ჭდე: ტორპედო

ტორპედო ევროპის ლიგის პლეი-ოფში გავიდა

ქუთაისის ტორპედომ ალბანური კუკესის ბარიერი დაძლია და ევროპა ლიგის პლეი-ოფში გავიდა. ქუთაისელებს ჯგუფურ ეტაპს მხოლოდ ერთი ბარიერი აშორებს. კუკესთან პირველი შეხვედრა ტორპედომ 5:2 მოიგო და განმეორებითი მატჩის წინ სოლიდური უპირატესობა ჰქონდა, თუმცა ტორპედოს მაინც გაუჭირდა და კინაღამ გამოეთიშა ასპარეზობას. კუკესმა 2:0 მოიგო და მათ მხოლოდ ერთი გოლი დააკლდათ შემდეგ ეტაპზე გასავლელად. აღსანიშნავია როინ კვასკვაძის კარგი […]

ჭირვეულის მორჯულება – ტორპედო-კუკეში 5:2 – ვიდეო

ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში “ტორპედომ” “კუკეში” დიდი ანგარიშით დაამარცხა – 5:2 და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად სერიოზული განაცხადი გააკეთა. საბუთების მოუწესრიგებლობის გამო სტუმართა გუნდის ზოგიერთმა ფეხბურთელმა საქართველოში შემოსასვლელი ვიზა ვერ მიიღო და ატეხეს ალბანელებმა ერთი ვაი-უშველებელი, არიქა, ქართველები გვჩაგრავენო და უეფას მიმართეს. მერე გამოაცხადეს, რომ “ტორპედოსთან” ყოველგვარ ურთიერთობას წყვეტდნენ. კიდევ კარგი არ თქვეს […]

“კუკეშის” 4 ფეხბურთელს ვიზა არ მისცეს, ალბანელები “ტორპედოს” ადანაშაულებენ

9 აგვისტოს თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის “ტორპედო” ალბანურ “კუკეშს” უნდა დაუპირისპირდეს. ცოტა ხნის წინ ალბანურმა კლუბმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც საუბარია, რომ სტამბულში საქართველოს საკონსულომ მათ ოთხ ფეხბურთელს ვიზა არ მისცა. ესენია: რეჯინალდო მოზამბიკიდან, ფატჯონ მალოკუ კოსოვოდან, ვალონ ეტემი და ედის მალიქი მაკედონიიდან. როგორც კლუბის გვერდი იუწყება, მათ […]

akhalitaoba.ge © 2017-2018