ჭდე: ჩხუბი

დმანისში აზერბაიჯანელებსა და სვანებს შორის მასობრივი ჩხუბი მოხდა

დმანისში აზერბაიჯანელებსა და სვანებს შორის მასობრივი ჩხუბი მოხდა

დაპირისპირება დმანისში – კონფლიქტი ქ. დმანისში 9 აპრილის ქუჩაზე, ადგილობრივ აზერბაიჯანულ თემსა და სვანეთიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტებს შორის, დღეს, დაახლოებით ხუთ საათზე დაიწყო. დაპირისპირება რამდენჯერმე გამწვავდა და ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ერთ-ერთი მაღაზიის სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში ჩანს ჯოხებითა და ბეისბოლის ბიტებით შეიარაღებული ახალგაზრდების ჯგუფი, სხეულის მძიმე დაზიანებები აქვს რამდენიმე მოქალაქეს, არიან სასტიკად ნაცემები, დაზიანებულია მაღაზია და ავტომობილი. ადგილობრივები […]

სტამბოლში ქართველებს და ჩეჩნებს შორის ჩხუბს 2 ადამიანი შეეწირა

სტამბოლში ქართველებს და ჩეჩნებს შორის ჩხუბს 2 ადამიანი შეეწირა

სტამბოლში ქართველებსა და ჩეჩნებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და ორი ადამიანი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ადგილზე მისულ მედიკოსებს ორი მოქალაქე გარდაცვლილი დახვდათ. დაშავებულებს შორის ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევა სტამბოლის ერთ-ერთი რესტორნის წინ მოხდა და დაპირისპირებაში 7 ადამიანი მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ დაპირისპირების კადრები ერთ-ერთმა თვითმხილველმა გადაიღო.

გურჯაანში ცოლ-ქმარს ჩხუბის დროს 8 თვის ბავშვი შემოაკვდათ

მცხეთაში 28 წლის კაცმა საკუთარი მამა და პაპა მოკლა

გურჯაანში მშობლებს კონფლიქტის დროს 8 თვის ბავშვი შემოაკვდათ. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ახლობლების ინფორმაციით, ცოლ-ქმარს შორის ჩხუბი ხშირად ხდებოდა. ამჯერად რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, უცნობია. ბავშვის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. მშობლები კი პოლიციის რაიონულ განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებიან. ტვ გურჯაანი

საბურთალოს საოლქო კომისიასთან ჩხუბია

საბურთალოს საოლქო კომისიასთან ჩხუბია

საბურთალოს საოლქო კომისიასთან ჩხუბია. ადგილზე იმყოფება “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი, რომელიც საოლქო კომისიის შენობაში შესვლას ითხოვს. თუმცა ტერიტორია საპატრულო პოლიციას აქვს გადაკეტილი. გლდანის საოლქოსთან მივიდა “ქართული ოცნების” აქტივისტი შაკო კუჭაშვილიც, რომელმაც პროვოკაცია სცადა. პოლიციამ ის ტერიტორიიდან პატრულის მანქანით გაიყვანა, თუმცა უცნობია დააკავა, თუ უბრალოდ განარიდა. ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარმომადგენლები და მხარამჭერები თბილისის მასშტაბით, საოლქო კომისიებთან აქციებს […]

“გოგი მეშველიანის ძმა შემოვარდა 50 კაცთან ერთად და ნაციონალი იუსუპოვი გაიგდეს წიხლქვეშ” – რა მოხდა ბოლნისში

"გოგი მეშველიანის ძმა შემოვარდა 50 კაცთან ერთად და ნაციონალი იუსუპოვი გაიგდეს წიხლქვეშ" - რა მოხდა ბოლნისში

ბოლნისის სოფელ ნახიდორში “ქართული ოცნების” 50-მდე მხარდამჭერი თავს დაესხა “გაერთიანებული ოპოზიციის” აქტივისტებს და მათ ფიზიკურად გაუსწორდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. თვითმხილველები ამბობენ, რომ თავდასხმას უშუალოდ ხელმძღვანელობდა ბოლნისის “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატის, გოგი მეშველიანის ძმა. მე ამ ჩაიხანის მეპატრონე ვარ. აქ იჯდა ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი არიფ იუსუპოვი. მოულოდნელად ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატ გოგი მეშველიანის ძმა გოჩა მეშველიანი […]

“ჯერ ორი სუფრის წევრებმა იჩხუბეს, მერე 20 წლის ბიჭს დანა 4-ჯერ დაარტყეს”

"ჯერ ორი სუფრის წევრებმა იჩხუბეს, მერე 20 წლის ბიჭს დანა 4-ჯერ დაარტყეს"

