ჭდე: აგარის შაქარი

„აგარის შაქარი“ კიდევ გაჩერდა – 400 დასაქმებული უმუშევარი დარჩა

„აგარის შაქარი“ კიდევ გაჩერდა - 400 დასაქმებული უმუშევარი დარჩა

„აგარის შაქარმა“ მუშაობა შეაჩერა, – ამის შესახებ ინფორმაცია bm.ge-ის “აგარის შაქრის” გენერალურმა დირექტორმა ალხან ალიზადემ განუცხადა. მისი თქმით, 1 მარტიდან ქარხნის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, 400-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს. “400-მდე თანამშრომლის გაშვება მოგვიწია… მეტ დეტალზე ახლა ვერ ვისაუბრებ, წარმოება გაჩერებულია, არ ვიცი, როდის აღდგება”, – აცხადებს ალიზადე. bm.ge დამატებითი დეტალების გარკვევას ცდილობს. შეგახსენებთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში აგარაში […]

„აგარის შაქრის“ თანამშრომლები თბილისში ფეხით ჩამოვიდნენ

„აგარის შაქრის“ თანამშრომლები თბილისში ფეხით ჩამოვიდნენ

„აგარის შაქრის“ თანამშრომლები თბილისში ფეხით ჩამოვიდნენ. ისინი თბილისის შემოსასვლელთან, ჰიპერმარკეტ „კარფურთან” გაჩერდნენ და ორდღიანი საპროტესტო მსვლელობის შემდეგ, ხვალ მთავრობის კანცელარიასთან, სლოგანით „აამუშავე აგარა” აქციას გამართავენ. აგარაში ქარხანამ წინა წლის ნოემბრის დასაწყისში მუშაობა შეწყვიტა, რამაც აგარის მოსახლეობას ეკონომიკური პრობლემები შეუქმნა. საწარმოში 500 ადამიანი, ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული. დასაქმებულები სახელმწიფოს დახმარებას სთხოვენ. ძირითადი მოთხოვნაა ქარხნის ფუნქციონირების განახლება და დასაქმება. […]

“აგარის შაქრის” თანამშრომლები გორთან დაბანაკდნენ – გზაში ერთი მოხუცი ცუდად გახდა

"აგარის შაქრის" თანამშრომლები გორთან დაბანაკდნენ - გზაში ერთი მოხუცი ცუდად გახდა

„აგარის შაქრის” თანამშრომლების პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეები გორთან დაბანაკდნენ და თბილისისკენ მსვლელობას დილით განაგრძობენ. მსვლელობისას ერთ-ერთი მონაწილე მოხუცი შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მას დახმარება გაუწია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაოფილებელია. ის აქციას თბილისში შეუერთდება. საპროტესტო მსვლელობა ლოზუნგით “აამუშავე აგარა” აგარიდან დაიწყო და კანცელარიასთან დასრულდება. აქციის მონაწილეთა ვარაუდით ისინი თბილისში პარასკევს იქნებიან. აგარელები ქარხნის ამუშავებას და მთავრობის წარმომადგენლებთან […]