ჭდე: ავტობუსი

ვაკეში ავტობუსში პირის დაჭრისთვის 1 პირი დააკავეს

ისნის მეტროში ყრუ-მუნჯ მამაკაცზე ძალადობისთვის 2 პოლიციელი დააკავეს

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ავტობუსში მომხდარი დაჭრის ფაქტზე სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმე “სისხლის სამართლის კოდექსის” 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტარება) და 118-ე მუხლებით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) მუხლით მიმდინარეობს. ინფორმაციით, დაჭრის ფაქტი დღეს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მომხდარს ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

თბილისში ვაკეში ავტობუსში 65 წლის კაცმა ბიჭს ორჯერ ესროლა და მიიმალა

თბილისში ვაკეში ავტობუსში 65 წლის კაცმა ბიჭს ორჯერ ესროლა და მიიმალა

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, N359 ავტობუსში მგზავრმა მგზავრი დაჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ვრცელდება. როგორც სოციალური ქსელის მომხმარებელი წერს, “საზოგადოებრივ ტრანსპორტში 65 წლის მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოქალაქეს ორჯერ ესროლა”. “სიტყვიერი დაპირისპირება შენიშვნის ნიადაგზე დაიწყო, როცა ახალგაზრდა ბიჭმა 65 წლის კაცს მიუთითა, რომ მისი ზურგჩანთა უხეშად ეხებოდა მცირეწლოვანს. კაცმა ბოდიში მოიხადა, თუმცა ახალგაზრდა ბიჭი არ შეეშვა. […]

იტალიაში უკრაინელებით სავსე ავტობუსი გადაბრუნდა

იტალიაში უკრაინელებით სავსე ავტობუსი გადაბრუნდა

ჩრდილოეთ იტალიაში უკრაინელი ლტოლვილებით სავსე ავტობუსი გადაბრუნდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. გამოცემის ცნობით, დაშავებულია 5 ადამიანი. დანარჩენი პირები ამ დროისთვის უსაფრთხოდ არიან. იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ავტობუსი უკრაინიდან დაიძრა და სამხრეთით ადრიატიკის საპორტო ქალაქ პესკარასკენ მიემართებოდა. მგზავრები პირველადი დახმარებისთვის მიმდებარე პოლიციის ყაზარმებში გადაიყვანეს და მოგვიანებით განაახლეს მგზავრობა. ფაქტზე […]

ნინო სუხიშვილი – “ვცდილობთ, უკრაინიდან პოლონეთში ავტობუსებით გადავიდეთ და იქიდან გამოვფრინდეთ”

ნინო სუხიშვილი - "ვცდილობთ, უკრაინიდან პოლონეთში ავტობუსებით გადავიდეთ და იქიდან გამოვფრინდეთ"

ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილების“ ხელმძღვანელი, ნინო სუხიშვილის ინფორმაციით, ნაციონალური ბალეტი უკრაინაში გასტროლებს წყვეტს და საქართველოში ბრუნდება. როგორც სუხიშვილი ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, ამ წუთებში დასავლეთ უკრაინაში, ქალაქ ლუცკში იმყოფებიან, საიდანაც პოლონეთის საზღვრამდე ავტობუსებით გადაინაცვლებენ. “ჩვენ ვიმყოფებით ქალაქ ლუცკში, დასავლეთ უკრაინაში. დღეს უნდა დაგვეწყო გასტროლები ამ ქალაქიდან და უნდა ვყოფილიყავით აპრილის თვემდე უკრაინაში. მაგრამ გამომდინარე იმ ქმედებებიდან, რაც ჩაიდინა […]

მწვანე ბარათი საზოგადოებრივ ტრანსპორტში აუცილებელი იქნება?

