ჭდე: ალიგატორი

77 წლის ამერიკელი ქალის ბინაში ალიგატორი შეიჭრა და ღვინის ბოთლები დაამტვრია

77 წლის ამერიკელი ქალის ბინაში ალიგატორი შეიჭრა და ღვინის ბოთლები დაამტვრია

77 წლის ამერიკელმა ქალმა საკუთარ სახლში ალიგატორი აღმოაჩინა. შემთხვევა ფლორიდის შტატში მოხდა. სამი მეტრის სიგრძის ქვეწარმავალმა ფანჯარა გატეხა და საცხოვრებელ სახლში ისე შეაღწია. შემთხვევის დროს რეპტილიამ სამზარეულოში ღვინის ბოთლები დაამტვრია და ამ დროს მცირე დაზიანებები მიიღო. თავად სახლის პატრონი, ალიგატორის აღმოჩენის შემდეგ, საძინებელ ოთახში ჩაიკეტა და დახმარება გამოიძახა. ქვეწარმავალი სამართალდამცველებმა დაიჭირეს. გამოჯანმრთელების შემდეგ მას ფლორიდაში, […]

ჰიუსტონში ამერიკელს ოთახში ალიგატორი დახვდა

ჰიუსტონში ამერიკელს ოთახში ალიგატორი დახვდა

აშშ-ში, ტეხასის შტატში, სტიქიის შედეგებს ებრძვიან. ქარიშხალმა „ჰარვიმ“ და მის მიერ გამოწვეულმა წყალდიდობამ 48 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ყველაზე მეტად დაზიანდა ქალაქი ჰიუსტონი. სწორედ, ჰიუსტონში დაფიქსირდა მსხვერპლის ყველაზე დიდი რიცხვი. ამავდროულად, მარტო ჰიუსტონში 100.000-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი. წყალდიდობამ დააზიანა ჰიუსტონის მაცხოვრებლის, ბრაიან ფოსტერის სახლიც. რომელსაც შინ დაბრუნების შემდეგ მისაღებ ოთახში ალიგატორი დახვდა. ნიუპოსტი

ფლორიდის მაღაზიაში ალიგატორი გაასეირნეს

ფლორიდის მაღაზიაში ალიგატორი გაასეირნეს

ამერიკის ფლორიდას შტატში სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა ცოცხალი ალიგატორი ერთ-ერთი ადგილობრივი ავეჯის მაღაზიის იატაკზე გაათრიეს. მომხდარის ვიდეოჩანაწერი ფოქს 13 ნიუსმა ფეისბუქში საკუთარ გვერდზე განათავსა. ერთ დღე-ღამეში ვიდეორგოლი 330 ათასზე მეტმა ადამიანმა ნახა. რეპტილია ავტოსადგომზე აღმოაჩინეს და პოლიციელებმა იმისთვის, რომ გზა შეემოკლებინათ, გადაწყვიტეს, ის მაღაზიის სათადარიგო გასასვლელით, რომელიც ტამპას ყურესთან გადიოდა, წყლამდე მიეყვანათ. ეს ოპერაცია წარმატებით განხორციელდა.