ჭდე: ხელყუმბარის აფეთქება

ოზურგეთში მიკროავტობუსში ხელყუმბარა ააფეთქეს

აფეთქება მოხდა წუხელ, გვიან ღამით, ქალაქ ოზურგეთში, იოანე პეტრიწის ქუჩაზე, 12 სართულიან საცხოვრებელ კორპუსთან, ე.წ “ფანტანის” ბინებთან. აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. გამოძიებისათვის დაუდგენელმა პირებმა, აღნიშნულ კორპუსთან მდგომი “დელიკას” მარკის მიკროავტობუსში ხელყუმბარა შეაგდეს. ადგილზე ამ წუთებში მუშაობს პოლიცია და კრიმინალისტები. აღნიშნული მიკროავტობუსი ამავე კორპუსში მცხოვრებ კიღურაძეების ოჯახს ეკუთვნის. მიკროავტობუსის მფლობელები აფეთქების სავარაუდო მიზეზს ვერ ასახელებენ.

akhalitaoba.ge © 2017-2018