ჭდე: სირია

საქართველო სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტს

სირიის არაბული რესპუბლიკის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარებასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განცხადება გაკეთდა. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველომ დაიწყო პროცედურები სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მიზნით: – 2018 წლის 29 მაისს სირიის რეჟიმმა, რუსეთის ფედერაციის მხრიდან მანიპულირების შედეგად, მიიღო კიდევ ერთი უკანონო გადაწყვეტილება […]

ისრაელმა სირიას რაკეტებით დაარტყა

ისრაელის ავიაციამ დამასკოსთან სირიის სამთავრობო არმიის პოზიციები დაბომბა. სირიის სამთავრობო სააგენტო SANA-სინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის სისტემამ ორი რაკეტა ჩამოაგდო, დაბომბვას კი მსხვერპლი არ მოჰყოლია. ისრაელის საჰაერო დაბომბვის შესახებ ინფორმაცია დონალდ ტრამპის მიერ ირანის ბირთვული შეთანხმების დატოვებიდან ერთ საათში გავრცელდა. პირველი

თუ ასადი ქიმიურ იარაღს გამოიყენებს, სირიას კვლავ დავბომბავთ – საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის ფლორენს პარლის განცხადებითღ, საფრანგეთის მიზანი არ არის სირიაში სიტუაციის ესკალაცია, თუმცა იგი კვლავ დაბომბავს სამხედრო ობიექტებს, თუ ბაშარ ასადი ქიმიურ იარაღს გამოიყენებს. „სირიის დაბომბვის მიზანი იყო, რომ ბაშარ ასადმა ქიმიური იარაღი აღარ გამოიყენოს. თუ ასე მოხდება, ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ დარტყმის განმეორების შესაძლებლობა“ – აღნიშნა ფლორენს პარლიმ.

ვახტანგ მაისაია: “ამერიკამ სირიაზე დარტყმით რუსეთს ძალა აჩვენა – სამხედრო თვალსაზრისით ეს შეტევა უშედეგო გამოდგა”

სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტ ვახტანგ მაისაიას განცხადებით, გრძელვადიანი თვალსაზრისით, ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხოდ, სირიაზე სარაკეტო დარტყმას ეფექტი არ ჰქონია. რაც შეეხება ამ ფაქტზე საქართველოს გამოხმაურებას, ეს პრეზიდენტის, პრემიერ მინისტრის, ან პარლამენტის თავმჯდომარის დონეზე უნდა მომხდარიყო. – ბატონო ვახტანგ, გარკვეული დრო გავიდა მას შემდეგ, რაც სამმა სახელმწიფომ ერთობლივი შეტევა განახორციელა სირიის ქიმიური იარაღის მწარმოებელ ობიექტებზე. […]

ტრამპი – ამერიკელებმა სირიაში რუსი სამხედროები დახოცეს – “ეს ძალიან სამწუხაროა”

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიაში ამერიკელების მიერ რუსი სამხედროების დახოცვა დაადასტურა. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. როგორც ტრამპმა განმარტა, ამერიკის შეერთებული შტატების ძალებსა და რუსს სამხედროებს შორის დაპირისპირება მართლაც მოხდა, რაც მისივე თქმით, მსხვერპლით დასრულდა. “პრეზიდენტებს შორის არავინ ყოფილი ისეთი მკაცრი რუსეთთან როგორც მე. ცოტა ხნის წინ ვისაუბრეთ, რომ სირიაში, 1 თვის წინ, ჩვენ შეიარაღებულ ძალებსა და რუსეთის ჯარებს სერიოზული დაპირისპირება […]

დასახული ამოცანა შესრულებულია – ტრამპმა, მაკრონმა და მეიმ ტელეფონით ისაუბრეს

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, დონალდ ტრამპმა, ტერეზა მეიმ და ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბარში სირიის ქიმიურ ობიექტებზე განხორციელებული შეტევის შესახებ ისაუბრეს. “იგი (ტრამპი. რედ.) მიესალმა საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის არმიების ქვედანაყოფების შესანიშნავ შეთანხმებულ მოქმედებას სირიის რეჟიმის ქიმიური პოტენციალის წინააღმდეგ განხორციელებული ოპერაციის დროს. ამოცანები, რომლებიც დავსახეთ – მიღწეულია,” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ნიუპოსტი

აშშ-მ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა სირიაზე დარტყმა განახორციელეს

დღეს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანა. ამის შესახებ “ბი-ბი-სი” იუწყება. „აშშ-მ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა იერიში მიიტანეს სირიის რეჟიმის ობიექტებზე, რომლებიც ქიმიური იარაღის წარმოებას უკავშირდება. დარტყმის პირველი სამიზნე ქიმიური იარაღის ლაბორატორია იყო“, – განაცხადა აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა ჯეიმს მეტისმა. მისივე თქმით, ობიექტის შერჩევა ისე […]

ბრიტანეთმა სირიის სანაპიროებისკენ  წყალქვეშა ფლოტი გაგზავნა

ბრიტანეთმა სირიის სანაპიროებისკენ  წყალქვეშა ფლოტი გაგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას The Sydney Morning Herald-ი ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ეკიპაჟი სრულ მზადყოფნაშია და ოფიციალური ლონდონის ბრძანებას ელოდება. ასევე ცნობილია, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ მინისტრები სააღდგომო შვებულებიდან გამოითხოვა და საგანგებო სხდომა ჩაატარა. ამასთანავე კვიპროსში მდებარე დიდი ბრიტანეთის სამხედრო ბაზაზე ბომბდამშენი Panavia Tornado-ც მზადყოფნაშია მოყვანილი. საჭიროების შემთხვევაში კი ოპერაციაში სამეფო ფლოტი 45 […]

2 ამერიკული ხომალდი სირიის ნაპირებთან მივიდა

აშშ-ის სამხედრო საზღვაო ფლოტის ორი ხომალდი დონალდ კუკი და პორტერი უკვე სირიის ნაპირებთანაა. საერთო ჯამში ორივე ხომალდზე 120 რაკეტა “ტომოჰავკია”, რომელთა მოქმედების რადიუსიც 2 ათასი კილომეტრია – შესაბამისად ისინი სირიის მთელი ტერიტორიას დაფარავენ.

ტრამპი რუსეთს აფრთხილებს – ”სირიას ჭკვიანი რაკეტებით დავბომბავთ, რომლებსაც ვერ ჩამოაგდებთ!”

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთი გააფრთხილა, რომ სირიის მიმართულებით რაკეტებს გაუშვებს. „რუსეთი ამბობს, რომ სირიის მიმართულებით გაშვებულ ნებისმიერ რაკეტას ჩამოაგდებს. მოემზადე, რუსეთო, ვინაიდან რაკეტები წამოვა – მშვენიერი, ახალი და „ჭკვიანი“ რაკეტები. რუსეთო, შენ არ უნდა იყო მკვლელი ცხოველის პარტნიორი, რომელიც თავის ხალხს კლავს და ამით სიამოვნებას იღებს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე. დღეს […]

akhalitaoba.ge © 2017-2018