ჭდე: ავიაკატასტროფა

უკრაინაში ხარკოვთან სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა – 22 ადამიანი დაიღუპა

უკრაინაში ხარკოვთან სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა - 22 ადამიანი დაიღუპა

უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელშიც 28 ადამიანი იმყოფებოდა. მომხდარს ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრიც ადასტურებს. უკრაინის საგანგებო საქმეთა სამსახურის ცნობით, სამხედრო თვითმფრინავი AN-26 ხარკოვის ოლქში ჩამოვარდა და ავიაკატასტროფას 22 ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, 2 დაშავებულია და 4 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. არსებული ინფორმაციით, ფრენა საწვრთნელი იყო და თვითმფრინავი ასაფრენი ბილიკიდან 2 კილომეტრში ჩამოვარდა. მომხდარს გამოეხმაურა პრეზიდენტი ზელენსკი, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს საშინელი ტრაგედიაა […]

რუსეთში ავიაგამანადგურებელმა კატასტროფა განიცადა

რუსეთში ავიაგამანადგურებელმა კატასტროფა განიცადა

რუსეთში, ხაბაროვსკში ავიაგამანადგურებელმა, სუ-57-მა კატასტროფა განიცადა. ინციდენტი აეროდრომთან ძრავის ტესტის დროს მოხდა. გამანადგურებლის პილოტმა კატაპულტირება განახორციელა. არსებული ინფორმაციით, კატასტროფის მიზეზი მფრინავის შეცდომა გახდა.

ეთიოპიაში ბოინგ 737-ის ჩამოვარდნას 149 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი ემსხვერპლა

ეთიოპიაში ბოინგ 737-ის ჩამოვარდნას 149 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი ემსხვერპლა

ტრაგედია ეთიოპიაში – რამდენიმე საათის წინ კომპანია “ეთიოპიის ავიახაზების” სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ბოინგ 737 ადის-აბებასაეროპორტიდან აფრენიდან 6 წუთში ჩამოვარდა. ბორტზე 149 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იმყოფებოდა. კომპანიის ცნობით, ყველა მათგანი დაიღუპა. გარდაცვლილები 33 ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ. ლაინერი რეისს კენიის დედაქალაქ ნაირობის მიმართულებით ასრულებდა. ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, დაუდგენელია. ტრაგედიის შესახებ პირველი ეთიოპიის პრემიერ-მინისტრისგან გახდა ცნობილი, რომელმაც […]

ეთიოპიაში ბოინგ 737 ჩამოვარდა – ბორტზე 149 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იყო

ეთიოპიაში ბოინგ 737 ჩამოვარდა - ბორტზე 149 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იყო

„ეთიოპიის ავიახაზების“ „ბოინგ 737“ ტიპის თვითმფრინავმა, რომელიც ადის-აბიბადან ნაირობიში მიფრინავდა, კატასტროფა განიცადა. თვითმფრინავში 149 მგზავრი და 8 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. ზუსტის ინფორმაცია დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ მოგვიანებით გავრცელდება. ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ. ეთიოპიის პრემიერ-მინისტრმა აბი აჰმედმა ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით ღრმა მწუხარება გამოხატა. იპნ

ავიაკატასტროფა კოლუმბიაში – 14-ვე მგზავრი დაიღუპა

ავიაკატასტროფა კოლუმბიაში - 14-ვე მგზავრი დაიღუპა

ავიაკატასტროფა მოხდა კოლუმბიაში. შემთხვევა ქვეყნის ცენტრალურ რეგიონში ავარიული დაშვების მცდელობის დროს მოხდა. ბორტზე 14 ადამიანი იმყოფებოდა. კატასტროფას ვერც ერთი მათგანი ვერ გადაურჩა. ცნობილია, რომ დაღუპულთა შორის ერთ-ერთი ქალაქის მერიცაა. რატომ მიიღო პილოტმა ავარიული დაშვების გადაწყვეტილება, ჯერჯერობით უცნობია. თვითმფრინავი რეისს ქალაქ სან ხოსე დელგუა ვიარედან ვილა ვიცენსიოში ასრულებდა. რუსთავი 2

აშშ-ში ცოლთან ჩხუბის შემდეგ კაცმა ვერტმფრენი გაიტაცა და თავის სახლს შეეჯახა

აშშ-ში ცოლთან ჩხუბის შემდეგ კაცმა ვერტმფრენი გაიტაცა და თავის სახლს შეეჯახა

იუტის შტატის ქალაქ პეისონში ოჯახური კონფლიქტი ავიაკატასტროფის მიზეზი გახდა. ამის შესახებ ამერიკული მედია წერს. ცოლთან კონფლიქტის შემდეგ განაწყენებულმა კაცმა მსუბუქძრავიანი თვითმფრინავი ადგილობრივი აეროდრომიდან გაიტაცა და საკუთარ სახლს განგებ შეეჯახა. შეჯახებისას თვითმფრინავი აფეთქდა, სახლს კი ცეცხლი გაუჩნდა. კატასტროფის შედეგად კაცი ადგილზევე დაიღუპა. გავრცელებული ცნობით, მისი ოჯახის წევრები არ დაშავებულან.

