ჭდე: ფოთი

ფოთში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ფოთში, ათონელის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლი დაიწვა. შემთხვევის შედეგად დამწვარია საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა. საგანეგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან გაუფრთხილებლობით განადგურებას გულისხმობს.

ფოთში ახალი ბულვარი მოეწყობა

წელს, ზაფხულის სეზონს ფოთის ზღვისპირა ზოლი განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება. როგორც bm.ge-ს ფოთის მერიაში განუცხადეს, მალთაყვის სანაპირო ზოლზე უკვე აშენდა 3 კილომეტრი სიგრძის ბულვარი. ამ ეტაპზე კი სანაპირო ზოლის მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს, რაც გულისხმობს კომუნიკაციების გაყვანას, ვეიკპარკის მოწყობას და სხვა სამუშაოებს. როგორც მერიაში აცხადებენ, ბულვარის სიგრძე 800 მეტრით გაგრძელდება. მეორე ეტაპის სამუშაოების ღირებულება 2 654  […]

”კროტი” ტკბილეულის ნაცვლად – რატომ მოიწამლა ფოთში 2 ბავშვი

ფოთში საყოფაცხოვრებო ქიმიით მოწამლული ორი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა. ბავშვებს დამწვარი  აქვთ შინაგანი ორგანოები. ორივე არასრულწლოვანმა, რომლებიც ერთმანეთს არ იცნობდნენ, კანალიზაციის გამწმენდი ქიმიური საშუალება მაღაზიაში, როგორ ტკბილეული, ისე იყიდა და მიიღო. ორივე დაშავებული იაშვილის კლინიკაშია მოთავსებული. გამოძიება ადგენს, როგორ მოხვდა მათ ხელში საშიში ქიმიური ნივთიერება. “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, იაშვილის კლინიკის თანამშრომლები საგამოძიებო სამსახურებმა უკვე გამოკითხეს. იაშვილის ექიმის, […]

“სიმწრისგან კივილი დაიწყო…” – ფოთში 6 წლის გოგონას გამყიდველმა ტკბილეულის ნაცვლად მჟავა მისცა

ფოთში 6 წლის გოგონამ ტკბილეულის ნაცვლად, მილების გასაწმენდი, ქიმიური ნივთიერება “კროტი” მიიღო. პატარა გოგონა თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, მას პირის ღრუს მძიმე დაზიანება აქვს. თვითმხილველების ინფორმაციით, ბებიამ შვილიშვილისთვის კანფეტის ნაცვლად, ეს ნივთიერება სახლთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში შეიძინა. სავარაუდოდ, გამყიდველს შეფუთვა შეეშალა. – კივილი დაიწყო სიმწრისგან, ესაა მჟავა მილების გასაწმენდად, ბებიას შეეშალა თუ მაღაზიის გამიდველს. […]

ცოლის მკვლელობისთვის ფოთელ მამაკაცს 13 წელი მიუსაჯეს

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ვ.რ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,108-ე მუხლით. სასამართლო  პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 4 ივლისს,  დაახლოებით 11:30 საათზე, ქალაქ ფოთში, მისსავე საცხოვრებელ ბინაში, ვ.რ.-მ კონფლიქტის დროს, მეუღლეს – ზ.შ.-ს დანით  გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად […]

ფოთში, დუმბაძის ქუჩაზე, ხანძარს ხანდაზმული კაცი ემსხვერპლა

ფოთში, დუმბაძის ქუჩაზე ხანძარს ხანდაზმული კაცი ემსხვერპლა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, გარდაცვლილი 72 წლის მამაკაცია. „სახანძრო სამაშველო ბრიგადები ადგილზე იყვნენ სამ წუთში და 8 წუთში ხანძარი უკვე ლოკალიზებული იყო. მათ 72 წლის მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ“, – აღნიშნეს სააგენტოში. სახლში ამ დროს კიდევ ერთი პირი იმყოფებოდა, რომელსაც ექიმებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. შს სამინისტროს ცნობით, […]

ფოთში ლუკოილის სადგური გაძარცვეს

ყაჩაღური თავდასხმა მოხდა ფოთში. ნიუპოსტის ცნობით, ნიღბიანმა შეიარაღებულმა მძარცველებმა “ლუკოილის” ბენზინგასამართი სადგურიდან სალაროში არსებული თანხა წაიღეს. ბენზინგასამართი სადგურის ხელმძღვანელობა თანხის ოდენობას ჯერჯერობით არ ასაჯაროებს. შსს-ს ცნობით, გამოძიება 79-ე, ყაჩაღობის, მუხლით მიმდინარეობს.

ფოთში ავარიას 33 წლის ქალი ემსხვერლა

ფოთში კლდიაშვილისა და გორგასალის ქუჩების კვეთაზე, ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, 33 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც “პირველს” შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალებების დარღვევით ექსპლუატაციას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ფოთში ზღვამ 54 წლის ნაზი მარშავას ცხედარი გამორიყა

ფოთში ზღვამ 54 წლის ნაზი მარშავას ცხედარი გამორიყა. შსს-ს ინფორმაციით, ცხედარი სანაპირო ზოლზე სამართალდამცველებმა იპოვეს. ნაზი მარშავა სახლიდან 26 დეკემბერს გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს. იგი მარტოხელა იყო და ტაბიძის ქუჩაზე, დევნილთა დასახლებაში ცხოვრობდა. მეზობლების ინფორმაციით, ნაზი მარშავას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. ფაქტთან დაკავშირებით ინტენსიური სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა. იმედინიუსი

ფოთში ფეხბურთის მსაჯი ილო ტუღუში გარდაცვლილი იპოვეს

მალთაყვაში, ზღვის პირას მდებარე ნაძვნარში, ფეხბურთის მსაჯი ილო ტუღუში გარდაცვლილი იპოვეს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვლილი ლანჩხუთის ერთ-ერთ სოფელში, ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. ილო ტუღუში მსაჯობდა როგორც ეროვნულ მატჩებზე, ასევე მთავარ ლიგაში.

akhalitaoba.ge © 2017-2018