ჭდე: ავღანეთი

ავღანეთში მიწისძვრას 255 ადამიანი შეეწირა

ავღანეთში მიწისძვრას 255 ადამიანი შეეწირა

ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 255 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ქალაქ ხოსტიდან 44 კილომეტრში მოხდა, რომელიც პაკისტანის საზღვართან მდებარეობს. „სამწუხაროდ, წუხელ ძლიერი მიწისძვრა მოხდა პაქტიკას პროვინციის ოთხ რაიონში, რის შედეგადაც დაიღუპა და დაშავდა ჩვენი ასობით თანამემამულე და დაინგრა ათობით სახლი“, – […]

ავღანეთში პარასკევს მეჩეთი ააფეთქეს – 33 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთში პარასკევს მეჩეთი ააფეთქეს - 33 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ კუნდუზში პარასკევის ლოცვის დროს, სუნიტთა მეჩეთში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 33 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. თალიბანის ადმინისტრაციის სპიკერმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა ,,ტვიტერში” დაღუპულთა რიცხვი დაადასტურა და განაცხადა, რომ 43 ადამიანია დაჭრილი. ,,ამ ინციდენტების დამნაშავეები ბოროტი ელემენტები არიან. მათ დასაკავებლად და დასასჯელად სერიოზული ძალისხმევა მიმდინარეობს”, – განაცხადა მუჯაჰიდმა. […]

ავღანეთში მიწისძვრა მოხდა – 22 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთში მიწისძვრა მოხდა - 22 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთის დასავლეთ ნაწილში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა,- ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, 5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ პროვინცია ბადღისში, რომელიც თურქმენეთს ესაზღვრება, ასობით შენობა გაანადგურა. „სამწუხაროდ, წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია 22 ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები, 4 კი – დაშავებულია“, – განაცხადა პროვინციის ადმინისტრაციის ინფორმაციისა და კულტურის დირექტორმა ბაზ მოჰამად სარვარიმ. გავრცელებული […]

თალიბანმა ქალებს სპორტი აუკრძალა

თალიბანმა ქალებს სპორტი აუკრძალა

დაჯგუფება თალიბანმა ავღანეთში ქალებს სპორტით დაკავება აუკრძალა. აღნიშნული ინფორმაცია დაჯგუფების კულტურის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე აჰმადულაჰ ვასიქმა გაავრცელა. „კრიკეტი და სხვა სპორტული თამაშები არ განიხილება როგორც ქალებისთვის აუცილებელი რამ. სპორტის რიგ სახეობებში ქალებს საკუთარი სხეულისა და სახის დაფარვა არ შეეძლებათ. მედიის ერაში, მათ ფოტოებსა და ვიდეოებს გადაუღებენ, რისი ნახვაც შემდეგ ხალხს შეეძლება. ისლამი კი ქალებს ამის […]

ავღანეთის უნივერსიტეტში ბიჭები და გოგონები ერთად აღარ ისწავლიან

ავღანეთის უნივერსიტეტში ბიჭები და გოგონები ერთად აღარ ისწავლიან

ავღანეთის უნივერსიტეტებში ბიჭები და გოგონები ერთად აღარ ისწავლიან, – ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თალიბების მიერ ახლად დანიშნულმა უმაღლესი განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა აბდულ ბაკი ჰაკანმა განაცხადა. „გოგონები და ბიჭები ვეღარ შეძლებენ ერთად სწავლას უნივერსიტეტებში და გააგრძელებენ სწავლას ცალ-ცალკე კლასებში, ისლამური კანონის შესაბამისად“, – აღნიშნა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა. მანამდე აბდულ ბაკი ჰაკანმა საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაფუძნებული […]