ქუთაისში მომხდარი სისხლიანი გარჩევის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ რესტორანში 2 სუფრის ნასვამი წევრები ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. შედეგად, 20 წლის ახალგაზრდა ცივი იარაღით დაიჭრა. მას რეფერალურ ჰოსპიტალში ორი ოპერაცია ჩაუტარდა კლინიკის ექიმის, ირაკლი გოგინავას ინფორმაციით, პაციენტს მრავლობითი ჭრილობა აქვს მიყენებული და რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. „გუშინ გვიან ღამით ახალგაზრდა […]

მასობრივი ჩხუბი და სროლა რუსთავში – მე-4 სკოლაში 40 მოსწავლე დაეტაკა ერთმანეთს – ვიდეო

მასობრივი ჩხუბი და სროლა რუსთავში - მე-4 სკოლაში 40 მოსწავლე დაეტაკა ერთმანეთს - ვიდეო

მე-15 მიკრორაიონში ადგილობრივებმა რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს. როგორც საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავს” თვითმხილველებმა განუცხადეს, მე-4 სკოლის ტერიტორიაზე 40-მდე არასრულწლოვანი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა. მათი თქმით, სწორედ დაპირისპირების დროს გაიგეს იარაღიდან რამდენჯერმე გასროლის ხმა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და კრიმინალური პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, სამედიცინო დახმარების გაწევა საჭირო არავისთვის არ გამხდარა. კრიმინალურმა პოლიციამ რამდენიმე […]

“კუკიაზე ჩხუბი ამტყდარა, გასაშველებლად გია საფაროვი გამოსულა და მოუკლავთ”

"კუკიაზე ჩხუბი ამტყდარა, გასაშველებლად გია საფაროვი გამოსულა და მოუკლავთ"

27 წლის გია საფაროვი საკუთარ სახლთან ახლოს დანით მოკლეს. დაპირისპირება, რომელიც კუკიაზე მცხოვრებლებსა და  უბანში მისულ მამაკაცებს შორის, ქეიფის შემდეგ დაიწყო, გამშველებელი შეიწირა. ჩეჩელაშვილის ქუჩაზე, ახალგაზარდა მამაკაცი ხმაურზე სახლიდან გამოვიდა და დაპირისპირებულების გაშველებას შეეცადა, როდესაც ჩხუბში მონაწილე ერთ-ერთმა პირმა ცივი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა. ინცინდენტი პოლიციის სიახლოვეს მოხდა, თუმცა ხმაურზე ძალოვანების მხრიდან დროული რეაგირება არ ყოფილა. სამართალდამცველები […]

“ოცნების” წევრები დაჩი ბერაია და ედიშერ ჯობავა ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ

"ოცნების" წევრები დაჩი ბერაია და ედიშერ ჯობავა ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, ხობის მაჟორიტარი დეპუტატი დაჩი ბერაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემთხვევა ხობში მერიის შენობასთან ღამით მოხდა. თვითმხილველი „მთავართან” იხსენებს, რომ მაჟორიტარ დეპუტატს და საკრებულოს თავმჯდომარეს დაცვის პოლიციის წარმომადგენლები აშველებდნენ, თუმცა აგრესიულობით დაჩი ბერაია გამოირჩეოდა. „მთავარი არხის“ ინფორმაციით, დაჩი ბერაიასა და ედიშერ ჯობავას შორის დაპირისპირება პროპორციულ საარჩევნო სიაში მოხვედრას უკავშირდება. მაჟორიტარი […]

მასობრივი ჩხუბი ნარეკვავის აგარაკზე სადღეგრძელოს 1 სიტყვას მოჰყვა – ტრაგედიის ახალი დეტალები

"მეორე მანქანიდან გადმოსულმა პირებმა იქ დარჩენილი ბიჭები სცემეს" - გიორგი შაქარაშვილის საქმის ახალი დეტალები

არც გამოკვეთილი დამნაშავე და არც 19 წლის ახალგაზრდის გარდაცვალების გარემოება – გამოძიება კონკრეტულ შედეგამდე ჯერ ვერ მიდის, მაგრამ წრე ვიწროვდება. გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ყოველდღიურად ცნობილი ხდება ახალი დეტალები, რომლებსაც გამოძიება საბოლოო პასუხამდე მიჰყავს – როგორ და რა მდგომარეობაში აღმოჩნდა ახალგაზრდის სხეული მდინარეში. ექსპერტიზის დასკვნის მოლოდინი ჯერ გრძელდება, თუმცა დღეს მცხეთაში მომხდარი ჩხუბის რამდენიმე საინტერესო დეტალი გახმაურდა. ირკვევა, […]