ჭდე: ავტობანი

სამი ავარია  ავტობანზე

სამი ავარია  ავტობანზე

„ტვ მონიტორინგი” წერს, რომ გორთან, ავტობანზე 10 წუთის შუალედით, 3 ავარია მოხდა, – 1 პირი დაშავდა, 6 მანქანა კი დაიმტვრა. გამოცემის ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ბორდიურს დაეჯახა, რა დროსაც მას უკნიდან მანქანა შეეჯახა. შემთხვევის ადგილზე მისულ საპატრულო პოლიციას, კიდევ ერთი მანქანა შეეჯახა

თურქეთში ავტობანზე კლდე ჩამოიშალა – არის მსხვერპლი

თურქეთში ავტობანზე კლდე ჩამოიშალა - არის მსხვერპლი

თურქეთში, ქალაქ ხოფასთან ავტობანზე კლდე ჩამოიშალა, ჩამოშლილი ლოდები კი ტრაილერებს დაეცა. შემთხვევა ქალაქ ქემალფაშასა და ხოფას შორის მდებარე ავტობანზე დილით მოხდა. როგორც თურქეთში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, დაიღუპა ერთი ადამიანი, არიან დაშავებულებიც. “რაც ამ დროისთვის ცნობილია, დაღუპულია ერთი აზერბაიჯანელი, რამდენიმე თურქი კი დაშავებულია”,- განაცხადა ელჩმა. პირველადი მონაცემებით, დაზიანებულია ოთხი სატვირთო ავტომობილი. შემთხვევის ადგილზე გზის […]

საფრანგეთში ავტობანზე მამუკა ნიკოლაიშვილი ტრაილერმა გაიტანა, იტალიაში მისი და გარდაიცვალა

საფრანგეთში ავტობანზე მამუკა ნიკოლაიშვილი ტრაილერმა გაიტანა, იტალიაში მისი და გარდაიცვალა

საფრანგეთში ავტოავარიას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოხეთში მცხოვრები მამუკა ნიკოლაიშვილის სიცოცხლე შეეწირა. როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, ავტობანზე გაჩერებულ მანქანას, რომელშიც მამუკა ნიკოლაიშვილი იჯდა, ტრაილერი შეეჯახა. მამუკა ადგილზევე გარდაიცვალა. “სამი წლის იტალიაში მისი და, თეა ნიკოლაიშვილი გარდაიცვალა ტრაგიკულად და ახლა კი მამუკა. ძალიან დამწუხრებულია სოფელი“, _ გვითხრა მამუკა ნიკოლაიშვილის ახლობელმა. “გურია ნიუსი“ თანაგრძნობას უცხადებს მამუკა ნიკოლაიშვილს სანათესაოს […]

“გორთან ბავშვი ცუდად გახდა და მამამ გადაიყვანა მანქანიდან, რომელსაც სხვა მანქანა დაეჯახა”

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის იგოეთი-გორის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. თბილისიდან ბორჯომის მიმართულებით მოძრავ ავტომობილში მყოფმა მცირეწლოვანმა მგზავრობისას თავი შეუძლოდ იგრძნო, რის გამოც ბავშვი მამამ ავტომანქანიდან გადაიყვანა, როდესაც ავტომაგისტრალზე მოძრავი სხვა ავტომობილი გზის ნაპირზე გაჩერებულ მანქანას შეეჯახა. ავარიის შედეგად დაშავებული სამი ადამიანი სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკა „გორმედში” გადაიყვანეს. ჩატარებული კვლევების საფუძველზე ერთ პაციენტს […]

რუსთავთან ავტობანზე მანქანა დაიწვა – ვიდეო

რუსთავთან ავტობანზე მანქანა დაიწვა - ვიდეო

რუსთავი-თბილისის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე რუსთავთან ახლოს ავტომობილი დაიწვა. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, “ნისანის” მარკის ავტომობილს ცეცხლი მოძრაობის დროს გაუჩნდა. ავტომობილის მძღოლმა მანქანიდან გადმოსვლა დროულად მოახერხა, ის არ დაშავებულა, თუმცა სრულად განადგურდა ავტომანქანა. ხანძრის გამო მაგისტრალზე საავტომობილო მიმოსვლა დროებით შეიზღუდული იყო, ამ დროისთვის მოძრაობა შეფერხების გარეშეა შესაძლებელი. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. […]

