ჭდე: ავსტრია

ავსტრიის პარლამენტმა სავალდებულო ვაქცინაციას დაუჭირა მხარი

ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეებს სკოლაში აცრიან

ავსტრიის პარლამენტის ქვედა პალატამ, 137 ხმით 33-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა მთავრობის შეთავაზებას, რომელიც ზრდასრული მოქალაქეებისთვის კორონავირუსზე სავალდებულო ვაქცინაციის დაწესებას ითვალისწინებს. კანონპროექტს პარლამენტის ზედა პალატის მხარდაჭერაც სჭირდება, რის შემდეგაც მას ქვეყნის პრეზიდენტი მოაწერს ხელს. კანონი, დიდი ალბათობით, 1 თებერვლიდან ამოქმედდება და ავსტრია გახდება პირველი ევროპული ქვეყანა, სადაც ვაქცინაცია სავალდებულო გახდება. არავაქცინირებულ მოქალაქეებს მარტის შუა რიცხვებიდან 3.600-მდე ევროს […]

ავსტრიაში აუცრელი მოქალაქეები ჯარიმას, 3.600 ევროს გადაიხდიან

ავსტრიაში აუცრელი მოქალაქეები ჯარიმას, 3.600 ევროს გადაიხდიან

ავსტრიაში, მარტის შუა რიცხვებიდან აუცრელ მოქალაქეებს ჯარიმას დაუწესებენ, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა განაცხადა. მოქალაქეებს, რომლებიც ვაქცინის გაკეთებაზე უარს იტყვიან, ჯარიმის სახით 3 600 ევროს გადახდა მოუწევთ. კანონი გავრცელდება ქვეყანაში მცხოვრებ ყველა სრულწლოვან ადამიანზე და გამონაკლისი შეეხებათ მხოლოდ მათ, ვინც ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ იცრება. პირველ ეტაპზე არავაქცინირებულები წერილობით შეტყობინებას მიიღებენ, […]

ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი გახდა

ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი გახდა

ავსტრიის კანცლერის თანამდებობა კარლ ნეჰამერმა დაიკავა. 49 წლის ნეჰამერმა, რომელიც გასული წლიდან ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე მსახურობდა, ქვეყნის პრეზიდენტის, ალექსანდრე ვან დერ ბელენის წინაშე ფიცი დღეს დადო. ავსტრიის სახალხო პარტიამ პარტიის ლიდერად და კანცლერობის კანდიდატად კარლ ნეჰამერი პარასკევს აირჩია. პოსტზე მან ალექსანდერ შალენბერგი ჩაანაცვლა, რომელმაც კორუფციაში ეჭვმიტანილი სებასტიან კურცი დროებით შეცვალა. სებასტიან კურცმა ავსტრიის […]

ავსტრიაში სრული ლოქდაუნი ამოქმედდა – სახლიდან მხოლოდ სამსახურში ან სურსათის მაღაზიაში გახვალთ

ავსტრიაში სრული ლოქდაუნი ამოქმედდა - სახლიდან მხოლოდ სამსახურში ან სურსათის მაღაზიაში გახვალთ

ავსტრიის მთელს ტერიტორიაზე დღეიდან სრული ლოქდაუნი ამოქმედდა. შეზღუდვების ფარგლებში, მოქალაქეებს შინ დარჩენა ევალებათ, გამონაკლისი შეეხება მხოლოდ მათ, ვინც სახლიდან სამსახურში, საკვების საყიდლად ან სავარჯიშოდ წასასვლელად გავა. ქვეყანაში დაიხურა რესტორნები, ბარები, საპარიკმახეროები და მაღაზიები, სადაც აუცილებელი საჭიროების პროდუქცია არ იყიდება. შეზღუდვები 12 დეკემბრამდე გაგრძელდება, თუმცა, ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ სიტუაციის შეფასება 10 დღის შემდეგ მოხდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ […]

ავსტრიის კანცლერი კურცი გადადგა

ავსტრიის კანცლერ კურცის წინააღმდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

ავსტრიის კანცლერი თანამდებობიდან გადადგა. სებასტიან კურცმა მთავრობის მეთაურობა ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრ ალექსანდრე შელენბერგს შესთავაზა. ავსტრიის კანცლერის გადადგომა ოპოზიციურმა პარტიებმა მას შემდეგ მოითხოვეს, რაც სებასტიან კურცზე ავსტრიის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. მას ბრალი ქრთამის აღებასა და კორუფციაში ედება. როგორც ცნობილია, სებასტიან კურცმა 2016-2018 წლებში ქვეყნის საბიუჯეტო სახსრები ავსტრიულ გაზეთში რეკლამების დასაფინანსებლად გამოიყენა, რაც კურცის პარტიისთვის […]

