ჭდე: ავარიული დაჯდომა

რუსეთში თვითმფრინავის ავარიული დაჯდომისას 7 ადამიანი დაიღუპა

რუსეთში თვითმფრინავის ავარიული დაჯდომისას 7 ადამიანი დაიღუპა

L-410 ტიპის თვითმფრინავმა რუსეთის კემეროვოს ოლქში ავარიული დაჯდომა განახორციელა, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაიღუპა, 13 დაშავდა. ინციდენტი ტანაის აეროდრომზე მოხდა. ბორტზე 20 ადამიანი იმყოფებოდა, პარაშუტისტები და მფრინავები. ეს იყო საწვრთნელი ფრენა, რომლის დასაწყისშივე ერთ-ერთმა მფრინავმა დისპეტჩერს უთხრა, რომ ძრავი მწყობრიდან გამოვიდა. დაშავებულთაგან 4 მძიმე მდგომარეობაშია.

ნჯამენა-პარიზის ბორტი დე გოლის აეროპორტში ავარიულად დაჯდა

ნჯამენა-პარიზის ბორტი დე გოლის აეროპორტში ავარიულად დაჯდა

ფრანგი სამართალდამცველები პარიზში Air France-ის თვითმფრინავს ამოწმებენ, რომელიც ჩადიდან ჩაფრინდა.როგორც „როიტერი“ წერს, ანონიმური შეტყობინების თანახმად, თვითმფრინავში ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო. Air France-მა განაცხადა, რომ საფრთხის გამო, მისი თვითმფრინავი, რომელიც ნჯამენა-პარიზის რეისს ასრულებდა, საფრანგეთის საჰაერო ძალების საბრძოლო თვითმფრინავის ესკორტით შარლ დე გოლის აეროპორტში, სპეციალურ ლოკაციაზე დაჯდა. „ევრონიუსის“ ცნობით, თვითმფრინავიდან მგზავრთა ევაკუაცია განხორციელდა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, […]

“ფრთხილად, ბომბია!” – დუბლინი-კრაკოვის ბორტი ბერლინში ავარიულად დაჯდა

"ფრთხილად, ბომბია!" - დუბლინი-კრაკოვის ბორტი ბერლინში ავარიულად დაჯდა

რეინიარის თვითმფრინავმა, რომელიც დუბლინი-კრაკოვის რეისს ასრულებდა, ბერლინის ბრანდენბურგის აეროპორტში ავარიული დაშვება განახორციელა, – ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე ბერლინის ფედერალური პოლიცია მივიდა. მათ თვითმფრინავის უსაფრთხოება შეამოწმეს, მაგრამ მათ ვერანაირი საფრთხე ვერ აღმოაჩინეს. „მგზავრები პოლონეთის მიმართულებით მგზავრობას სხვა თვითმფრინავით გააგრძელებენ”, – განაცხადა პოლიციის პრესსპიკერმა მედიასთან საუბარში. თვითმფრინავის ავარიულად დაშვების გადაწყვეტილების ზუსტი მიზეზი […]

მოსკოვი-სიმფეროპოლის ბორტი სიმინდის ყანაში ავარიულად დაჯდა – 23 ადამიანი დაშავდა

მოსკოვი-სიმფეროპოლის ბორტი სიმინდის ყანაში ავარიულად დაჯდა - 23 ადამიანი დაშავდა

მოსკოვთან, ჟუკოვსკში, „ურალის ავიახაზების“ თვითმფრინავი აირბუსი A321, რომელიც სიმფეროპოლისკენ მიფრინავდა, სიმინდის ყანაში ავარიულად დაეშვა. ბორტზე, ეკიპაჟის წევრების ჩათვლით, 234 ადამიანი იმყოფებოდა. ავარიული დაშვებისას 23 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2-დან 9 წლამდე ასაკის 9 ბავშვია. 4 ადამიანს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. აეროპორტში სასწრაფოდ დაბრუნების მიზეზი თვითმფრინავის ორივე ძრავში ფრინველების მოხვედრა გახდა, რამაც ცეცხლი გააჩინა. ეკიპაჟმა თვითმფრინავის მინდორში, აეროპორტის […]

„ჯერ ხმაური გავიგეთ და მერე კვამლი გაჩნდა” – ატლანტის ბორტი ავარიულად დაჯდა – ვიდეო

„ჯერ ხმაური გავიგეთ და მერე კვამლი გაჩნდა" - ატლანტის ბორტი ავარიულად დაჯდა - ვიდეო

ჩრდილოეთ კაროლინაში თვითმფრინავის ავარიული დაშვების მიზეზი ძრავაზე შექმნილი პრობლემა გახდა. ამერიკული მედია წერს, რომ ბორტზე მყოფმა მგზავრებმა ლოცვა დაიწყეს, ზოგიერთს კი ოჯახის წევრებისთვის გამოსამშვიდობებელი შეტყობინების გაგზავნა სურდა. თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 150 მგზავრი იყო, ატლანტიდან ბალტიმორში მიფრინავდა. „ჯერ ხმაური გავიგეთ და მერე კვამლი გაჩნდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ რაღაც იწვოდა. ამის სუნიც ვიგრძენი. მომხდარმა მგზავრებში დაბნეულობა გამოიწვია, ვერ გაიგეს, […]

ხორვატიისკენ მიმავალი თვითმფრინავი გერმანიაში ავარიულად დაჯდა – 33 მგზავრი საავადმყოფოში მოხვდა

ხორვატიისკენ მიმავალი თვითმფრინავი გერმანიაში ავარიულად დაჯდა - 33 მგზავრი საავადმყოფოში მოხვდა

გერმანიაში, ავიაკომპანია Ryanair-ის 33 მგზავრი ავარიული დაშვების შემდეგ საავადმყოფოში მოხვდა. თვითმფრინავში, რომელიც 13 ივლისს დუბლინიდან ხორვატიის ქალაქ ზადარში მიფრინავდა, წნევამ დაიწია. პილოტებმა ავარიული დაშვების გადაწყვეტილება მიიღეს და თვითმფრინავი ფრანკფურტის მახლობლად დასვეს. ზოგიერთ დაშავებულს ყურებიდან სისხლი წამოუვიდა. თვითმფრინავში მთლიანად 189 მგზავრი იყო. მიმდინარეობს გამოძიება. იმედინიუსი