ჭდე: შეხვედრა

კიმი და ტრამპი ერთმანეთს შეხვდნენ

სინგაპურში კუნძულ სენტოსაზე ისტორიული შეხვედრა შედგა. სასტუმრო კაპელაში ადგილობრივი დროით დილის 09:00 საათზე ერთმანეთს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი შეხვდნენ. დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის პირისპირ შეხვედრა დაახლოებით 50 წუთი გაგრძელდა. ჩრდილოეთ კორეის ლიდერის თქმით, მათ დაბრკოლებები უკვე გადალახეს და შეხვედრა შეძლეს, ოპტიმისტურადაა განწყობილი და მოლაპარაკების წარმატებაში დარწმუნებულია დონალდ ტრამპიც.

”ოცნების” ოფისში ივანიშვილი უმრავლესობას შეხვდა – სხდომაზე ძირითადად ”ძველები” იყვნენ

„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა დასრულდა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ პოლიტიკაში დაბრუნებული ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. როგორც “ქართული ოცნების” წევრები აცხადებენ, შეხვედრის მთავარი თემა ყრილობისთვის სამზადისი იყო, ასევე მათი თქმით საუბარი იყო პარტიის განვითარებაზე, სამომავლო გეგმებსა და გამოწვევებზე. უმრავლესობის სხდომას, ივანიშვილის გარდა, გიორგი კვირიკაშვილი, ეკა ბესელია, დავით ჭიჭინაძე, შოთა ხაბარელი, ნუკრი ქანთარია და “ქართული ოცნების” […]

ამსტერდამში ქართული ოპოზიციის სააკაშვილთან შეხვედრა დაიწყო

ოპოზიცია დიდი პოლიტიკური კოალიციისთვის ემზადება – პარტიების ლიდერები ამსტერდამში მიხეილ სააკაშვილს ხვდებიან. სააკაშვილთან შეხვედრაზე იმყოფებიან ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია და პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვარშალომიძე. ამსტერდამის შეხვედრას ოპოზიციიდან ესწრებიან – ეროვნლ-დემოკრატიული პარტის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა, ევროპელი დემოკრატების ლიდერი პაატა დავითაია, ,,ახალი საქართველოს“ პოლიტიკური მდივანი პაატა მანჯგალაძე, სახელმწიფო ხალხისთვის თავმჯდომარე ნიკა მაჭუტაძე, სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის […]

მარგველაშვილი – ”მე და პუტინი ხომ არ ვართ საველე მეთაურები ავტომატებით ხელში…”

შეხვდება თუ არა მარგველაშილი პუტინს, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა საქართველოს პრეზიდენტს გადაცემა „პოლიტმეტრში“ მოუწია. გიორგი მარგველაშვილის თქმით, იმისთვის, რომ შეხვედრა შედგეს უნდა მომზადდეს საკითხები, რომელზეც ქვეყნების ლიდერები იმსჯელებენ, თუმცა ამ საკითხთა სიის შეთანხმების საქმე წინ არ მიდის, შესაბამისად პრეზიდენტი ამ შეხვედრის პერსპექტივასაც ვერ ხედავს. – მე ყოველთვის ვაფიქსირებდი პოზიციას, რომ შეხვედრას აქვს აზრი, თუ ჩვენ […]

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი ირაკლი შოთაძეს ხვალ თბილისში შეხვდება – ”მოვითხოვთ, ჩემს შვილს მოაშორონ დამნაშავის სტატუსი”

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი თანახმაა მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს ხვალ, თბილისში შეხვდეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ განუცხადა. – ხვალ ჩავალთ თბილისში და შევხვდებით შოთაძეს, რადგან მხოლოდ ოჯახთან უნდა შეხვედრა და სხვა გარეშე პირებთან არა. ჩვენთან ერთად იქნება ადვოკატიც. გვაქვს ბევრი კითხვა და იმედია, პასუხებს მივიღებთ, თუმცა კარგი იქნებოდა ხეობაში მომხდარიყო […]

ირაკლი ქადაგიშვილი – ”ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების ჩატაევსა და მის დაჯგუფებასთან კავშირი ცალსახად იკვეთებოდა”

სპეცოპერაციის მიზანი იყო ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების დაკავება, რომელთა ჩატაევთან და მის დაჯგუფებასთან კავშირიც ცალსახად იკვეთებოდა, – ამის შესახებ კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს პანკისის ხეობის უხუცესებსა და ადგილობრივებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. ერთსაათიანი დახურული შეხვედრის შემდეგ, რომელზეც საუბარი ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე იყო, კომენტარი უხუცესებს არ გაუკეთებიათ. მედიასთან კომენტარი გააკეთა კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა. – ეს […]

კახა კალაძე პატრიარქს შეხვდა

თბილისის მერი კახა კალაძე, მეუღლესთან და შვილებთან ერთად, დღეს უწმინდესსა და უნეტარეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს საპატრიარქოში ესტუმრა. “ქართული ოცნების” პრესსამსახურის ინფორმაციით, უწმინდესმა კახა კალაძე და მისი ოჯახის წევრები დალოცა, ქალაქის მერს არჩევნებში გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და ახალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. კახა კალაძემ საქართველოს პატრიარქს თბილისის განვითარებასთან დაკავშირებით დაგეგმილი პროექტები გააცნო. შეხვედრის დასასრულს […]

akhalitaoba.ge © 2017-2018