ჭდე: ანდრეი მალახოვი

რატომ ჩამოვიდა ანდრეი მალახოვი საქართველოში და ვინ გადაუხადა მას ფული – გიორგი სიგუა ჩოგოვაძეს კორუფციაში ადანაშაულებს

რატომ ჩამოვიდა ანდრეი მალახოვი საქართველოში და ვინ გადაუხადა მას ფული - გიორგი სიგუა ჩოგოვაძეს კორუფციაში ადანაშაულებს

რუსეთის სახელმწიფო არხ რასიას ტელეწამყვანი, ანდრეი მალახოვი, გადამღებ ჯგუფთან ერთად, საქართველოში იმყოფებოდა. მათ თბილისი წუხელ დატოვეს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესამსახურის განმარტებით, მალახოვი გადაცემას “შვებულება ანდრეი მოლოხოვთან ერთად” ამზადებს, რომელიც საქართველოს შესახებ იქნება მომზადებული. რუსთავი2-ის ინფორმციით, ანდრეი მალახოვი, შემოქმედებით ჯგუფთან ერთად, სასტუმრო ბილტმორში დაბინავდა. უწყება ადასტურებს, რომ მალახოვის სასტუმროში განთავსებისა და კვების ხარჯებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციამ დააფინანსა. კურიერის ინფორმაციით, მალახოვი შატო მუხრანშიც იმყოფებოდა, ასევე დაესწრო მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლს. […]