ჭდე: ანკარა

ანკარაში უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

ანკარაში უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

ანკარაში უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე, თურქეთის მოქალაქეებთან ერთად მოლდოველები და უკრაინელებიც იმყოფებიან. აქციის მონაწილეები უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიას აპროტესტებენ. ცნობისთვის, მესამე დღეა, რაც უკრაინაში სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობს. მსოფლიო ლიდერები გმობენ რუსეთის ქმედებებს. სოლიდარობის აქციები კი მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში იმართება. იპნ

ანკარაში საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს

ანკარაში საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს

ანკარაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს. თურქული მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ისინი ერთ-ერთ ნაქირავებ ბინაში აიყვანეს, საიდანაც ჩხრეკისას ნაქურდალი ნივთები, მათ შორის, კომპიუტერები და ძვირფასეულობა ამოიღეს. დამნაშავეების კვალზე გამოძიება მას შემდეგ გავიდა, რაც ერთ-ერთ ბინაში, ძარცვის შემდეგ ეჭვმიტანილებმა ადგილობრივ სუპერმარკეტში შეძენილი საკვები დატოვეს. მაღაზიის სათვალთავალო კამერების ჩანაწერების შესწავლის შემდეგ, პოლიციამ მათი იდენტიფიცირება შეძლო. ბრალდებულები წინასწარი […]

ანკარაში ქართულ ენაზე ლიტურგია პირველად აღევლინა

ანკარაში ქართულ ენაზე ლიტურგია პირველად აღევლინა

საქართველოს საპატრიარქოს, საქართველოს საელჩოსა და ანკარაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ერთობლივი ძალისხმევით, ანკარის წმ. ტერეზას სახელობის ტაძარში იღუმენ  მიქაელ ბრეგვაძის მიერ ქართულ ენაზე პირველად აღევლინა წირვა-ლოცვა. ლიტურგიის დასრულების შემდეგ, იღუმენმა მიქაელმა და  თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ მრევლს სიტყვით მიმართეს და ეს ისტორიული დღე შეაფასეს . ელჩმა ხაზი  გაუსვა საელჩოსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის […]

ანკარაში აშშ-ის საელჩო დაცხრილეს 

ანკარაში აშშ-ის საელჩო დაცხრილეს 

თურქეთის დედაქალაქში აშშ-ის საელჩო დაცხრილეს. თურქული მედიის, Haberturk-ის ინფორმაციიით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. პოლიცია დამნაშავეებს ეძებს. თვითმხილველის ინფორმაციით, 20 აგვისტოს ადრე დილით, დიპლომატიურ მისიასთან ავტომობილი მივიდა, რომლიდანაც საელჩოს შენობას ცეცხლი გაუხსნეს. სავარაუდოდ იყო 4-5 გასროლა. ერთი ტყვია დაცვის სამსახურის შენობის დაჯავშნილ ფანჯარას მოხვდა. ამის შემდეგ მსროლელებმა ადგილი დატოვეს. აშშ-ის საელჩო ამ კვირაში ყურბან-ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით […]

ანკარაში აფეთქება მოხდა

ანკარაში აფეთქება მოხდა

თურქეთის დედაქალაქში გვიან ღამით ძლიერი აფეთქება მოხდა. ანკარას სამთავრობო უბანში, ერთ-ერთ შენობაში გამათბობელი აფეთქდა. მომხდარის შედეგად დაშავდა 3 ადამიანი. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, შენობაში აფეთქების მომენტში არავინ იმყოფებოდა. განადგურებულია შენობის პირველი სართული და დაზიანებულია ქუჩაში მდგომი ავტომანქანები. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. მიმდინარეობს გამოძიება