ჭდე: ციანიდი

სკანდალური დოკუმენტი – საქართველომ ირანს სავარაუდოდ 3000 ტონა ციანიდი მიჰყიდა

საქართველო შესაძლოა საერთაშორისო სკანდალში გაეხვეს. დიდ ბრიტანეთში მყოფი ქართველი, ყოფილი ჟურნალისტი მამუკა ბაკურია ამტკიცებს, რომ 2016 წელს საქართველოდან ირანში დიდი მოცულობით სახიფათო პროდუქტი, ნატრიუმის ციანიდი გაიტანეს და ეს სახიფათო ნივთიერება შპს რუსთავის აზოტმა გაყიდა.სკანდალური დოკუმენტი P.S.-მა მოიპოვა ყოფილი ჟურნალისტი მამუკა ბაკურია ამბობს, რომ მას შესაბამისი დოკუმენტები კონფიდენციალურმა პირმა გადასცა. სპარსულ-ინგლისური დოკუმენტი ქართულად ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებულია. […]

გიორგი მამალაძე სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დეკანოზი გიორგი მამალაძე პატიმრობაში რჩება. მოსამართლემ არ გაითვალისწინა პროკურატურის მოთხოვნა, რომ ბრალში კვლავ ჩაწერილიყო მკვლელობის მომზადება ანგარების მოტივით. ჯერჯერობით უცნობია გაასაჩივრებს თუ არა ბრალდების მხარე ამ ნაწილში საქმეს. დაცვის მხარე კი უზენაესი სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს. გასული წლის 5 სექტემბერს მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. […]

საპატრიარქოს იურისტი: „ციანიდის საქმეში ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი სოსო ოხანაშვილია“

_ ციანიდის საქმეში ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი, ვისთანაც მამა გიორგი მამალაძეს ახლო ურთიერთობა ჰქონდა, სოსო ოხანაშვილია.  ამის შესახებ საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ განაცხადა. რაც შეეხება პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის დაკითხვას, ედიშერ ქარჩავას განცხადებით, ის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან შორენა თეთრუაშვილს გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი. _ შორენამ პროკურატურის ყველა კითხვას გასცა პასუხი. აქცენტი გაკეთდა იმაზეც, თითქოს ქალბატონი […]

akhalitaoba.ge © 2017-2018