ჭდე: ანზორ მელია

ზუგდიდის მერობის კანდიდატი ნაციონალებიდან ანზორ მელია იქნება

ზუგდიდის მერობის კანდიდატი ნაციონალებიდან ანზორ მელია იქნება

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის მერობის კანდიდატი ანზორ მელია იქნება. ანზორ მელია ნიკა მელიამ წარადგინა. “დიდი მადლობა მამა, რაც არ უნდა ვთქვა ამ ემოციებს ვერ გამოვხატავ”, – განაცხადა მელიამ. ცნობისთვის, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეგიონებში მერობის კანდიდატები წარადგინა.

„ნიკა ამნისტიას არ დათანხმდება“ – ანზორ მელია

ანზორ მელიას კლინიკა „გული“ დაიკეტა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მამა, ანზორ მელია, “ტვ პირველთან” ამბობს, რომ ნიკა მელია  ამნისტიით გამოსვლას არ დათანხმდება. “ნიკა ამნისტიით გამოსვლას არ დათანხმდება და მეც, როგორც მშობელი ვამბობ, ჯობს, ციხეში იჯდეს და მოიხადოს ის, რასაც მიუსჯის ეს კაცთმოძულე მთავრობა ნიკას, ვიდრე ხელი მოაწეროს. დაჩაჩანაკებულ ნიკა მელიას ვერ ნახავს ეს მთავრობა. ვაჟკაცია ვაჟკაცი! ამ მთავრობას აქვს რუსეთის იმედი […]

ანზორ მელია – „ამ აქციიდან ნიკას მინდა ვუთხრა – ბრძოლა ბოლომდე! “

ანზორ მელია - „ამ აქციიდან ნიკას მინდა ვუთხრა - ბრძოლა ბოლომდე! "

აქციაზე მყოფი ადამიანები მოითხოვენ თავისუფლებას – ბრძოლა ბოლომდე! – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის” ლიდერის ნიკა მელიას მამამ ანზორ მელიამ პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციაზე “ინტერპრესნიუსთან” განაცხადა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს სურს ადამიანები ციხეში ჩასვას, მაგრამ ამას ისინი არ შეეგუებიან. “დღეს ჩემ სათქმელზე პასუხი გაცემულია. პასუხი არის ის ხალხი, ვინც აქ იმყოფება. აქციაზე მყოფი ადამიანები მოითხოვენ თავისუფლებას. ივანიშვილს სურს ჩაგვსვას […]

ანზორ მელია – “ბედნიერი ვარ, რომ სისხლი არ დაიღვარა”

ანზორ მელია - "მეგონა, რომ კობა კობალაძე გვერდით დაუდგებოდა ჩემს შვილს, და ბევრი სხვაც, მაგრამ..."

მიუხედავად იმისა, რომ ნიკა დაიჭირეს, ბედნიერი ვარ, რომ სისხლი არ დაიღვარა, – ამის შესახებ კარდიოლოგიური კლინიკა „გულის“ გენერალურმა დირექტორმა, ანზორ მელიამ თავისი შვილის, ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, მას შვილი ბოლო 2 თვეა არ უნახავს. „მას არც ოჯახისთვის ეცალა და არც მშობლებისთვის, რადგან თავი ჰქონდა გადადებული“, – განაცხადა ანზორ მელიამ.

„რას წარმოვიდგენდი, სად შეყოფდა თავს“ – ანზორ მელია შვილზე

ანზორ მელიას კლინიკა „გული“ დაიკეტა

„ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელიას შესახებ მამა, ანზორ მელია საუბრობს. მისი თქმით, ექიმმა მშობლებმა შვილი ამ პროფესიისთვის „ვერ გაიმეტეს“, თუმცა, მოგვიანებით ნიკას გადაწყვეტილებამ ისინი „შოკში ჩააგდო“. „ყველაფერი მოვუყევი ექიმობაზე და ვუთხარი, ვერ გიმეტებ შვილო ამისთვის მეთქი. რას წარმოვიდგენდი, სად შეყოფდა თავს. ეს რა იყო. მე და ნანა(მეუღლე) შოკში ვიყავით“, – ამბობს მელია „მთავარი არხის“ ეთერში. დღეს ნიკა მელია […]

