ჭდე: ტრამპი

ტრამპი – “უკეთესად ვარ, ყველას მადლობა!”

ტრამპი - "კოვიდ 19-ის ამერიკული ვაქცინა ძალიან მალე იქნება მზად"

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელსაც კოვიდ 19 აქვს, 3 საათის წინ ტვიტერში დაწერა: “ვფიქრობ, რომ უკეთესად ვარ, ყველას მადლობა, მიყვარხართ!” პრეზიდენტი უოლტერ რიდის სამხედრო ჰოსპიტალშია გადაყვანილი და მუშაობას კლინიკიდან აგრძელებს.

ტრამპი – “ჩვენ გავავრცელებთ ვაქცინას და დავასრულებთ პანდემიას”

ტრამპი - "კოვიდ 19-ის ამერიკული ვაქცინა ძალიან მალე იქნება მზად"

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვირუსის დამარცხების, ვაქცინის გავრცელებისა და ახალ ეპოქაში გადასვლის პირობას დებს. ამის შესახებ ტრამპმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ვიდეოჩართვისას განაცხადა. „ჩვენ გავავრცელებთ ვაქცინას, ჩვენ დავამარცხებთ ვირუსს, ჩვენ დავასრულებთ პანდემიას და გადავალთ უპრეცედენტო კეთილდღეობის, თანამშრომლობისა და მშვიდობის ახალ ეპოქაში“, – აღნიშნა ტრამპმა. მან აქვე, ჩინეთი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. „ჩვენ პასუხისმგებლობა უნდა […]

ბაიდენს 52% უჭერს მხარს, ტრამპს – 40%

ბაიდენს 52% უჭერს მხარს, ტრამპს - 40%

Reuters/Ipsos-ის ბოლო გამოკითხვის თანახმად, პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი ჯო ბაიდენი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს 12%-ით უსწრებს, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. კვლევის თანახმად, ჯო ბაიდენს მხარს გამოკითხულთა 52% უჭერს, დონალდ ტრამპს კი – 40%. გარდა ამისა, Reuters-ი წერს, რომ პოტენციური ამომრჩევლების 3% ხმის მიცემას სხვა კანდიდატისთვის აპირებს. 5%-ს კი ჯერჯერობით არ გადაუწყვეტია, ვის დაუჭერს მხარს საპრეზიდენტო […]

ტრამპი – “კოვიდ 19-ის ამერიკული ვაქცინა ძალიან მალე იქნება მზად”

ტრამპი - "კოვიდ 19-ის ამერიკული ვაქცინა ძალიან მალე იქნება მზად"

მსოფლიოში COVID-19-ის ვაქცინის შექმნა კვლავ აქტუალური თემაა. თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ამერიკული ეფექტური და უსაფრთხო ვაქცინა ძალიან მალე მზად იქნება. ვაქცინის წარმოება დააანონსა გერმანიამაც. “ბიოტეკისა” და “პფიზერის” თანამშრომლობით შემუშავებული ვაქცინა შესაძლოა, ოქტომბრიდან წარმოებაში ჩაეშვას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს მოუწოდებს, რომ ვაქცინა წარმოებაში მაშინ ჩაეშვას, როცა ის სრულყოფილად იქნება მზად. რუსთავი 2

ტრამპმა აშშ-ში ტიკ ტოკი აკრძალა

დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი 5 თებერვალს დასრულდება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას ტიკ ტოკის მფლობელ კომპანია ბაიტიდანსთან გარიგებების აკრძალვის შესახებ. პრეზიდენტის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ 45 დღეში ბაიტიდანსთან ყველანაირი გარიგება აიკრძალება. „აშშ-მ საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების დაცვის მიზნით ტიკ ტოკის მფლობელების წინააღმდეგ აგრესიული ქმედება უნდა განახორციელოს. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მოქმედი კომპანიების კუთვნილი და შექმნილი მობილური აპლიკაციები აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას, საგარეო პოლიტიკასა და […]

ტრამპმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების გადადება მოითხოვა

დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი 5 თებერვალს დასრულდება

ფოსტის საშუალებით ხმის მიცემით, 2020 წელს ისტორიაში ყველაზე არაზუსტი და გაყალბებული არჩევნები გვექნება, რაც დიდ უხერხულობას გამოიწვევს შეერთებულ შტატებში – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. აშშ-ის პრეზიდენტი არჩევნების გადადების ინიციატივით გამოდის. „გადავდოთ არჩევნები, ვიდრე ხალხს უსაფრთხოდ და წესების დაცვით ხმის მიცემის შესაძლებლობა არ ექნებათ?“- წერს ტრამპი. შეგახსენებთ, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების გამართვა […]

ტრამპმა სამუშაო ვიზების გაცემა 2020-ის ბოლომდე შეაჩერა

დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი 5 თებერვალს დასრულდება

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ზოგიერთი კატეგორიის სამუშაო ვიზის გაცემა 2020 წლის ბოლომდე შეაჩერა. ამ პერიოდამდე გახანგრძლივდა მწვანე ბარათზე დაწესებული შეზღუდვაც. დონალდ ტრამპის განკარგულების თანახმად, გარკვეული გამონაკლისების გარდა, დროებით აღარ გაიცემა ის ვიზები, რომლებიც სეზონურ სამუშაოზე დასაქმებულებისთვის, მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისთვის, ტექნოლოგიების სფეროში მომუშავეებისთვის, ასევე კულტურული და პროფესიული გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისაა განკუთვნილი. თეთრ სახლში აცხადებენ, რომ სამუშაო ვიზებზე დროებითი შეზღუდვა კოვიდ-19-ის […]

ცუკერბერგმა ტრამპს ფეისბუქში პოსტები და რეკლამები წაუშალა

ცუკერბერგმა ტრამპს ფეისბუქში პოსტები და რეკლამები წაუშალა

კომპანია „ფეისბუქმა“ დონალდ ტრამპის ის წინასაარჩევნო რეკლამები და პოსტები წაშალა, რომლებსაც თან ახლდა ამობრუნებული წითელი სამკუთხედი – სიმბოლო, რომელსაც ნაცისტურ გერმანიაში იყენებდნენ,– ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. „ფეისბუქის“ განმარტებით, წითელ სამკუთხედს ნაცისტები პოლიტიკური პატიმრების ამოსაცნობად იყენებდნენ და ტრამპის წინასაარჩევნო რეკლამებსა და პოსტებში აღნიშნული სიმბოლოს გამოყენება ორგანიზებული სიძულვილის მიმართ კომპანიის პოლიტიკის დარღვევას წარმოადგენს. კომპანიის ინფორმაციით, თანდართული ტექსტი […]

ტრამპი – “პოლიციის გარეშე ქაოსი იქნება, კანონის გარეშე – ანარქია” – პრეზიდენტმა პოლიციის რეფორმას ხელი მოაწერა

ტრამპი - "პოლიციის გარეშე ქაოსი იქნება, კანონის გარეშე - ანარქია" - პრეზიდენტმა პოლიციის რეფორმას ხელი მოაწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, აღმასრულებელ განკარგულებას პოლიციის რეფორმის შესახებ ხელი მოაწერა. ბრძანება ითვალისწინებს სამართალდამცავების მიერ არასათანადო ქმედებების აღრიცხვას და მათი საქმიანობის ეფექტურობის ამაღლებას. პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამოსვლის დროს განაცხადა, რომ განკარგულების თანახმად, პოლიციელებს „მახრჩობელა ილეთების“ გამოყენება ეკრძალებათ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პოლიციის ოფიცრის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. „ამერიკელებმა იციან სიმართლე: პოლიციის გარეშე ქაოსი იქნება, კანონის გარეშე – […]

ტრამპი – “კოვიდ 19-ის ვაქცინაზე უახლოეს დღეებში პოზიტიური სიურპრიზი გელით”

დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი 5 თებერვალს დასრულდება

დონალდ ტრამპის განცხადებით, უახლოეს დღეებში კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით პოზიტიური სიურპრიზი გახდება ცნობილი. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. „გუშინ მქონდა შეხვედრა ვაქცინებთან დაკავშირებით და ჩვენ ძალიან კარგი, საოცარი დინამიკა გვაქვს ამ მიმართულებით. ვფიქრობ, უახლოეს ხანში პოზიტიური სიურპრიზი გელით. ასევე ძალიან კარგი, საოცარი ტემპით მიმდინარეობს მედიკამენტებზე მუშაობა. ფაქტობრივად, ჩვენ გვაქვს ტრანსპორტირებისთვის მომზადებული […]