ავლაბარში საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა 21 ივნისი, 2018 11:10 საზოგადოება ავლაბარში, ფერისცვალების ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, სახლი ავარიული იყო. მათივე თქმით, ბოლო ერთ კვირაში ეს ამ უბანში ჩამონგრეული უკვე მეორე სახლია. ნგრევისას არავინ დაშავებულა.