რუსთავს და თბილისს შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს

მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველი დეკემბრიდან მწვანე პასპორტი ამოქმედდება. დღეს მოქალაქეებმა მთავრობისგან მოკლეტექსტური შეტყობინება მიიღეს, სადაც განმარტებულია, რომ კოვიდსაშვის წარდგენა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და მაღაზიებში სავალდებულო არ იქნება. შეტყობინებაში ასევე აღნიშნულია, რომ ​კოვიდსაშვის გამოყენება, მხოლოდ 18 წელს ზემოთ მყოფი პირებისთვის იქნება სავალდებულო. დღეს, ამავე თემაზე, “რუსთავი 2-თან” საუბრისას ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, მწვანე პასპორტის გამოყენება შესაძლოა ტრანსპორტშიც ამოქმედდეს. პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის […]

ბულგარეთში ავტობუსი დაიწვა – 45 ადამიანი დაიღუპა

ბულგარეთში ავტობუსი დაიწვა - 45 ადამიანი დაიღუპა

ბულგარეთის დასავლეთ ნაწილში, ავტომაგისტრალზე მოძრავ სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა, დაღუპულია მინიმუმ 45 ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ბავშვებიც არიან. ამასთან, 7 ადამიანი სხვადასხვა სახის დამწვრობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამგზავრო ავტობუსს ჩრდილოეთ მაკედონიური სანომრე ნიშნები ჰქონდა და დაღუპულებისა და დაშავებულების უმეტესობა ჩრდილოეთ მაკედონიიდან არიან. იპნ

დამასკოში ავტობუსი ააფეთქეს – 13 სამხედრო დაიღუპა

დამასკოში ავტობუსი ააფეთქეს - 13 სამხედრო დაიღუპა

სირიის დედაქალაქ დამასკოში სამხედრო ავტობუსზე მომხდარი თავდასხმის შედეგად სულ მცირე 13 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, 3 კი- დაშავდა, – ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ორი ასაფეთქებელი მოწყობილობა მაშინ აფეთქდა, როდესაც ავტობუსი ჰაფეზ ასადის ხიდზე მოძრაობდა. გაეროს მონაცემებით, სირიაში 10 წლის წინ დაწყებულ სამოქალაქო ომს სულ მცირე 350 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. იპნ

გორის ავტობუსში მთვრალი მამაკაცი დააკავეს – “ორსულს ეჩხუბებოდა, უნდა გახდეო”

გორის ავტობუსში მთვრალი მამაკაცი დააკავეს - "ორსულს ეჩხუბებოდა, უნდა გახდეო"

გორის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 35 წლის მამაკაცი დააკავეს. პოლიცია ავტობუსში მყოფმა მგზავრებმა გამოიძახეს და შსს-ს საინფორმაციო ცენტრს აცნობეს, რომ ნასვამი მოქალაქე ფეხმძიმე ქალს შეურაცხყოფას აყენებდა. ,,#3 ავტობუსში ნასვამმა მამაკაცმა ორსულ გოგონას და მის მეგობრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და გოგონამ საპატრულო პოლიცია გამოიძახა.” – გვითხრეს მოქალაქეებმა. როგორც ირკვევა, ინციდენტი კომბინატის დასახლებიდან დაიწყო. პირველ გაჩერებაზე ამოვიდნენ გოგონები, […]

დიდ დიღომში ავტობუსი დაიტბორა

დიდ დიღომში ავტობუსი დაიტბორა

ძლიერმა წვიმამ დიდ დიღომში პრობლემები შექმნა. გართულებულია გზებზე გადაადგილება და იტბორება ავტომობილები. სტიქიის შედეგად, ავტობუსი დაიტბორა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ სატრანსპორტო საშუალება გადაადგილებას ვეღარ ახერხედა. ადგილობრივების ნაწილს წყალი სახლშიც შეუვარდა. მთავარი

გორში მგზავრებით სავსე ავტობუსი მძღოლმა თავის საქმეზე წაიყვანა

გორში მგზავრებით სავსე ავტობუსი მძღოლმა თავის საქმეზე წაიყვანა

გორში, ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლმა მოძრაობის მარშრუტი საკუთარი სურვილით შეცვალა და მგზავრები პირად საქმეზე წაიყვანა. ახალგაზრდა მამაკაცმა ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. მან გვითხრა, რომ ეს ფაქტი გუშინ, 15 მარტს მოხდა. “დიდი ისტორია არ არის და ძალიან რომ არ გავწელო, იმ მომენტს მოვყვები, როცა თბილისიდან ჩამოსული გაჩერებაზე ვიდექი, ცალფეხზე მდგომი, ჩაფუთნული და “მოჟამული” სახით, […]