ჭდე: ანტალია

ანტალიაში დააკავეს ქართული ოჯახი, რომელიც ჩვილის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი

საბერძნეთში 47 წლის ქართველი ქალი დააკავეს

საქართველოდან თურქეთში წასული ოჯახი ანტალიის პოლიციამ დააკავა. ოჯახის სამივე წევრი – დედა, მამა და 15 წლის ქალიშვილი საზარელ დანაშაულში არიან ეჭვმიტანილები. გამოძიებით ირკვევა, რომ 15 წლის  მოზარდმა კონსპირაციულ ბინაში იმშობიარა, რის შემდეგაც ოჯახმა ახალშობილის თავიდან მოცილება გადაწყვიტა და ჩვილი კორპუსის მეხუთე სართულიდან გადმოაგდეს. დანაშაული ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტზე დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. ადგილობრივი პრესა წერს, რომ […]

რუსთაველზე აქციის დარბევაში მონაწილე სპეცრაზმელები დასასვენებლად ანტალიაში გაუშვეს

რუსთაველზე აქციის დარბევაში მონაწილე სპეცრაზმელები დასასვენებლად ანტალიაში გაუშვეს

20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, აქციის დარბევაში მონაწილე სპეცრაზმელები დასასვენებლად ანტალიაში გაუშვეს. ამის შესახებ „კურიერს“ სპეციალური ავიარესის ერთ-ერთმა მგზავრმა აცნობა და ფოტო მიაწოდა. ამავე მგზავრის ინფორმაციით, სპეცრაზმელები ბორტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა შეაცილეს. რუსთავი 2

ანტალიაში 61 წლის ქეთევან ქათამაძე თოკით დაახრჩვეს

ანტალიაში 61 წლის ქეთევან ქათამაძე თოკით დაახრჩვეს

ანტალიაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში საქართველოს მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინეს. მოკლული 61 წლის ქეთევან ქათამაძეა. არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლიდან არასასიამოვნო სუნი გამოდიოდა, რის გამოც მეზობლებმა შესაბამის სამსახურებს მიმართეს. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები, რომლებიც საცხოვრებელ ბინაში ფანჯრიდან შევიდნენ, იქ კი ნახევრადშიშველი ქალის ცხედარი აღმოაჩინეს. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ქალი სავარაუდოდ, თოკით დაახრჩვეს. მოკლული ქალი ბოლო 20 […]

ანტალიაში 5 ქართველი ფეხბურთელი ქურდობისთვის დააკავეს

ანტალიაში 5 ქართველი ფეხბურთელი ქურდობისთვის დააკავეს

ანტალიის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში, ქურდობაში ეჭვმიტანილი 5 ქართველი ფეხბურთელი დააკავეს. როგორც თურქული გამოცემა malatyaguncel.com და CNN-ის თურქული ბიური იუწყება,  დაკავებულები “სპარტაკ ცხინვალის” ( ქართულ კლუბს “ცხინვალი” ჰქვია. ეს მისი ძველი სახელწოდებაა. ავ.)  მოთამაშეები არიან, რომლებიც თურქულ შეკრებაზე, ანტალიის დაბა ბელექში რამდენიმე დღის წინ, ზამთრის შეკრებაზე გაემგზავრნენ. გამოცემების ცნობით, ქართველი ფეხბურთელები ანტალიის სავაჭრო ცენტრში, სპორტული აქსესუარების […]

ანტალიაში 17 წლის ქართველი ტურისტი ნ.ბ. ტანსაცმლის მოპარვისთვის დააკავეს

ანტალიაში 17 წლის ქართველი ტურისტი ნ.ბ. ტანსაცმლის მოპარვისთვის დააკავეს

თურქეთში, ანტალიის პროვინციის ქალაქ მანავგათის პოლიციამ 17 წლის ქართველი ტურისტი ნ.ბ დააკავა. როგორც თურქული მედია წერს, საქართველოს მოქალაქე სავაჭრო ცენტრიდან ტანსაცმლის მოპარვაშია ბრალდებული. რამდენიმე ხნის წინ მან სავაჭრო ცენტრის გასახდელში ტანსაცმელს დამაგრებული ჩიპები მოხსნა და სავაჭრო ობიექტიდან ისე მოიპარა. მისი ეს ქმედება სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს. მოგვიანებით საქართველოს მოქალაქე ისევ დაბრუნდა აღნიშნულ სავაჭრო ცენრტრში, მას თან […]

ანტალიაში ტურისტებით სავსე ავტობუსი გადატრიალდა

ანტალიაში ტურისტებით სავსე ავტობუსი გადატრიალდა

თურქეთში, ანტალიაში ავტობუსი გადატრიალდა, რომელსაც ტურისტები გადაჰყავდა. ამის შესახებ თურქეთის ჟანდარმერიის წარმომადგენელმა განაცხადა. ჟანდარმერიის ინფორმაციით, 18 იაპონელი ტურისტი მსუბუქადაა დაშავებული. ანტალიიდან კონიაში მიმავალი ავტობუსი მას შემდეგ გადატრიალდა, რაც მძღოლმა მართვის კონტროლი დაკარგა. ინტერპრესნიუსი

ანტალიაში ტურისტული ავტობუსის ავტოავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 29 დაშავდა

ანტალიაში ტურისტული ავტობუსის ავტოავარიის შედეგად 2 ადამიანი  დაიღუპა, 29 დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ანტალიაში, კუმლუჯას რაიონში. შედეგად დაიღუპა 2 და დაშავებულია 29 ადამიანი. თურქეთის პოლიციის ცნობით, დაშავებულები თურქეთის მოქალაქეები არიან. დაშავებულები საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი.

ანტალიაში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

ანტალიაში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

თურქეთში მძარცველების ხუთკაციანი ჯგუფი დააკავეს. თურქული მედიის ცნობით, დაკავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან, მათ შორის – ერთი ქალი. მძრცველების იდენტიფიცირება ანტალიის პოლიციამ სათვალთვალო კამერების მეშვეობით შეძლო. დაკავებულთა საცხოვრებელი ბინებიდან სამართალდამცვებმა ძვირფასი ნივთები და კომპიუტერული ტექნიკა ამოიღეს. ნიუპოსტი