მოსკოვთან ან-148 საფოსტო ვერტმფრენს შეეჯახა? – კატასტროფის ახალი დეტალები

მოსკოვთან ან-148 საფოსტო ვერტმფრენს შეეჯახა? - კატასტროფის ახალი დეტალები

  მოსკოვთან სამგზავრო ან-148-ის ჩამოვარდნაზე ახალ დეტალები გახდა ცნობილი. კატასტროფის ადგილზე მეორე საჰაერო ხომალდის ნარჩენებია ნაპოვნი. არსებობს ვარაუდი, რომ ან-148 შეიძლებოდა შეჯახებოდა საფოსტო ვერტმფრენს. კატასტროფის ადგილზე ასევე ნაპოვნია მინიმუმ 50 ადამიანის სხეულების ფრაგმენტები. ავტოკატასტროფა დღეს მოხდა. მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტიდან ორსკისკენ მიმავალი თვითმფინავი აფრენიდან მცირე ხანში ჩამოვარდა. მასში 65 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა. ან-148 […]

ნანუკა ჟორჟოლიანი ავიაკატასტროფას გადაურჩა – “თბილისის თავზე ორჯერ მოწყდასავით თვითმფრინავი. მერე ისევ ქვევით ჩავარდა. მივხვდით ვერ ვჯდებოდით. ვერ ვჯდებოდით კი არა…”

,,ჟურნალისტი გაიტაცეს... თავზე ტომარა დააფარეს და გადაიყვანეს! ასე მხოლოდ უთავმოყვარეო ქვეყანა იქცევა“

რამდენიმე წუთის წინ ნანუკა ჟორჟოლიანმა ფეისბუქზე ასეთი პოსტი გამოაქვეყნა: “თბილისის თავზე ორჯერ მოწყდასავით თვითმფრინავი. მერე იყანყალა. მერე ისევ ქვევით ჩავარდა. მივხვდით ვერ ვჯდებოდით. ვერ ვჯდებოდით კი არა… გადავხედე თვითმფრინავს, მაინტერესებდა ვისთან ერთად შეიძლება გადავსულიყავი სხვა განზომილებაში. გამიმართლა, მშვიდ ხალხთან ერთად ვნერვიულობდი:) მერე უცებ თვითმფრინავმა, ძალიან სწრაფად ცხვირი ზემოთ აწია და ყანყალით, მგონი სხვა სიტყვა უფრო […]

რუსეთში თვითმფრინავი ჩამოვარდა – დაიღუპა 8 ადამიანი

რუსეთში თვითმფრინავი ჩამოვარდა - დაიღუპა 8 ადამიანი

რუსეთში, ხაბაროვსკში ავიაკატასტროფის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო ТАСС-ი ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით იუწყება. ავიაკატასტროფას მცირეწლოვანი ბავშვი გადაურჩა, რომელიც მძიმე დაზიანებებით ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. რუსული მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავი L-410 ნელკანის აეროპორტთან ჩამოვარდა. საგამოძიებო სამსახურები ავიაკატასტროფის სამ სავარაუდო მიზეზზე მუშაობენ. ესენია: უამინდობა, ტექნიკური გაუმართაობა ან პილოტის შეცდომა. იმედინიუსი

ლისაბონში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა

ლისაბონში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში თვითმფრინავი აფეთქდა და დასახლებულ პუნქტში ჩავარდა. შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა და არიან დაშავებულებიც, ამიტომ გარდაცვლილთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად თვითმფრინავი მარსელში მიფრინავდა და მასზე 4 ადამიანი იმყოფებოდა. ოთხივე მათგანი გარდაიცვალა. როგორც ცნობილი გახდა თვითმფრინავი სუპერმარკეტთან ახლოს ჩამოვარდა დასახლებულ პუნქტში და ერთი ადამიანიც გარდაცვალება უკვე დადასტურებულია. მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები, ხოლო […]