“ყველანი კარგად ვართ” – ანზორ მელიას კლინიკა “გული” 10 დეკემბრიდან გაიხსნება

ანზორ მელიას კლინიკა „გული“ დაიკეტა

კლინიკა „გული“ 10 დეკემბერს იხსნება, თანამშრომლები, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, თავს კარგად გრძნობენ. ამის შესახებ კლინიკა „გულის“ დირექტორმა ანზორ მელიამ „პრაიმტაიმნიუსთან განაცხადა. ანზორ მელიას თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც გაუმჯობესდა. „ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ბოჭორიშვილის კლინიკაში ვწევარ და კარგად ვარ. ჩემს კლინიკაში მომუშავე პერსონალიც ძალიან კარგად არის. 10-ში ვემზადებით გასახსნელად“,- განაცხადა მელიამ. შეგახსენებთ, კარდიოლოგიური კლინიკა „გულის“ 40 ექიმსა და 45 ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა, ინფიცირებულია კლინიკის […]

ანზორ მელია: „ორი დღეა  მდგომარეობა გამიუარესდა,  დღეს უკვე საავადმყოფოში მომიწევს გადასვლა“

ანზორ მელიას კლინიკა „გული“ დაიკეტა

ბოლო ორი დღეა ჯანმრთელობის მდგომარეობა გამიუარესდა და ალბათ, დღეს უკვე საავადმყოფოში მომიწევს გადასვლა, – ამის შესახებ კლინიკა “გულის” დირექტორმა ანზორ მელიამ Report.ge-ს განუცხადა. მელიას თქმით, მას ჰაერის უკმარისობა, ხველა და სიცხე აწუხებს. “ვირუსის მაჩვენებლის მატება მთელს საქართველოში გაიზარდა და სწორედ ამიტომ იფეთქა კლინიკაში ვირუსმაც. კლინიკაში გაიზარდა ინფიცირებული პაციენტების მომართვიანობა, ისინი  დროულად ვერ გადაგვყავდა სპეციალიზირებულ კლინიკაში და […]

ანზორ მელიას კლინიკა “გული” 10 დეკემბრამდე დაიხურა

ანზორ მელია - "მეგონა, რომ კობა კობალაძე გვერდით დაუდგებოდა ჩემს შვილს, და ბევრი სხვაც, მაგრამ..."

კლინიკაში „გული“ კორონავირუსით 70-მდე სამედიცინო პერსონალია დაინფიცირებული, აქედან 30 ექიმი და 40-მდე ექთანია. დაინფიცირებულია თავად კლინიკის ხელმძღვანელი, ანზორ მელიაც. „ძირითადად არის დაინფიცირებული 30 ექიმი და 40-მდე ექთანი, ტექნიკური პერსონალიც დაინფიცირებულია, მაგრამ, საბედნიეროდ, ყველასთან გართულების გარეშე მიმდინარეობს და საავადმყოფოში გადაყვანა არ დასჭირვებიათ, არც ფილტვების ანთება არ აქვთ. რაც შემეხება მე, სიცხე არ მაქვს და სახლის ეზოში […]

ანზორ მელიას კლინიკა „გული“ დაიკეტა

ანზორ მელიას კლინიკა „გული“ დაიკეტა

ანზორ მელიას კლინიკა „გული“ დროებით დაიკეტა. სამედიცინო პერსონალის დიდი ნაწილი კოვიდინფიცირებულია. კლინიკის დაკეტვის შესახებ ინფრომაციას თავად კლინიკა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ანზორ მელია – “ეს ვირუსი იწვევს სისხლის შედედების მომატებას, აუცილებელია ფეხით სიარული, პირბადეების ტარება, …”

ანზორ მელია - "მეგონა, რომ კობა კობალაძე გვერდით დაუდგებოდა ჩემს შვილს, და ბევრი სხვაც, მაგრამ..."

ინფიცირებულთა რაოდენობის მატებასთან ერთად საზოგადოებაში ვირუსზე უფრო და უფრო მეტი კითხვები ჩნდება.  კლინიკა “გულის” დირექტორი  ანზორ მელია საზოგადოებას რეკომენდაციებით მიმართავს: “ეს ვირუსი იწვევს სისხლის შედედების მომატებას. აუცილებელი რეკომენდაციებია : პირბადეების ტარება, ფეხით სიარული…” – ამბობს ანზორ მელია ტვ პირველის ეთერში.