ჭდე: ავარია

სენაკში ქორწილიდან მომავალი ავტომობილი მოცურდა და ხეს  შეეჯახა…   

ორი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა სენაკში, სოფელ კოტიანეთში მომხდარი ავარიის შედეგად. გავრცელებული ცნობით, ქორწილიდან მომავალი ავტომობილი მოცურდა და ხეს შეეჯახა. გარდაცვლელები ადგილობრივები არიან. „საშინელება დატრიალდა წუხელ ჩვენ სოფელში. ქორწილიდან მომავალი ავტომობილი მოცურდა და ხეს  შეეჯახა. ორი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, სამის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა”, – ამბობს გარდაცვლილების თანასოფლელი. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

შსს – ადგილზე გარდაიცვალა 2 პოლიციელი, რომელსაც მთვრალი მძღოლი დაეჯახა

შსს - კახეთის მიმართულებით და თელავში გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 30 წლამდე ახალგაზრდა კაცი, რომელიც არაფხიზე მდგომარეობაში მართავდა მანქანას, პოლიციის ორ თანამშრომელს დაეჯახა. ორივე პოლიციელი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა საავტომობილო მაგისტრალის გორი-ქარელის მონაკვეთზე მოხდა. „წარსულში ნასამართლევი არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი გ.ლ. დიდი სიჩქარით მოძრაობდა ქარელის რაიონში და საავტომობილო გზის გვერდულზე მდგომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს დაეჯახა, რის შედეგადაც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ ავტომანქანაში მსხდომი საპატრულო […]

კახეთში სასწრაფოს მანქანა მიკროავტობუსს დაეჯახა

კახეთში სასწრაფოს მანქანა მიკროავტობუსს დაეჯახა

ყვარელი- ლაგოდეხის დამაკავშირებელ გზაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა ავარიაში მოყვა. ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, საწინააღმდეგოდ მიმავალი მიკროავტობუსი და სასწრაფო დახმარების მანქანა ერთმანეთს შეეჯახა, შედეგად ორივე სატრანსპორტო საშუალება სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა. შემთხვევის დროს დაშავდა ოთხი ადამიანი, მათგან ექიმის და ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, ისინი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს და შესაბამისი […]

ავარია ქარელთან – რამდენიმე ადამიანი დაშავდა

ავარია ქარელთან - რამდენიმე ადამიანი დაშავდა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის ქარელის მონაკვეთზე მომხდარი ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაშავებულთა ნაწილს სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა ადგილზე გაუწიეს ამბულატორიული დახმარება, ერთ-ერთი დაშავებული კი, ბელარუსის მოქალაქე, ორსული ქალი გორში, კლინიკა ,,გორმედში” გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, პაციენტს უტარდება ყველა საჭირო კვლევა, ამ ეტაპზე, ორსულის და ნაყოფის მდგომარეობა სტაბილურია. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. იპნ

ბათუმში ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა

ბათუმში ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა აეროპორტის დასახლებაში მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზიდან გადავიდა და კედელს შეეჯახა. როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ადგილზე მისულ დახმარების ბრიგადას მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა. ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.

მძიმე ავარია კახეთში – 9 ტურისტი დაშავდა

ისნის მეტროში ყრუ-მუნჯ მამაკაცზე ძალადობისთვის 2 პოლიციელი დააკავეს

11 ადამიანი დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კახეთში. შემთხვევა ბაკურციხე-თბილისის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა. ერთმანეთს სამარშრუტო ტაქსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ. დაშავებულებს შორის, 9 უცხოელი ტურისტი, 1 მძღოლი და 1 გიდია. თერთმეტივე პირი გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსის კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმების განმარტებით, მოქალაქეებს დაზიანებები თავისა და მუცლის არეში აქვთ მიღებული. სპეციალისტების ინფორმაციით, შედარებით მძიმეა ორი ტურისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მედიკოსები […]

ბათუმში ტაბიძეზე მანქანა 2 ბავშვს დაეჯახა – 1 დაიღუპა

ბათუმში ტაბიძეზე მანქანა 2 ბავშვს დაეჯახა - 1 დაიღუპა

ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე ორ არასრულწლოვანს ავტომანქანა დაეჯახა – არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ბავშვი 7 წლისაა მეორე კი მასზე პატარა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთ-ერთი მათგანი დაიღუპა. ამ დროისთვის უცნობია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა. შინაგან საქმეთა სამინისტროში “მთავარი არხის” ვებგვერდს განუცხადეს, რომ გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო. [ფოტო და ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა] მთავარი

“თამუნა ექიმი რეანიმაციაშია” – ქალს ხობში მანქანა დაეჯახა

"თამუნა ექიმი რეანიმაციაშია" - ქალს ხობში მანქანა დაეჯახა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში, ქვეით ქალს ავტომობილი მის საცხოვრებელ სახლთან დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი თ.ჯ. ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის უკიდურესად მძიმეა. „ერთი ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ექიმები კი იბრძვიან კოლეგის სიცოცხლის გადასარჩენად”, – ამბობს ოჯახის ახლობელი. „გული და სული მეწვის ღმერთო, ეს […]

ავარია ქობულეთში

ავარია ქობულეთში

ქობულეთის მუნიციპალიტეტSი, სოფელ ციხისძირში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 2 დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანეს.

საგურამოსთან მიკროავტობუსი მანქანას დაეჯახა

ისნის მეტროში ყრუ-მუნჯ მამაკაცზე ძალადობისთვის 2 პოლიციელი დააკავეს

საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქ ავტომობილი შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. „ინტერპრესნიუსი“ დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.