ჭდე: ტელეიმედი

„ქრონიკის“ წამყვანმა თამარ ჩიხლაძემ ტელეიმედი დატოვა

ტელეკომპანია „იმედი“ საინფორმაციო სასმახურის ჟურნალისტმა და „ქრონიკის“ წამყვანმა თამარ ჩიხლაძემ დატოვა. ჩიხლაძემ ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ დაწერა: „დარჩეს აქაც, როგორც სწორი გადაწყვეტილება“, – წერს ჟურნალისტი. თუ რა გახდა ჟურნალისტის მიერ ტელეკომპანიის დატოვების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. ნიუპოსტი

ტელეიმედის ოპერატორები გაიფიცნენ

არსებული ინფორმაციით, ტელეკომპანია “იმედში” ოპერატორები გაიფიცნენ. უკმაყოფილება მას შემდეგ დაიწყო, რაც თანამშრომლებს ხელფასები თითქმის გაუნახევრეს და ნაწილი ოპერატორების სამსახურიდან დაითხოვეს. არხის ხელმძღვანელობამ ოპერატორებს ტესტირება ჩაუტარა და შედეგების მიხედვით მათ ნაწილს ხელფასები შეუმცირდათ, ნაწილი კი სამსახურიდან გაუშვეს. ამ დროისთვის არხის ოპერატორები გადაღებაზე არ გავიდნენ და ისინი არხის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ნიუპოსტი

ტელეიმედის დირექტორი ლანა ბერულავა გახდა

ტელეკომპანია “იმედს” ახალი დირექტორი ჰყავს. გიორგი კალანდარიშვილი ლანა ბერულავამ შეცვალა. უცნობია რა გახდა ტელეკომპანიის ხელმძღვანელის შეცვლის მიზეზი. ლანა ბერულავა საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ასოცირებული დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა. მას დამთავრებული აქვს ბიზნეს სკოლა ლონდონში. ფლობს ბაკალავრის დიპლომს ბიზნესადმინისტრირების სფეროში – თავისუფალი უნივერსიტეტი. ასევე დამთავრებული აქვს ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი. ნიუპოსტი

ტელეკომპანია იმედის 100% ირაკლი რუხაძის საკუთრებაში გადადის – ინა გუდავაძესთან ნასყიდობის სავარაუდო ღირებულება 30 მილიონი დოლარია

HunnewellPartners-ის (ჰანიველ პარტნერსი) მმართველ პარტნიორს ირაკლი რუხაძესა და ინა გუდავაძეს შორის, ტელეკომპანია იმედისა და რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ნასყიდობაზე მოლაპარაკება დასრულდა. BMG-ის ინფორმაციით, ტელეკომპანია იმედის 100% ირაკლი რუხაძეს საკუთრებაში გადადის. რა დაუჯდა ირაკლი რუხაძეს თუ მის სხვა კომპანიას ეს ნასყიდობა უცნობია, თუმცა დაუდასტურებელი ინფორმაციით, მხარეები ნასყიდობის სავარაუდო ღირებულებად 30 მლნ დოლარს ასახელებდნენ. მიმართეს თუ არა მხარეებმა […]

მარეგულირებელმა კომისიამ რუსთავი 2 და ტელეიმედი წერილობით გააფრთხილა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და შპს „ტელეიმედი“ წერილობით გააფრთხილა. კომუნიკაციების ეროვნული კომისია აცხადებს, რომ  2017 წლის ადგილობრივი არჩევნების წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის ფარგლებში რუსთავი 2-ის და ტელეიმედის ეთერში,  წინასაარჩევნო პერიოდის მანძილზე „შენების მოძრაობა“ (”ეროვნული ფორუმი”) არცერთი წინასაარჩევნო პოლიტიკური დებატების პროგრამაში მიწვეულა არ ყოფილა. კომისიას ამ საკითხთან დაკავშირებით მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ წერილით მიმართა. “ წინასააჩევნო მედიამონიტორინგის პროცესში, კომისიას აღნიშნულ […]

