ჭდე: სროლა

ვარკეთილში 38 წლის მამაკაცი მოკლეს, 45 წლის კი დაჭრეს

ვარკეთილში 38 წლის მამაკაცი მოკლეს, ხოლო 45 წლამდე მამაკაცი კი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცებს შორიs სიტყვიერ შელაპარაკებას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა მოჰყვა. როგორც “პრაიმტაიმს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღის გასროლის შედეგად მოხდა. რაც შეეხება დაჭრილს, დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანამ კლინიკაში გადაიყვანა,. გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – მკვლელობის შემთხვევაში, სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც 7-დან […]

სროლა გორში – ახალგაზრდა ქეიფის დროს დაჭრეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხვენისში ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც თანასოფლელები ერთად ქეიფობდნენ. ,,ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, სამედიცინო ცენტრ ,,გორმედში“ შეიყვანა. ექიმების ინფორმაციით, დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე იყო და ის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. მოგვიანებით დაჭრილი ახალგაზრდას ჩაუტარდა ოპერაცია თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს […]

გიორგი სოზაშვილი ხალხს 9 საათზე პარლამენტთან ეძახის – ”ნაფეტვრებში დაგვცხრილეს, ახლა კი მილიონიანი ტექნიკა წაიღეს!”

ლისის ტბაზე მდებარე ბიტკოინების დატა-ცენტრში კრიმინალისტებმა მუშაობა უკვე დაასრულეს. მათ ტერიტორიიდან გაიყვანეს ე.წ. მოძრავი ავტობუსი დატა-ცენტრი, რომელიც კრიპტოვალუტას გამოიმუშავებს. ბიზნესმენი, კომპანია სალვუს დეველოპმენტის დამფუძნებელი, გიორგი სოზაშვილი, აცხადებს, რომ ტექნიკა ძვირადღირებულია და ის, დაახლოებით, მილიონი დოლარი ღირს. დატა-ცენტრის მფლობელი გიორგი სოზაშვილი ფიქრობს, რომ ეს ბიზნესზე ზეწოლის მაგალითია. მისი თქმით, მას კონკრეტული პირები ამგვარი მეთოდებით უსწორდებიან. „აღვწეროთ-მეთქი და […]

სროლა ნიუ ორლეანში – დაიღუპა 3 ადამიანი

ამერიკის ქალაქ ნიუ ორლეანში სროლის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „ფოქს ნიუსი“ იუწყება. ტელეკომპანიის ინფორმაციით, სროლის შედეგად, დაჭრილია შვიდი ადამიანი. ყველა მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის პოლიცია არკვევს, რას უკავშირდება მომხდარი შემთხვევა. მანამდე ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტეხასის შტატის ქალაქ რობსთაუნში, მოხუცებულთა სახლში მომხდარი სროლის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა. მკვლელის ნეიტრალიზება პოლიციის მოსვლამდე მოხდა. […]

პოლიციელი, რომელმაც ფოთში ნაზიმ გუზანოვი მოკლა, დააკავეს

პოლიციელი, რომელმაც დღეს დილით ფოთში ახალგაზრდა მამაკაცს, ნაზიმ გუზანოვს, თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა დაკავებულია – ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს. „2018 წლის 23 ივლისს, დაახლოებით ღამის 4 საათზე, ქალაქ ფოთში დადიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნინო ჟვანიას ქუჩაზე, სასურსათო მაღაზიასთან მდებარე თანხის ჩასარიცხი აპარატის ქურდობის ფაქტზე, დაკავებისას ფოთის პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელმა, ტაბელური პისტოლეტიდან გასროლით თავის […]

სროლა ფოთში – მამაკაცი, რომელიც სწრაფი ჩარიცხვის აპარატს ქურდავდა, პოლიციელმა მოკლა

ფოთში მამაკაცს, რომელიც თიბისი ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატს ქურდავდა, სამართალდამცველმა ესროლა. ​თავის არეში დაჭრილი მამაკაცი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ქურდობის ფაქტს სამართალდამცველი შეესწრო. დაკავებისას პოლიციის თანამშრომელს დამნაშავემ, წინააღმდეგობა გაუწია. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს. რაც შეეხება სამართალდამცველის მხრიდან სროლის ფაქტს, შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება […]

სისხლიანი გარჩევა ძეგვში – დაჭრილია 2 ახალგაზრდა, ერთ-ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვში ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. “ნიუპოსტის” ინფორმაციით, 30-35-წლამდე ახალგაზრდებს ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ. ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. გუშინ მომხდარი დანაშაულის მოტივი უცნობია. არსებული ინფორმაციით, ბრალდებულებმა მიმალვა მოახერხეს. როგორც “ნიუპოსტს” შინაგან სამეთა სამინისტროში განუცხადეს, დამნაშავეთა დადგენისა და დაკავების ღონისძიოებები აქტიურად მიმდინარეობს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ […]

სროლა ამერიკული გაზეთის რედაქციაში – მოკლულია 4 ადამიანი

აშშ-ში გაზეთ Capital Gazette-ს რედაქციაში სროლა იყო. წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია რამდენიმე ადამიანი. ამის შესახებ Fox News-ი იუწყება. CBS News-ი კი 4 დაღუპულის შესახებ წერს. შემთხვევა მერილენდის შტატში მოხდა. ეჭვმიტანილი დაკავებულია. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. გაზეთი მერილენდის შტატის ქალაქ ანაპოლისში გამოდის.

სროლა ვაკეში – მოსაშვილის ქუჩაზე მანქანიდან უცნობ პირს ესროლეს

ცოტა ხნის წინ თბილისში, მოსაშვილის ქუჩაზე სროლა იყო. უცნობმა პირმა მანქანის მიმართულებით ისროლა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. პირველ არხს თვითმხილველებმა განუცხადეს, რომ ეზოში ერთი პირი იდგა, რომელსაც მანქანიდან სროლა დაუწყეს. ამასთან, ისროდა აღნიშნული პირიც. „მოვიდა მანქანა და რამდენიმე პირი გადმოვიდა, დაუწყეს ამ პირს სროლა. ეს პირიც ესროდა, ორმხრივი სროლა იყო. ამის შემდეგ, მანქანაში ჩასხდნენ და გაიქცნენ“, […]

დოლიძის ქუჩაძე მაღაზიის კონსულტანტი გოგონა დაჭრეს

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მაღაზიის კონსულტანტი დაიჭრა. თვითმხილველების თქმი, შუახნის მამაკაცმა, გაუგებარი მიზეზის გამო, იარაღიდან გაისროლა და ანასხლეტი ახალგაზრდა გოგოს ფეხში მოხვდა.მამაკაცი ჯერ მაღაზიის თანამშრომლებმა დააკავეს, რის შემდეგაც პოლიცია გამოიძახეს. დაკავებული ამჟამად, სამართალდამცველებთან ერთად, შემთხვევის ადგილზე იმყოფება. ადგილზეა სასწრაფო დახმარების ჯგუფიც. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 236-ე და 239-ე მუხლებით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და ხულიგნობას […]

akhalitaoba.ge © 2017-2018