ჭდე: ალექსი კობაიძე

მინდია გორაძე ბელარუსის ციხიდან საქართველოში ჩამოჰყავთ

ადვოკატი - "მინდია ლავასოღლი თურქეთის ციხეში გაუსაძლის მდგომარეობაშია"

ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორაძე იგივე „ლავასოღლი” ბელარუსის ციხიდან საქართველოში ჩამოჰყავთ,- ამის შესახებ მისმა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, მინდია გორაძე საქართველოში შესაძლოა, დღეს ჩამოიყვანონ. „2 წელიწადზე მეტი ჰყავდათ თურქეთში სრულიად უკანონოდ, მაგრამ არ ჩამოიყვანეს, გაუშვეს ბელარუსში, სადაც ასევე ვადები დაირღვა. ამ სახელმწიფომ გორაძის მიმართ ყველა კანონი დაარღვია და ამას ჩვენ სტრასბურგში აუცილებლად გავასაჩივრებთ. […]

“მორაგბე არჩილ გაგნიძეს შაქარაშვილის სიკვდილთან კავშირი არ აქვს” – ადვოკატის განცხადება

მორაგბე არჩილ გაგნიძეს ბრალი წაუყენეს - ის ბრალს არ აღიარებს

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, არჩილ გაგნიძის ადვოკატის ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, „ტოიოტა ქამრის“ 6 მგზავრიდან, ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი არავის მოუკლავს. ამის შესახებ კობაიძემ ჟურნალისტებს მცხეთის რაიონულ სასამართლოში განუცხადა, სადაც ამ წუთებში შაქარაშვილის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. როგორც კობაიძემ აღნიშნა, გაგნიძეს რომ შაქარაშვილის გარდაცვალებასთან შეხება არ ჰქონია, ამას ვახტანგ ახვლედიანის ჩვენება ადასტურებს. ადვოკატის თქმით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე მისი […]

ალექსი კობაიძე – “მორაგბეები რომ მივიდნენ, გიორგი შაქარაშვილი იქ აღარ იყო”

ალექსი კობაიძე - "მორაგბეები რომ მივიდნენ, გიორგი შაქარაშვილი იქ აღარ იყო"

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოკითხული მორაგბეების ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, როდესაც მისი დაცვის ქვეშ მყოფები საქმეში ჩნდებიან, გიორგი შაქარაშვილი უკვე იქ აღარ იმყოფებოდა და ვერსია, რომ ბოლოს მისი დაცვის ქვეშ მყოფებმა ნახეს შაქარაშვილი, რეალობას არ შეესაბამება. „ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფების მდგომარეობა ძალიან სტრესულია იქიდან გამომდინარე, რომ მათი ოჯახის წევრები ფსიქოლოგიურ ძეწოლას განიცდიან, თან იმ პირობებში, როდესაც […]

“მამა დავით კობაიძე მამა საბასთვის სროლას ფიზიკურად ვერ მოასწრებდა” – რას ამბობს ადვოკატი კობაიძე

ადვოკატი კობაიძე - "დავით მუმლაძის მკვლელობა ცნობილმა ბიზნესმენმა შეუკვეთა"

ყინწვისის მამათა მონასტრის დაკავებული წინამძღვრის, დავით (კობა) კობაიძის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებული დაზარალებულ სასულიერო პირს ჩაუსაფრდა და ამის შემდეგ გაისროლა, რაც, ადოკატის თქმითვე, სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, საქმეში მხოლოდ ერთი – სამოქალაქო პირის ჩვენებაა, რომელიც აცხადებს, რომ გასროლა დავით კობაიძის მსგავსმა პირმა განახორციელა. „საქმის მასალებიდან იკვეთება, რომ […]

ალექსი კობაიძე – “პოლიციელებმა გეთაშვილის მანქანა გააჩერეს, გადაიყვანეს იქ მყოფი მუმლაძე და მკვლელს მიუყვანეს”

ალექსი კობაიძე - "პოლიციელებმა გეთაშვილის მანქანა გააჩერეს, გადაიყვანეს იქ მყოფი მუმლაძე და მკვლელს მიუყვანეს"

რუსთავში 36 წლის დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი გეთაშვილის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის ინფორმაციით, საქმეში კიდევ სამი პირი ფიგურირებს, მათგან ორი სამართალდამცველია და ისინი პოლიციამ უკვე დააკავა. ამის შესახებ ადვოკატმა ქვემო ქართლის პოლიციის მთავარი სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც მისი დაცვის ქვეშ მყოფს შეხვდა. ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებულ გიორგი გეთაშვილს ცრუ ჩვენების მიცემას ედავებიან. მისივე თქმით, […]

მალხაზ კობაურის ადვოკატი – “სმიტების 4 წლის შვილის მიმართ 3-4 გასროლაა განხორციელებული, დაზიანებები კი მიყენებულია სხვადასხვა ტრაექტორიით”

მალხაზ კობაურის ადვოკატი - "სმიტების 4 წლის შვილის მიმართ 3-4 გასროლაა განხორციელებული, დაზიანებები კი მიყენებულია სხვადასხვა ტრაექტორიით"

გამოძიების ვერსია, რომ ხადას ხეობაში მალხაზ კობაურმა ჯერ კაცი მოკლა, შემდეგ მცირეწლოვან ბავშვს ერთი ტყვია ესროლა და ქალი გააუპატიურა, სამედიცინო დასკვნებით ქარწყლდება, – ამის შესახებ ხადას ხეობაში მოკლული სმიტების ოჯახის საქმეზე ბრალდებულ მალხაზ კობაურის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა. მალხაზ კობაურის ადვოკატებმა პრესკონფერენცია გამართეს, სადაც სამედიცინო ექსპერტიზის შედეგებზე ისაუბრეს. ადვოკატების ინფორმაციით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ლორა სმიტს […]

ალექსი კობაიძე – “გახარიას პირველი მოადგილე გიორგი ჭანტურიაზე ზეწოლას ახდენდა”

ადვოკატი კობაიძე - გიორგი ჭანტურიას და მისი ოჯახის წევრებს გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი

სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში დროებით დაკავებული და მოგვიანებით გათავისუფლებული გიორგი ჭანტურიას ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფზე განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ზეწოლასთან დაკავშირებით, უახლოეს დღეებში გენინსპექციას მიმართავს. როგორც ალექსანდრე კობაიძემ ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა, 16 იანვარს, როდესაც გიორგი ჭანტურია დააკავეს, ადვოკატის მისვლამდე, დაკითხვის დროს, დანაშაულის აღიარების მოთხოვნით, მასზე შსს-ს მაღალჩინოსანმა ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელა. – […]

ალექსი კობაიძე – ”გიორგი ჭანტურიას სახლში მცხეთის ქუჩაზე ჩხრეკა მიმდინარეობს”

ალექსი კობაიძე - ”გიორგი ჭანტურიას სახლში მცხეთის ქუჩაზე ჩხრეკა მიმდინარეობს”

თბილისში, მცხეთის ქუჩაზე, სამსონ ქუთათელაძის საქმესთან დაკავშირებით, დაკავებულ გიორგი ჭანტურიას ფაქტობრივ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს. ამის შესახებ გიორგი ჭანტურიას ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამოძიებასთან თანამშრომლობს და იმედი აქვს, რომ დილის 6 საათისათვის მას გაათავისუფლებენ. გიორგი ჭანტურიას ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარდგენია, რადგან დაცვის მხარეს საქმის მასალები დაგვიანებით გადაეცა. […]