თინა ხიდაშელი – ტელეიმედი მოუსავლეთისკენ მიექანება

თენგიზ შერგელაშვილის ტელეიმედზე არშეშვებას თინა ხიდაშელი ფეისბუქზე ასე გამოეხმაურა: “TV IMEDI მიწვევა თქვენი ნება იყო და ეთერში შეშვება ჩვენიო კალამ? თავბრუდამხვევი სიჩქარე გაქვთ აღებული უკან, მოუსავლეთისკენ :(“

თენგიზ შერგელაშვილი ტელეიმედზე არ შეუშვეს – “ეს პირადად კალაძის შტაბის გადაწყვეტილებაა”

გუშინ გვიან საღამოს ტელეკომპანია იმედში გაიმართა ტელედებატები თბილისის მერობის კანდიდატებს შორის. მათ შორის არ აღმოჩნდა თენგიზ შერგელაშვილი “შენების მოძრაობიდან”, რომელმაც ფეისბუქზე ეს ამბავი ასე ახსნა: “ტელეკომპანია იმედზე მიმდინარეობს მერობის კანდიდატების დებატები, რომლის ერთ-ერთი მონაწილე უნდა ვყოფილიყავი. ყველა ტექნიკური საკითხი შეთანხმებული იყო. გადაცემის დაწყებიდან ერთი საათით ადრე ტელეკომპანიამ უარი განაცხადა ჩემს დებატებში მონაწილეობაზე. დარღვეულია რამდენიმე კანონი, […]

სააკაშვილი ტელეიმედს – ”თქვენ ხართ ივანიშვილის კარის ტელევიზია! თქვენ ისეთი თავისუფლები ხართ, როგორც მე ვარ კიტრი!”

ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა და საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მატარებელში, რომლითაც ის პოლონეთის დატოვებას და უკრაინაში გამგზავრებას აპირებს, ტელეკომპანია “იმედის” კითხვებს არ უპასუხა. – ხელები გაწიეთ მე არ ველაპარაკები “იმედს”. არ მაინტერესებს. მე არ ვპასუხობ ოლიგარქების ტელევიზიის კითხვებს. მე ტელეკომპანია “იმედი” მიმაჩნია ივანიშვილის კარის ტელევიზიად, ასე რომ კარგად იყავით… მომიკითხეთ ივანიშვილი, კარგად მეყოლეთ! თქვენ ისეთი თავისუფლები ხართ, როგორც […]

ნიკა გვარამია ტელეიმედს ლანძღავს – ბოსელი იყავით თუ ტელევიზია?

ტელევიზია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში საკმაოდ სკანდალურ განცხადებას აკეთებს, გთავაზობთ ტექსტს უცვლელად: “ტელეკომპანია იმედი, დეკორატორებიც რომ მიგყავთ, აქამდე რას შვრებოდით, ტელევიზია იყავით თუ ბოსელი? და მანდ ხალხი არ მუშაობდა? თუ საკუთარი თანამშრომლები ფეხებზე გკიდიათ და ადამიანებად არ აღიქვამთ? ნამუსი კარგი საქონელია, წახვედით წაიღეთ ფორმატები, გადაიბირეთ ვიღაცეები- გავიგეთ, გმადლობთ ყველაფრისთვის და კარგად […]

ეკა ხოფერია ტელეიმედიდან წავიდა – ”კანარის კუნძულებიდან დაგემშვიდობებით”

ჟურნალისტი და საავტორო გადაცემის წამყვანი ეკა ხოფერია ტელეკომპანია „იმედიდან“ მიდის. მან ამის შესახებ ჟურნალ „სითიში“ ვრცელი განმარტება გააკეთა: – ბოლო 10 წელი სხვადასხვა ტიპის სატელევიზიო პროექტს ვაკეთებდი და მათი საერთო დახასიათება ასეთია: ეკა ხოფერიას გადაცემა. თავიდან მიჭირდა, ცოტა მივედ-მოვედებოდი, ხან პირდაპირ ეთერში გავდიოდი, ხან ჩანაწერით, ხან საინტერესო გამოდიოდა, ხანაც – ნაკლებად. თუმცა ერთი რამ იყო […]

akhalitaoba.ge © 2017-2018