ჭდე: ჩხუბი

ჩხუბი კოჯრის სამხედრო ნაწილში – დაჭრილია 4 ჯარისკაცი

კოჯრის სამხედრო ნაწილში ჯარისკაცები დაჭრეს – ინფორმაციას “კურიერი” სამხედრო ნაწილიდან ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. “კურიერს” წყარო უყვება, რომ დაჭრას წინ სიტყვიერი შელაპარაკება უძღოდა. სავარაუდოდ, ჯარისკაცს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. კოჯრის სამხედრო ნაწილში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პირველ კომენტარს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ბერბერაშვილი აკეთებს. პოლკოვნიკი აცხადებს, რომ სამხედროებს შორის ფიზიკური […]

ჭიათურის მერმა პაატა ნადირაძემ რესტორანში მოქალაქე ცემა

ჭიათურის მერს პაატა ნადირაძეს და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა მაღალი თანამდებობის პირებს პოლიცია ძალადობაში ადანაშაულებს. საგამოძიებო ორგანოს ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ჭიათურის ერთ-ერთ რესტორანში ორი სუფრის წევრებს შორის ჩხუბი მოხდა, რომელშიც ჭიათურის მოქმედი მერი პაატა ნადირაძე მონაწილეობდა. შსს-ის ცნობით, მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისმხობს. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით 2-დან 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. […]

ვაკის პარკში ფეხბურთის ქომაგებმა იჩხუბეს – დააკავეს 3 ადამიანი

ვაკის პარკში პოლიციამ სამი პირი დააკავა. როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ადმინისტრაციული წესით სამი ადამიანია დაკავებული, რომლებიც ფეხბურთის ქომაგები არიან. უწყების განმარტებით, დაპირისპირება სწორედ ფეხბურთის გულშემატკივრებს შორის მოხდა. “დაკავებულია სამი მოქალაქე ადმინისტრაციული წესით, 166- და 173- მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის კანონიერი მოწოდების დაუმორჩილებლობას გულისხმობს”,- განაცხადეს შსს-ში. უწყების ინფორმაციით, დაკავებულები პოლიციის განყოფილებაში რჩებიან. […]

კაფე “ამბავში” ჩხუბი მოხდა – 6 კაცი გაიქცა

ტაბიძის ქუჩაზე მდებარე კაფე „ამბავში“ დაცვის წევრებსა და ნასვამ მოქალაქეებს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.  გავრცელდა ინფორმაცია გასროლის შესახებ, მაგრამ კაფის თანამშრომელი ამ ინფორმაციას ვერ ადასტურებს. როგორც თვითმხილველმა imedinews-თან საუბარში განაცხადა, ჩხუბში მონაწილე დაახლებით 5-6 ადამიანი სხვადასხვა მიმართულებით გაიქცა და მათ პოლიცია დაედევნა, თუმცა არ აქვს ინფორმაცია დაიჭირეს თუ არა ისინი.

ფონიჭალაში მოსახლეობას და პატრულს შორის ჩხუბი ატყდა – დაკავებულია 1 პირი – ვიდეო

ქვემო ფონიჭალაში ადგილობრივ მოსახლეობასა და საპატრულო პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, როდესაც სამართალდამცავებმა ავტომობილი გააჩერეს, რომელსაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი მართავდა. სამართალდამცავებმა დამრღვევი მძღოლი დააჯარიმეს, მას მოუწოდეს რომ გადმოსულიყო მანქანიდან და სახლში სხვა ავტომობილით წასულიყო რასაც დაპირისპირება მოჰყვა. ადგილზე მალევე შეგროვდნენ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები, პოლოციასა და მათ შორის საუბარი კამათში გადაიზარდა […]

ჩხუბი 207-ე სკოლაში – დაშავებული მე-11 კლასელი საავადმყოფოში გადაიყვანეს

თბილისში, სანზონაში რაიონში მდებარე 207-ე საჯარო სკოლაში მეთერთმეტე კლასელებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, ერთი მოსწავლე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს. მოზარდებმა კამათი დავალების გადაწერის გამო დაიწყეს, რომელიც მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. თვითმხილველთა განცხადებით, მოზარდები არ დაემორჩილნენ მანდატურთა გაფრთხილებას, რის გამოც ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოცხადდა. მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას მცირეოდენი დაზიანებები სახის მიდამოებში […]

24-ე სკოლასთან მოსწავლეებმა მოქალაქესთან იჩხუბეს – დირექტორმა ინციდენტის ადგილზე დანა ნახა

– 24-ე სკოლასთან მომხდარ ინციდენტში ამავე სკოლის ორი მოსწავლე მონაწილეობდა და ახლა ისინი გამოკითხვაზე იმყოფებიან, – ამის შესახებ 24-ე საჯარო სკოლის დირექტორმა გიორგი კაკაბაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. სკოლის დირექტორის ინფორმაციით, ის იმყოფებოდა ინციდენტის შემდეგ შემთხვევის ადგილზე და იქ დანაც დაინახა, თუმცა, ვის ეკუთვნოდა დანა, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. – საქმეში დანა ფიგურირებდა, თუმცა, როგორც […]

რუსთავში პოლიციას და სასწრაფოს თავს დაესხნენ

ცოტა ხნის წინ რუსთავში მაიაკოვსკის ქუჩაზე ინციდენტი მოხდა. არსებული ინფორმაციით #16 სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცები ჩხუბობდნენ, რის გამოც ადგილზე პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები გამოიძახეს. ადგილზე მისულ ექიმებს და პოლიციას არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პირებმა შეურაცხყოფა მიაყენეს. ერთმა პირმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილის საქარე მინა თავით ჩაამტვრია, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციელსაც, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. “ინფო […]

რესტორან “წინა ველში” ბაღდათის საკრებულოს წევრებმა იჩხუბეს – პოლიციელს თავში ჭურჭელი ჩაარტყეს

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ სარბევში რესტორან “წინა ველში” ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ბაღდათის საკრებულოს წევრებმა სხვა სუფრის წევრებთან იჩხუბეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებული მოქალაქე დაცვის პოლიციის თანამშრომელია. მას თავში მინის ჭურჭელი ჩაარტყეს. რესტორნის თანამშრომელთა თქმით, ჩხუბი ეზოში გაგრძელდა. შსს-ში აცხადებენ, რომ საქმე აღძრულია სხეულის განზრახ მსუბუქად დაზიანებით. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ინციდენტს არ უარყოფს, თუმცა, ჩხუბის მიზეზს არ ასახელებს. […]

ნაცემია სკოლა ”ლამპარის” მე-10 კლასის მოსწავლე – ნაძალადევში ჩხუბის ახალი დეტალები

თვითმხილველები ნაძალადევში სკოლის მოსწავლეებს შორის დაპირისპირების დეტალებზე საუბრობენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თვითმხილველმა განუცხადა, ნაცემია კერძო სკოლა „ლამპარის“ მე-10 კლასის მოსწავლე. მისივე თქმით, ჩხუბში, სავარაუდოდ, ამავე რაიონში მდებარე მე-12 სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. არსებული ინფორმაციით, დღევანდელ დაპირისპირებას წინ უძღოდა ახალგაზრდებს შორის რამდენიმე დღის წინ მომხდარი უთანხმოება. შსს-ში “ნიუპოსტს” განუცხადეს, რომ, პირველადი ინფორმაციით, სკოლის მოსწვლეებს შორის მოხდა ინციდენტი, რომლის […]

akhalitaoba.ge © 2017-2018