ჭდე: ქართული მარში

ქართულმა მარშმა სასამართლოზე “მამაო ჩვენო” ჯგუფურად წარმოთქვა

ქართულმა მარშმა სასამართლოზე "მამაო ჩვენო" ჯგუფურად წარმოთქვა

საქალაქო სასამართლოში, სადაც “ქართული მარშის” წევრების, დაკავებული 6 პირის აღმკვეთ ღონისძიებაზე დაიწყო მსჯელობა, მოსამართლის დარბაზში გამოჩენისას ბრალდებულებმა დარბაზში ლოცვა დაიწყეს. “მამაო ჩვენო” დაკავებულებმა და მოძრაობის სხვა წევრებმა ერთად წარმოთქვეს. საქალაქო სასამართლოში რუსთავი 2- თან გამართულ აქციაზე დაკავებული 5 პირის სასამართლო აღმკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. ამავე საქმეზე გუშინ კიდევ ერთი პირი დააკავეს. გამოძიება დაკავებულებს 239-ე მუხლის […]

თავდასხმა რუსთავი 2-ზე – “ქართული მარშის” წევრებს ბრალი დაუმძიმდათ

თავდასხმა რუსთავი 2-ზე - "ქართული მარშის" წევრებს ბრალი დაუმძიმდათ

“რუსთავი 2”-ის თანამშრომლებზე განხორციელებული თავდასხმის გამო დაკავებულ “ქართული მარშის” წევრებს ბრალი დაუმძიმდათ. ხუთივე დაკავებულის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის სამი მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას, სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას და წინასწარ შეთანხმებით ჯგუფურ ხულიგნობას გულისხმობს. სამივე მუხლი სასჯელის სახით პატიმრობას ითვალისწინებს. ერთ-ერთ დაკავებულ გიორგი ონიანს კი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის გარდა, ედავება სისხლის სამართლის კოდექსის […]

ადვოკატი: სანდრო ბრეგაძეს კლინიკის დატოვების შემდეგ დააკავებენ

ადვოკატი: სანდრო ბრეგაძეს კლინიკის დატოვების შემდეგ დააკავებენ

“ქართული მარშის” დაკავებული წევრების ადვოკატი ცირა ჯავახიშვილი ამბობს, რომ სანდრო ბრეგაძეს კლინიკის დატოვების შემდეგ დააკავებენ. მისი ინფორმაციით, ღუდუშაურის საავადმყოფოში ბრეგაძის კაბინეტთან დაცვაა მობილიზებული. ადვოკატის თქმით, ბრეგაძე გუშინ იმის გამო ვერ დააკავეს, რომ ის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვისას შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების მანქანით კლინიკაში გადაიყვანეს. ჯავახიშვილი ამბობს, რომ ბრეგაძე სასტიკად აწამეს, რადგან დაკითხვის ოთახში უჰაერობა იყო […]

მამა იერონიმე ,,ქართულ მარშზე”: ,,ეს იყო ანტიქრისტიანული ბრბო, რომელშიც, ქრისტეს გარდა, ყველაფერი დავინახე”

მამა იერონიმე ,,ქართულ მარშზე”: ,,ეს იყო ანტიქრისტიანული ბრბო, რომელშიც, ქრისტეს გარდა, ყველაფერი დავინახე”

“ქართული მარშის” მხრიდან “რუსთავი 2″-ზე განხორციელებულ თავდასხმას ათონის მთაზე მოღვაწე ბერი მამა იერონიმე ეხმაურება. ,,ბატონმა გიორგი გაბუნიამ ნამდვილად დაუშვა შეცდომა, როცა ირონიულად წარმოთქვა გადაცემაში, ის რაც თქვა, რადგან მან წინასწარ იცოდა, რომ იესო ქრისტეს სახელი ქართულ საზოგადოებაში არის ძალზედ სენსიტიური და მის დამაკნინებელ კონტექსტში მოხსენიებას აუცილებლად მოჰყვებოდა უარყოფითი დამოკიდებულება, ამიტომ მიზანმიმართულ პროვოკაციულ განცხადებად მივიჩნევ მის […]

“თავდასხმა მიუღებელია, არავინ არ უნდა დარჩეს დაუსჯელი” – წულუკიანი “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებზე განხორციელებულ თავდასხმაზე

თეა წულუკიანი: "აფგან მუხთარლის საქმის გამოძიება ქვეყნის პრესტიჟის საქმეა"

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტებზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ადამიანებზეც ვინც არ უნდა იყოს, თავდასხმა მიუღებელია. „ყველა იმ ადამიანს, ვინც არის ერთგული ელემენტარული პრინციპებისა, რომელსაც ეფუძნება დემოკრატიული საზოგადოება და სახელმწიფოებრიობა. ჩემი მიდგომა არის მარტივი და მე ვფიქრობ ასეთი მიდგომა აქვს ყველა იმ ადამიანს, ვინც არის ერთგული ელემენტარული პრინციპებისა, რომელსაც ეფუძნება დემოკრატიული […]

