ჭდე: ჩინეთი

ჩინეთში 6 ბალიანი მიწისძვრა მოხდა

ჩინეთში 6 ბალიანი მიწისძვრა მოხდა

ჩინეთში, სიჩუანის პროვინციაში, ქალაქ ლუჟოუს ლუსიანის მუნიციპალიტეტში 6.0-ბალიანი მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა მინიმუმ 2 და დაშავდა 3 ადამიანი, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მიწისძვრამ, რომელიც ადგილობრივი დროით დილის 4:33 საათზე მოხდა, რამდენიმე სახლი დაანგრია. მიწისძვრა 10 კილომეტრ სიღრმეში დაფიქსირდა. დაზარალებულ ტერიტორიებზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. იპნ

ჩინეთში ფრინველის გრიპის H10N3 შტამით ადამიანის დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა

ჩინეთში ფრინველის გრიპის H10N3 შტამით ადამიანის დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა

ჩინეთის აღმოსავლეთ პროვინცია ჯიანგსუში ფრინველის გრიპის H10N3 შტამით ადამიანის დაინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ჩინეთის ჯანდაცვის კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, 41 წლის მამაკაცი, მაღალი ტემპერატურითა და გრიპის სხვა სიმპტომებით, საავადმყოფოში მაისის ბოლოს გადაიყვანეს. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია და საავადმყოფოდან უახლოეს მომავალში გაწერენ. უცნობია, როგორ დაინფიცირდა პაციენტი. ვირუსი მისი ახლო კონტაქტებიდან, ჯერჯერობით, […]

კონტროლიდან გამოსული 22 ტონიანი ჩინური რაკეტა დედამიწას უახლოვდება

კონტროლიდან გამოსული 22 ტონიანი ჩინური რაკეტა დედამიწას უახლოვდება

პენტაგონი 22-ტონიან ჩინურ რაკეტას, რომელიც კონტროლიდან გამოსულია, თვალს ადევნებს. ის დედამიწას უახლოვდება და შესაძლოა მისი ნამსხვრევები ამ კვირის ბოლოს ჩამოვარდეს. მიუხედავად იმისა, რომ დედამიწის ატმოსფეროში შემოსვლისას ნამსხვრევების უმეტესობა დაიწვება, შეშფოთებას რაკეტის ზომა იწვევს. ის სიგრძეში დაახლოებით 30 მეტრია და კოსმოსში 29 000 კილომეტრი საათში სიჩქარით გადაადგილდება. სპეციალისტები აცხადებენ, რომ პროცესი სახიფათო არ არის და რისკი […]

ჩინეთში ახალი ვირუსი აღმოაჩინეს, რომელიც ახალი პანდემიის წყარო შეიძლება გახდეს

ჩინეთში ახალი ვირუსი აღმოაჩინეს, რომელიც ახალი პანდემიის წყარო შეიძლება გახდეს

ჩინეთში მეცნიერებმა აღმოაჩინეს ახალი ტიპის ვირუსი, რომელსაც პანდემიის განვითარების პოტენციალი აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მეცნიერების ინფორმაციით, ვირუსის მატარებელი ღორები არიან, თუმცა ვირუსს შეუძლია ადამიანის დაინფიცირებაც. მკვლევარები შიშობენ, რომ ვირუსმა შეიძლება, მუტაცია განიცადოს, ადვილად გავრცელდეს ადამიანიდან ადამიანზე და გამოიწვიოს გლობალური დაავადება. მეცნიერების განცხადებით, მას “ყველა ნიშანი” აქვს, რომ ადაპტირდეს და ადამიანებზე გავრცელდეს. რადგან ვირუსი […]

ჩინეთში მდინარეში 8 ბავშვი დაიღუპა

ჩინეთში მდინარეში 8 ბავშვი დაიღუპა

ჩინეთში, მდინარეში ჩავარდნილი მეგობრის ამოყვანის მცდელობისას 7 მოზარდი დაიღუპა. უბედური შემთხვევა სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ ჩუნცინთან ახლოს, ადგილობრივი დროით 4-ის ნახევარზე მოხდა. დაღუპულები 10-დან 12 წლამდე ბავშვები არიან.მოხდა. ბავშვები სიჩუანის პროვინციიდან ადგილობრივი დაწყებითი სკოლის მოსწავლეები იყვნენ. მოსწავლეები მდინარე ფუძიანის სანაპიროზე, კაშხალთან ახლოს თამაშობდნენ, როდესაც ერთ-ერთი მათგანი მდინარეში ჩავარდა, დანარჩენები კი მის საშველად გადახტნენ, თუმცა ყველა მათგანი დაიღუპა. […]