გახარიამ ავსტრიაში ნარკოტესტი გაიკეთა

გიორგი გახარია ბრიუსელში გაემგზავრა

გიორგი გახარიამ ნარკოტესტი ავსტრიაში გაიკეთა – ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან საუბრის დროს განაცხადა. გახარიას თქმით, ნარკოტესტის შედეგს მიღებისთანავე გაასაჯაროებს, თუმცა მისი თქმით, ამას დიდი დრო დასჭირდება. “გიორგი გახარიამ ნარკოტესტი ავსტრიაში, ერთ-ერთ ავტორიტეტულ, საერთაშორისო ლაბორატორიაში გაიკეთა. სამხარაულის ბიოუროსთან, ჩვენ ყველას გვექნება ალბათ კონტაქტი, ესენი ისეთი ტემპით მიდიან. საუბარი არ არის იმაზე, რომ ჩვენი პარტია ბიუროს […]

ავსტრიის ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობას ტოვებს

ავსტრიის ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობას ტოვებს

ავსტრიის ჯანდაცვის მინისტრმა რუდოლფ ანშობერმა განაცხადა, რომ ის თანამდებობას ტოვებს, ვინაიდან კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლით გადაღლილია. „ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მძიმე კრიზისის დროს, რესპუბლიკას სჭირდება ჯანდაცვის მინისტრი, რომელიც 100% -ით შესაფერისია. ამჟამად ეს მე არ ვარ. 15 თვის წინ დავიწყე მშვენიერი და მიმზიდველი სამსახური. ახლა კი ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს 15 თვე კი არა, 15 წელი […]

ავსტრია შეზღუდვების მოხსნას იწყებს

ავსტრია შეზღუდვების მოხსნას იწყებს

ავსტრია კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას იწყებს. კერძოდ, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის გამო დახურული ათასობით მაღაზია გაიხსნება. BBC-ის ცნობით, ქვეყანაში შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება და რამდენიმე დღეში საყოფაცხოვრობო, ტექნიკისა და მცირე ზომის მაღაზიებიც გაიხსნება. ცნობისთვის, ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა გასულ კვირას განაცხადა, რომ დროა ქვეყანაში შეზღუდვები ნელ-ნელა მოისხნას და ეკონომიკური ცხოვრება თავიდან დაიწყოს. ბოლო მონაცემებით, ავსტრიაში კორონავირუსის 14.000-ზე […]

ავსტრიაში ყველა მაღაზია იხურება პროდუქტების მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა

"აპრილში კორონავირუსის ვაქცინა შეიძლება მზად იყოს" - ჩინეთის ჯანდაცვის კომისიის განცხადება

ავსტრიის პრემიერ-მინისტრის სებასტიან კურცის განცხადებით, ავსტრიაში ყველა მაღაზია იხურება გარდა აფთიაქებისა და პროდუქტის მაღაზიებისა. დახურვას არ ექვემდებარებიან ასევე ზოომაღაზიები, ბანკები, ფოსტა და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სავაჭრო ობიექტები. შეზღუდვები დაწესდა ასევე კვების ობიექტებშიც – რესტორნები და კაფეები მხოლოდ 15 საათამდე იმუშავებენ.ამასთან, კურცმა მოწოდებით მიმართა მეწარმეებსა და დაწსებულებების ხელმძღვანელებს, რომ შეძლებისდაგვარად დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადავიდნენ. შეზღუდვები 16 […]

ავსტრიაში საქართველოს 15 მოქალაქე დააკავეს

ავსტრიაში საქართველოს 15 მოქალაქე დააკავეს

ვსტრიაში ყალბი პასპორტების გამო საზღვარზე 15 ადამიანი აიყვანეს. დაკავებული საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ნაწილ-ნაწილ დაბრუნდებიან. „ქრონიკის“ ინფორმაციით, თითოეულს ჯარიმის სახით, 500 ევროს გადახდა დაეკისრა. ავსტრიაში ადამიანის უფლებათა ორგანიზაციის იურიდიული განყოფილების უფროსის ირმა ცირამუას ინფორმაციით, ამ მოქალაქეებს ჰქონდათ საქართველოში დამზადებული ჩეხეთის, რუმინეთის, სლოვაკეთისა და სხვა ქვეყნების ყალბი პასპორტები. „ისინი ცდილობდნენ გაეგრძლებინათ მოგზაურობა ირლანდიის მიმართულებით“, – აღნიშნა ცირამუამ. […]