა და წააგო

საქართველოს საკალთბურთო ნაკრებისა და საბერძნეთის შეხვედრა დასრულდა. ქართველი კათლათბურთელებმა მთლიანად გაანიავეს 11 ქულიანი უპირატესობა, რომელიც პირველი ტაიმის შემდეგ ჰქონდათ და 1 ქულით დამარცხდნენ – 85:86. საბერძნეთი ჯგუფის დაუმარცხებელი ლიდერია გერმანიასთან ერთად. მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველი ეტაპი 24-მა ნაკრებმა დაძლია, რომლებიც მეორე ჯგუფურ ეტაპზე მუნდიალის 12 საგზურისთვის იბრძვიან.

ქართველმა კალათბურთელებმა საბერძნეთის ნაკრებს პირველი ნახევარი 49:38 მოუგეს

საქართველოს საკალთბურთო ნაკრებისა და საბერძნეთის შეხვედრის პირველი ნახევარი დასრულდა. ქართველები ბერძნებს 11 ქულით, 49:38-ით ამარცხებენ. საბერძნეთი ჯგუფის დაუმარცხებელი ლიდერია გერმანიასთან ერთად. მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველი ეტაპი 24-მა ნაკრებმა დაძლია, რომლებიც მეორე ჯგუფურ ეტაპზე მუნდიალის 12 საგზურისთვის იბრძვიან. ჩვენს ჯგუფში კიდევ 2 მატჩი გაიმართება: სერბეთი ესტონეთს უმასპინძლებს, ხოლო ისრაელი გერმანიაში ითამაშებს. 13 სექტემბერს საქართველოს […]

საქართველოში ქალის საშუალო ანაზღაურება კაცისაზე 490 ლარით დაბალია

2018 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიურმა ანაზღაურებამ საქართველოში 1.103.5 ლარი შეადგინა, – წინა კვარტალთან შედარებით, საშუალო ანაზღაურება 44 ლარით გაიზარდა. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ქალისა და კაცის ანაზრაურება საქართველოში ტრადიციულად განსხვავდება ერთმანეთისგან და ქალის ანაზღაურება ჩამოუვარდება კაცისას. დაქირავებით დასაქმებული ქალის საშუალო თვიური ანაზღაურება საქართველოში 2018 წლის მეორე კვარტალში 844 ლარი იყო, ხოლო კაცის – […]

რატომ ჩამოვიდა ანდრეი მალახოვი საქართველოში და ვინ გადაუხადა მას ფული – გიორგი სიგუა ჩოგოვაძეს კორუფციაში ადანაშაულებს

რუსეთის სახელმწიფო არხ რასიას ტელეწამყვანი, ანდრეი მალახოვი, გადამღებ ჯგუფთან ერთად, საქართველოში იმყოფებოდა. მათ თბილისი წუხელ დატოვეს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესამსახურის განმარტებით, მალახოვი გადაცემას “შვებულება ანდრეი მოლოხოვთან ერთად” ამზადებს, რომელიც საქართველოს შესახებ იქნება მომზადებული. რუსთავი2-ის ინფორმციით, ანდრეი მალახოვი, შემოქმედებით ჯგუფთან ერთად, სასტუმრო ბილტმორში დაბინავდა. უწყება ადასტურებს, რომ მალახოვის სასტუმროში განთავსებისა და კვების ხარჯებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციამ დააფინანსა. კურიერის ინფორმაციით, მალახოვი შატო მუხრანშიც იმყოფებოდა, ასევე დაესწრო მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლს. […]

საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა ისრაელს თელ ავივში მოუგო

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე ეტაპის პირველი მატჩი სტუმრად, ისრაელში ითამაშა. დაპირისპირება ქართველი კალათბურთელების აქტიურობით დაიწყო და პირველი მეოთხედი ჩვენებმა 26-23 მოიგეს, მეორეს დასაწყისში კი უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს, და როდესაც დიდ შესვენებამდე სამნახევარი წუთი იყო დარჩენილი, ცხრა ქულის უპირატესობით – 42-33 იგებდნენ. პირველი ტაიმი ქართველმა კალათბურთელებმა 12 ქულიანი უპირატესობით – 49-37 მოიგეს. შეხვედრის […]

საქართველომ ლატვიას მოუგო და ჯგუფის ლიდერი გახდა – ვიდეო

ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ლატვია მძიმე მატჩში 1:0 დაამარცხა. გილოცავთ! ანდორასთან სახლში ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ ლატვიის ნაკრების მწვრთნელი მიკსუ პაატელაინენი გააკრიტიკეს, თუმცა აღინიშნა, რომ მას ფეხბურთელთა შერჩევის მხრივ დიდი არჩევანი არ გააჩნია და მაინც სანახევროდ შეცვლილი სასტარტო შემადგენლობა გაიყვანა “დინამო არენაზე”. ცვლილებები განსაკუთრებით შემტევებს შეეხო. რაც შეეხება “ჯვაროსნებს”, ვლადიმირ ვაისმა […]

საქართველომ ერთა ლიგა ყაზახეთში გამარჯვებით დაიწყო – ჩაკვეტაძის სუპერგოლი – ვიდეო

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგა გამარჯვებით დაიწყო – სტუმრად ყაზახეთი 2:0 დაამარცხა. არის პირველი გამარჯვება! არის პირველი 3 ქულა! გილოცავთ! კარგი დასაწყისი საქმის ნახევარიაო და ერთა ლიგაზე ჩატარებულ პირველ შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. მას უნდა დაენახვებინა ყველასთვის, თუ რისი შემძლენი არიან “ჯვაროსნები”  და რამდენად ობიექტურია ქართველი გულშემატკივრების უმრავლესობის ოპტიმიზმი, რომელმაც ყაზახების გაღიზიანება გამოიწვია. ყაზახების უპირატესობა საკუთარ […]

“ტერიტორიული მთლიანობის შესახებ საქართველოს მატარებელმა უკვე ჩაიარა” – რუსი პოლიტოლოგი ალექსეი მალაშენკო

პოლიტოლოგმა და მოსკოვის კვლევით ინსტიტუტ ”ცივილიზაციათა დიალოგის” სამეცნიერო კვლევების ხელმძღვანელი, ალექსეი მალაშენკო საქართველოში კრემლის მიერ დაფინანსებულ მედიაფორუმს ესწრება. მისი თქმით, ტერიტორიული მთლიანობის შესახებ საქართველოს მატარებელმა უკვე ჩაიარა. „სამწუხაროდ, საქართველოსთვის მატარებელმა უკვე ჩაიარა და უკან აღარ დაბრუნდება. ეს იგივეა, რომ საბჭოთა კავშირიც აღარასოდეს აღდგება. ხომ ხედავთ, რა ხდება ბოლო 20 წლის განმავლობაში, ეს ადამიანური ტრაგედიაა. მაგრამ […]

საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 31 აგვისტოს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში გაწვიმდება, ჰაერის ტემპერატურა +27, +32, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში კი +26, +28 გრადუსამდე დაიკლებს. 1 სექტემბერს დღისით შედარებით გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა 2 გრადუსით მოიმატებს. 2 – 3 სექტემბერს ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი. 31 აგვისტოს და 1 – 3 სექტემბერს აღმოსავლეთ […]

akhalitaoba.ge © 2017-2018