თბილისში ჩინეთის მოქალაქის ცხედარი იპოვეს – რა მოხდა ჯანაშიას ქუჩაზე

თბილისში ჩინეთის მოქალაქის ცხედარი იპოვეს - რა მოხდა ჯანაშიას ქუჩაზე

თბილისში, ჯანაშიას ქუჩაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის ცხედარი იოივეს. ჩინეთის მოქალაქე 40 წლამდეა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. როგორც ირკვევა, მოქალაქე ბინაში მარტო არ იმყოფებოდა. ბინის ქართველი მეპატრონე ადგილზე რამდენიმე წუთის წინ მივიდა. ადგილზე მიიყვანეს თარჯიმნებიც.

ჩინეთი – “ახალი პრეპარატი კოვიდ 19-ის პანდემიას ვაქცინის გარეშე შეაჩერებს”

"აპრილში კორონავირუსის ვაქცინა შეიძლება მზად იყოს" - ჩინეთის ჯანდაცვის კომისიის განცხადება

ჩინელი მეცნიერები ახალ პრეპარატზე მუშაობენ, რომელიც მათ ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიას ვაქცინის გარეშე შეაჩერებს. ინფორმაციას „ფრანს 24“ ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, პრეპარატის გამოცდა უკვე მოხდა პეკინის უნივერსიტეტში და მან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების პერიოდი არა მხოლოდ მნიშვნელოვნად შეამცირა, არამედ ორგანიზმში იმუნიტეტიც დატოვა. „როდესაც ინფიცირებულ თაგვებში გამანეიტრალებელი ანტისხეულები შეგვაქვს, ხუთი დღის შემდეგ ვირუსული დატვირთვა მცირდება 2.500 ფაქტორით. ეს ნიშნავს, რომ ამ […]

მალავს თუ არა ჩინეთი კოვიდ 19-თან დაკავშირებულ მონაცემებს

"აპრილში კორონავირუსის ვაქცინა შეიძლება მზად იყოს" - ჩინეთის ჯანდაცვის კომისიის განცხადება

ამ ბოლო დროს დასავლეთი ჩინეთს სულ უფრო მძიმე ბრალდებებს უყენებს, რომელთა მთავარი აზრი ისაა, რომ ჩინეთი მალავს კოვიდ 19-ის შესახებ მონაცემებს, ანუ აჩვენებს გაცილებით ნაკლებ ციფრებს, ვიდრე რეალურად არის. ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კოვიდ 19-ით სულ 82.747 ადამიანი დაინფიცირდა. მათგან ამ დროისთვის განიკურნა 77.084 ადამიანი, გარდაიცვალა 4.632 ადამიანი. ეს ციფრები გაცილებით ნაკლებია ევროპის წამყვანი ქვეყნების, იტალიის, […]

გერმანიამ ჩინეთს კოვიდ 19-ის გამო 130 მილიარდი ევრო მოსთხოვა

გერმანიამ ჩინეთს კოვიდ 19-ის გამო 130 მილიარდი ევრო მოსთხოვა

კორონავირუსის პანდემიისგან მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით გერმანიამ ჩინეთს 130 მილიარდი ევროს ანაზღაურება მოსთხოვა. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა “ექსპრესი” ავრცელებს. გამოცემის ცნობით, გერმანია კიდევ ერთი სახელმწიფოა, რომელმაც დიდი ბრიტანეთის, აშშ-ისა და საფრანგეთის შემდეგ კოვიდ 19-ის პანდემიის გამო პირდაპირი იერიში ჩინეთზე მიიტანა. იპნ

აშშ-მა ყველაფერი უნდა ახსნას! – ჩინეთის საგარეო უწყება CoVid-19-ის წარმოშობაზე

აშშ-მა ყველაფერი უნდა ახსნას! – ჩინეთის საგარეო უწყება CoVid-19-ის წარმოშობაზე

ახალი კორონავირუსის ინფექცია ჩინეთის ქალაქ უხანში ამერიკელ სამხედროებს შეიძლება შეეტანათ, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჩაო ლიციანმა საკუთარ „ტვიტერზე“ დაწერა. მან გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი რობერტ რედფილდი კონგრესში სიტყვით გამოდის. ვიდეოზე რედფილდი აღიარებს, რომ ზოგიერთ ამერიკელს, რომელიც ეგონათ, რომ გრიპისგან დაიღუპნენ, სიკვდილის შემდეგ კორონავირუსი აღმოუჩინეს. „როდის გაჩნდა […]