ჭდე: სუსი

ლაშა გოგიას გამოკითხვა 9 საათი გაგრძელდა – სუსმა 1 პირი დააკავა

ზუგდიდის ყოფილმა მერმა მოდულის შენობა გვიან ღამით დატოვა. ლაშა გოგიას გამოკითხვა 9 საათზე მეტხანს გაგრძელდა. გამოკითხვის დეტალებზე ყოფილ მაღალჩინოსანს ჟურნალისტებთან არ უსაუბრია. მისი თქმით, განცხადებას ის ხვალ გააკეთებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, საქმეზე დაკავებულია ერთი პირი. სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარეობს გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს […]

სუსმა სამი ჰაკერი დააკავა, რომლებიც მართვის მოწმობაზე გამსვლელ პირებს ეხმარებოდნენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე, საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს. უწყების ცნობით, ისინი ამ გზით მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ჩაბარებაში მოქალაქეებს არაკანონიერ დახმარებას უწევდნენ. კერძოდ, დაკავებულები შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში გამოცდაზე გამსვლელ პირებს გადასცემდნენ სპეციალურ ტექნიკურ აღჭურვილობას: მიკროკამერას და მიკროყურსასმენს, რის შემდეგაც საგამოცდო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, პორტატული კომპიუტერის მეშვეობით […]

სუსი ოზურგეთში მაღალჩინოსნების საქმეს იძიებს – მილიონობით ლარის ზარალი სახელმწიფოს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოზურგეთის თემთა გამგეობის მაღალჩინოსნებს სახელმწიფოსათვის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ზიანის მიყენებას ედავება და ოზურგეთის მერიისაგან დაუყოვნებლივი ზომების მიღებას ითხოვს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოზურგეთის ყოფილ გამგებელს, არჩილ ყაზაიშვილს, მის მოადგილეს ბადრი გობრონიძეს, ასევე მაღალჩინოსნებს გერმანე ჭანუყვაძეს, გოჩა აბაშმაძეს, მალხაზ გორგოშიძეს და სოფელ შრომის (ჩირე) მიწების აუქციონის წესით გამასხვისებელ სააუქციონე კომისიის მთლიან შემადგენლობას სახელმწიფოსათვის დაახლოებით […]

“სუს-ში მოსვლა ჩემთვის სიკვდილზე მეტია, კითხვაზე მოსვლას და ცირკში მონაწილეობას აღარ ვაპირებ”- მაჩალიკაშვილი

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თმირლან მაჩალიკაშვილის მამა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მივიდა. როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილმა ადგილზე შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა, ის დღეის შემდეგ სუს-ის შენობაში შესვლას არ აპირებს. “დღეის შემდეგ გამოკითხვაზე მოსვლას აღარ ვაპირებ. ცირკში მონაწილეობის მიღებას აღარ ვაპირებ. დღეს მეოთხედ ვიმყოფები გამოკითხვაზე ჩემი მოსისხლე მტრების შენობაში. ჩემთვის აქ მოსვლა სიკვდილზე მეტია. აქედან გამომდინარე, […]

ლევან ხაბეიშვილი სუსში დაიბარეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და თბილისის საკრებულოს დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოები სამსახურში დაკითხვაზე დაიბარეს. ხაბეიშვილი სუს-ში ხვალ, 2 საათისთვის უნდა მივიდეს. საუბარია სუს-ის ანტიკორუფციული სამსახურის მიერ დაწყებულ მოკვლლევაზე, რომელიც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მიერ, სარესტორნო ხარჯებისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გახარჯულ თანხებს ეხება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშრებით დღეს სუს-ის ანტიკორუფციულ სამსახურში ზვიად კუპრავა გამოიკითხა.

ზვიად კუპრავა სუსში დაიბარეს – როგორ დახარჯა ხელისუფლებამ რესტორნებში 6 თვეში 4 მილიონი

სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. როგორც გაირკვა, სამართალდამცველები შაბათის კურიერში გასული სიუჟეტის თემით დაინტერესდნენ, სადაც თანხის არამიზნობრივ ხარჯვაზეა საუბარი. საქმე ეხება 4 მილიონი ლარის გაფლანგვას, რომელიც კუპრავას ინფორმაციით, სახელმწიფო უწყებებმა სარესტორნო მომსახურებისათვის დახარჯეს. „სისხლის სამართლის საქმეში ოფიციალურ დევს ამის დამადასტურებელი მასალები, თუ როგორ მიირთმევენ 4 მილიონ ლარს ხელისუფლების მაღლი თანამდებობის პირები, […]

რუსული ვერტმფრენი საოკუპაციო რეჟიმის მიერ კონტროლირებად სივრცეში დაფრინავდა – სუსი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთის მცხოვრების, გიორგი კასრაძის თქმით, ცოტა ხნის წინ რუსეთმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია. როგორც კასრაძემ „ნიუპოსტს“ განუცხადა, მი-8 ტიპის ვერტმფრენი დისევის სამხედრო ბაზიდან აფრინდა და სოფელ ნიქოზს გადუფრინა. კასრაძე ამბობს, რომ ბოლო დროს, რუსეთის მხრიდან, საჰერო სივრცის დარღვევის ეს პირველი ფაქტია. “ნიუპოსტმა” აღნიშნული ფაქტი სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურში გადაამოწმა, სადაც განაცხადეს, რომ რუსული […]

მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში მეორედ დაიბარეს

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მეორედ დაიბარეს. ის ამჯერად ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერის საქმეზეა დაბარებული, რომელზეც რამდენიმე კვირის წინ სასამართლომ განაჩენი უკვე გამოიტანა.

სუსში მალხაზ მაჩალიკაშვილის გამოკითხვა დასრულდა

ხუთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა მალხაზ მაჩალიკაშვილის გამოკითხვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. მან სამართალდამცველების კითხვებს უპასუხა. მაჩალიკაშვილმა გამოკითხვის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებთან. მისი თქმით, კონკრეტული კითხვა იყო, რას გულისხმობდა 31 მაისს გაკეთებულ განცხადებაში. „თერმილანის მკვლელობის დღიდან არის უსამართლო დევნა. კონკრეტული კითხვა იყო, რას ვგულისხმობდი მაშინ ჩემს განცხადებაში. მე ვუპასუხე, რომ ეს იყო გამწარებული, შვილმოკლული მამის სიტყვები. […]

სუს-მა მალხაზ ტ. დააკავა ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში საქართველოს მოქალაქე მალხაზ ტ.-ს მიმართ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, სასამართლო განჩინების საფუძველზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, აღნიშნული პირი საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო […]

akhalitaoba.ge © 2017-2018