ავტობანზე მანქანა დაიწვა – ქართველ მძღოლს ინდოელი ტურისტები გადაჰყავდა

ავტობანზე მანქანა დაიწვა - ქართველ მძღოლს ინდოელი ტურისტები გადაჰყავდა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მონაკვეთზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. ამის გამო გადაკეტილი იყო მოძრაობა დასავლეთ საქართველოს მიმართულებით. მანქანაში მსხდომმა ყველა ადამიანმა დროულად მოასწრო გადმოსვლა. მძღოლი საქართველოს მოქალაქეა და მას ინდოელი ტურისტები გადაჰყავდა. მოგვიანებით ცენტრალურ ავტომაგისტრალზე დასავლეთის მიმართულებით მოძრაობა აღდგა. იპნ

გორთან დამწვარ სატვირთოს თურქული ნომრები აქვს – ავტობანზე მოძრაობა აღდგა

გორთან დამწვარ სატვირთოს თურქული ნომრები აქვს - ავტობანზე მოძრაობა აღდგა

ავტობანზე, სადაც ცეცხლი სატვირთო ავტომობილს გაუჩნდა, საავტომობილო მოძრაობა აღდგა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ავტობანზე გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავტომობილს თურქული ნომრები აქვს და გარდაცვლილიც სავარაუდოდ საქართველოს მოქალაქე არ არის. თუმცა ინფორმაცია მოგვიანებით დაზუსტდება. ერთ-ერთი ვერსიით, მძღოლს საჭესთან ჩაეძინა და დამცავ ბეტონის ჯებირს დაეჯახა. მანქანა სავარაუდოდ მაზუთით იყო დატვირთული, რომელიც შეჯახების შედეგად დაიღვარა, რის […]

გორთან, ავტობანზე საწვავის გადამზიდი მანქანა დაიწვა – ნაპოვნია ცხედარი – ვიდეო

გორთან, ავტობანზე საწვავის გადამზიდი მანქანა დაიწვა - ნაპოვნია ცხედარი - ვიდეო

ავტობანზე, გორთან ხანძარია. ცეცხლი საწვავის გადამზიდ, მისაბმელიან სატვირთო მანქანას გაუჩნდა. შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია მამაკაცის ცხედარი. მომხდარის გამო, მაგისტრალზე ტრანსპორტის მოძრაობა პარალიზებულია. ცეცხლის სხვა ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე ამ დროისთვის არ არსებობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 5 სახანძრო სამაშველო ჯგუფი მუშაობს. ნიუპოსტი https://www.facebook.com/100005390207450/videos/977640579092273/

გორის პატრულმა ავტობანზე გაქცეული ცხენები გადაარჩინა

გორის პატრულმა ავტობანზე გაქცეული ცხენები გადაარჩინა

თბილისი-ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალის გორის მონაკვეთზე პატრონისგან მიტოვებული ცხენები გზის სავალ ნაწილზე მოძრაობდნენ. სოფელ შავშვებთან საავარიო სიტუაციის აცილების მიზნით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი გამოიძახეს. ეკიპაჟის წევრებმა ორი ცხენი ბორდიურებიდან გაიყვანეს და მინდორში გაუშვეს. მათი პატრონის მოძებნა კი ვერ შეძლეს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, შინაური ცხოველის მიტოვების გამო, მისი მესაკუთრე ჯარიმდება. პატრულმა ჯარიმის გამოწერა ვერ შეძლო, თუმცა ცხენები […]

ავტობანზე ტრაილერი და მიკროავტობუსი გადაბრუნდა

ავტობანზე ტრაილერი და მიკროავტობუსი გადაბრუნდა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე ტრაილერი და მიკროავტობუსი გადაბრუნდა. ერთი შემთხვევა რუისის მონაკვეთზე მოხდა, მეორე კი – სოფელ აგარასთან. არც ერთი შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ორივე შემთხვევაში მძღოლები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა კოდექსის 125-ე მუხლის მეათე ნაწილით დაჯარიმდნენ, რაც 250-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.