„ქართული მარშის“ დაკავებული წევრებიდან 1 ხელწერილით გაათავისუფლეს, 2 საავადმყოფოშია, 3-ის პროცესი კი დღეს გაიმართება

პანკისში სპეცოპერაციისას დაკავებულ ზურაბ გორნაკაშვილს პატიმრობა შეეფარდა

“ქართული მარშის” წევრები ლადო სადღობელაშვილი და ირაკლი დოლენჯაშვილი საავადმყოფოში არიან მოთავსებული. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” “ქართული მარშის” პრესსამსახურში განუცხადეს. “ქართული მარშის” ინფორმაციით, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან მომხდარი დაპირისპირების შედეგად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით სულ 6 პირი დააკავეს, აქედან მიხეილ ამისულაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ხელწერილით არის გათავისუფლებული, ლადო სადღობელაშვილი და ირაკლი დოლენჯაშვილი საავადმყოფოში გადიან მკურნალობას, ხოლო 3 პირის სასამართლო […]

შსს-მ რუსთავი 2-ის ეზოში ”ქართული მარშის” 6 წევრი დააკავა

”ქართულმა მარშმა” გიორგი გაბუნიას მანქანა დაუმტვრია და მას რუსთავი 2-ში არ უშვებს - პოლიციამ ტელეკომპანიის ეზოში 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტელეკომპანია „რუსთავი-2“-თან მომხდარი დაპირისპირების დროს პოლიციამ 6 პირი დააკავა. მათივე ცნობით, ადგილზე სამართალდამცავები კვლავ რჩებიან. “ტელეკომპანია „რუსთავი-2“-თან მომხდარი დაპირისპირების დროს პოლიციამ 6 პირი დააკავა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავებული არიან საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მარშის“ აქტივისტები. თბილისში, სანდრო ეულის ქუჩაზე, ტელეკომპანიის შენობის წინ, საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მარშის“ აქტივისტები შეიკრიბნენ […]

”ქართულმა მარშმა” გიორგი გაბუნიას მანქანა დაუმტვრია და მას რუსთავი 2-ში არ უშვებს – პოლიციამ ტელეკომპანიის ეზოში 3 პირი დააკავა

”ქართულმა მარშმა” გიორგი გაბუნიას მანქანა დაუმტვრია და მას რუსთავი 2-ში არ უშვებს - პოლიციამ ტელეკომპანიის ეზოში 3 პირი დააკავა

„რუსთავი2“- თან სამართალდამცავები არიან მობილიზებული. ე.წ „ქართული მარში“ რ2-ის გადაცემა „არჩევანის“ წამყვანს ტელეკომპანიის ეზოში შესვლის საშუალებას არ აძლევდა და მას გზა გადაუკეტეს. ქართული მარშის წარმომადგენლები გიორგი გაბუნიასგან ბოდიშის მოხდას ითხოვდნენ იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც მან „არჩევანის“ ეთერში გააკეთა. მათი თქმით, გიორგი გაბუნიამ მკრეხელური განცხადება გააკეთა და მათი რელიგიური გრძნობები შეურაცხყო. შენობასთან შეკრებილმა ლადო სადღობელაშვილმა და […]

სანდრო ბრეგაძე – ქართული მარში უნდა დაიშალოს

სანდრო ბრეგაძე: ”ტრანსგენდერების კონკურსი საქართველოში აღარ ჩატარდება”

ქართული მარშის ერთ-ერთი ლიდერი, სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ მოძრაობა უნდა დაიშალოს. როგორც მან imedinews-ს განუცხადა, ის ამ საკითხს დააყენებს და თუ სხვები არ გაიზიარებენ ამ მოსაზრებას, ის თავად დატოვებს მარშს. “ჩემი აზრით, საზოგადოება, რომელიც იმსახურებს ბოკერიას, გვარამიას, რესპუბლიკურ პარტიას და მსგავსებს, არ იმსახურებს “ქართულ მარშს“, ამიტომაც ის უნდა დაიშალოს. აზრს ვერ ვხედავ მან გააგრძელოს ფუნქციონირება. მე […]

ხმაური ქუთაისის „ტორპედოს“ სტადიონთან – „ქართული მარშის“ წევრები სტადიონზე შეჭრას ცდილობდნენ

ხმაური ქუთაისის „ტორპედოს“ სტადიონთან - „ქართული მარშის“ წევრები სტადიონზე შეჭრას ცდილობდნენ

ცოტა ხნის წინ ხმაური იყო ქუთაისში „ტორპედოს“ სტადიონთან – „ქართული მარშის“ წევრები სტადიონთან იყვნენ მობილიზებულები. ქართული მარშის მომხრეები ქუთაისის სტადიონზე რამდენიმე წუთის განმავლობაში იმყოფებოდნენ. მათ სამართალდამცავები სტადიონზე შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ და ამ არეულობაში ადგილობრივი გულშემატკივარიც ჭყლეტაში მოხვდა. ქართული მარშის წევრებმა ლგბტ პირთა სიმბოლიკა დაწვეს. სტადიონზე დაახლებით 10 წუთის განმავლობაში იმყოფებოდნენ და ლგბტ პირთა წინააღმდეგ […]