ჭდე: ავთანდილ იმედაძე

ავთანდილ იმედაძე – “საგანელიძეს რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევა უნდა”

ავთანდილ იმედაძე - "საგანელიძეს რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევა უნდა"

რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის მოთხოვნას – გადადგეს გენერალური დირექტორი და საავადმყოფოში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდეს, მენეჯმენტის წინააღმდეგ მიზანმიმართულ შეტევას უწოდებს. საავადმყოფოს დირექტორი აცხადებს, რომ ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, დავით საგანელიძეს კონკრეტული ინტერესი აქვს, მას საავადმყოფოს დანგრევა სურს. ავთანდილ იმედაძის განცხადებით, სხვა შემთხვევაში საგანელიძის შეტევა საავადმყოფოს მენეჯმენტზე გაუგებარია. დირექტორი რესპუბლიკურ საავადმყოფოში რაიმე სახის ფინანსურ დარღვევას გამორიცხავს […]

ავთანდილ იმედაძე – ”16 წლის მოზარდს სადისტური დაზიანებები მიაყენეს, ვიბრძვით მის გადასარჩენად”

ავთანდილ იმედაძე - ”16 წლის მოზარდს სადისტური დაზიანებები მიაყენეს, ვიბრძვით მის გადასარჩენად”

დღეს ხორავას ქუჩაზე სკოლის მოსწავლეებს შორის ჩხუბის დროს ორი მოზარდი დაჭრეს, მათგან ერთი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, ავთანდილ იმედაძის განცხადებით, ხორავას ქუჩიდან მიყვანილ 16 წლის მოზარდს სადისტური დაზიანებები აქვს მიყენებული როგორც გულ-მკერდის, ისე მუცლის არეში. როგორც იმედაძემ განაცხადა, პაციენტის სიცოცხლისთვის ექიმთა დიდი ჯგუფი იბრძვის და ამ დროისთვის სასიცოცხლო მაჩვენებლები […]