ავღანეთში აქციაზე რამდენიმე ადამიანი დაიღუპა

ავღანეთში აქციაზე რამდენიმე ადამიანი დაიღუპა

ავღანეთის ქალაქ ასადაბადში გამართულ საპროტესტო აქციაზე თალიბებმა მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას Reuters-ი თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, თალიბმა მებრძოლებმა დამოუკიდებლობის აღსანიშნავად შეკრებილ მოქალაქეებს ესროლეს, რომლებიც ავღანეთის დროშებს აფრიალებდნენ და თალიბების დროშებს ხევდნენ. Reuters-ი წერს, რომ ჯერჯერობით დაუდგენელია, დაღუპულები ცეცხლსასროლი იარაღიდან ნასროლ ტყვიას ემსხვერპლნენ, თუ სროლის შედეგად შექმნილ ჭყლეტას. ავღანეთი დღეს, […]

საქართველოს 6 მოქალაქე ავღანეთიდან უნგრული ბორტით გამოფრინდა

ქაბულის აეროპორტიდან ყველა რეისი აიკრძალა

საქართველოს 6 მოქალაქე, რომელიც ავღანეთში იმყოფებოდა კერძო კონტრაქტით და დასაქმებული იყო ამერიკულ კომპანიაში, უნგრული ბორტით საქართველოში გამოემგზავრა, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ. მ სხვა მოქალაქეების გამოყვანაზე მუშაობა მიმდინარეობს. “ადგილზე არსებული მყიფე უსაფრთხოების გარემოსა და ვითარების ხშირი და არაპროგნოზირებადი ცვლილების გათვალისწინებით, უწყება მუშაობს ყველა მიმართულებით, რათა მათი ევაკუაციის პირველივე შესაძლებლობა იქნას გამოყენებული. მათ შორის […]

ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ქვეყნიდან გაიქცა _ თალიბანმა ბაგრამის ავიაბაზა დაიკავა

ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ქვეყნიდან გაიქცა _ თალიბანმა ბაგრამის ავიაბაზა დაიკავა

ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს ადგილობრივ წყაროზე დაყრდნობით. ამავე ინფორმაციით, პრეზიდენტი ტაჯიკეთისკენ გაფრინდა. „თალიბანის“ წევრებმა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში შესვლა დაიწყეს. დაჯგუფების წევრები ქალაქში სხვადასხვა მიმართულებიდან შედიან, რომლებსაც სამთავრობო ძალებისგან მხოლოდ მცირე წინააღმდეგობები ხვდებათ. „თალიბანის“ ლიდერებმა მებრძოლებს ნაკლები ძალადობისკენ მოუწოდეს. მათი თქმით, მშვიდობიან მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს, ქალაქი დატოვოს. „თალიბანმა“ დღეს […]

ავღანეთში მყოფ 28 ქართველ სამხედროს კოვიდ 19 დაუდასტურდა – ისინი გორის ჰოსპიტალში ჩამოიყვანეს

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 131-მდე გაიზარდა

საქართველოს თავდაცვის ძალების ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“, ავღანეთში როტაციით მყოფი კონტინგენტიდან 28 სამხედრო მოსამსახურეს ტესტირებისას კოვიდვირუსი დაუდასტურდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისინი სპეციალური რეისით, გერმანიის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით, როტაციით გათვალისწინებულ ვადამდე რამდენიმე კვირით ადრე, საქართველოში ჩამოიყვანეს. მათ თან ახლდათ ექიმები და სხვა სამედიცინო პერსონალი ბუნდესვერის სხვადასხვა დანაყოფებიდან. “სამხედროების სამედიცინო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება სიმპტომატიკას, ის გართულებებისა […]

ავღანეთში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა – ბორტზე 83 მგზავრი იყო

ავღანეთში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა - ბორტზე 83 მგზავრი იყო

ავღანეთში სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ბოინგ 737-400 ქაბულის აღმოსავლეთით, ღაზნის რეგიონში ჩამოვარდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავში დაახლოებით 83 მგზავრი იყო. ყველა მათგანი დაიღუპა. თვითმფრინავი ქაბულიდან ჰერათში მიფრინავდა.