ჭდე: არგენტინა

არგენტინაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

არგენტინაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

არგენტინაში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტო გერმანიის გეომეცნიერების ცენტრზე დაყრდნობით იუწყება, რომ მიწისძვრის ეპიცენტრი სან-ხუანის პროვინციის სამხრეთით 40 კმ-ში დაფიქსირდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ქვეყნის ტერიტორიაზე მიწისძვრას ნგრევა არ გამოუწვევია და არავინ დაშავებულა ან დაღუპულა. იპნ

მესი შესაძლოა თავისი გამონათქვამების გამო დაისაჯოს

არგენტინა კოპა ამერიკის მეოთხედფინალში ვენესუელას დაუპირისპირდება

სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო ფედერაციამ შესაძლოა ლიონელ მესი თავისი გამონათქვამების გამო დასაჯოს და მას ორი წლით ნაკრებში თამაში აუკრძალოს. მესიმ განაცხადა რომ კოპა ამერიკაზე ყველაფერი წინასწარ არის ცნობილი და მსაჯები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის რომ ტურნირში ბრაზილიამ გაიმარჯვოს. განსაკუთრებით ეს ბრაზილია-არგენტინის ნახევარფინალს შეეხო, როდესაც მესის აზრით მსაჯმა ბრაზილიის კარში ორი პენალტი არ დანიშნა. ლეომ ბრინჯაოს მედალიც არ […]

არგენტინა კოპა ამერიკის მეოთხედფინალში ვენესუელას დაუპირისპირდება

არგენტინა კოპა ამერიკის მეოთხედფინალში ვენესუელას დაუპირისპირდება

არგენტინის ნაკრებმა ყატარის დამარცხება მოახერხა და 4 ქულით მათ ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს. ამრიგად მიუხედავად ცუდი სტარტისა არგენტინის ნაკრებმა მეოთხედფინალში გასვლა მოახერხა, სადაც მისი მეტოქე ვენესუელა იქნება. შეხვედრა 28 ივნისს გაიმართება, თუმცა დაწყების ზუსტი დრო ცნობილი არ არის. შეგახსენებთ რომ კოპა ამერიკის წინა ორ გათამაშებაში არგენტინის ნაკრებმა ფინალამდე მიაღწია, სადაც ორივეჯერ ჩილესთან დამარცხდა.

არგენტინაში ერთი წლის წინ გაუჩინარებული წყალქვეშა ნავი იპოვეს

არგენტინაში ერთი წლის წინ გაუჩინარებული წყალქვეშა ნავი იპოვეს

არგენტინაში ზუსტად ერთი წლის წინ გაუჩინარებული წყალქვეშა ნავი იპოვეს. თავდაცვის სამინისტროს ინფრომაციით, ხომალდი ატლანტის ოკეანეში, ვალდესის ნახევარ კუნძულთან, 800 მეტრის სიღრმეზე აღმოაჩინეს. წყალქვეშა ნავი, რომლის ბორტზეც 44 მეზღვაური იმყოფებოდა, ზუსტად ერთი წლის წინ გაუჩინარდა. სან ხუანი გეგმიური რეისის შემდეგ ბაზაზე ბრუნდებოდა, თუმცა, 2017 წლის 15 ნოემბერს ეკიპაჟთან კონტაქტი შეწყდა. ძებნის ოპერაციაში რამდენიმე ქვეყანა იყო ჩართული, თუმცა, ხომალდის […]

არგენტინაში 25 წლის მეკარე მოკლეს

არგენტინაში 25 წლის მეკარე მოკლეს

არგენტინაში 25 წლის მეკარე ფაკუნდო ესპინდოლა მოკლეს. ესპინდოლას ქუჩაში რამდენიმე ადამიანთან შელაპარაკება მოუვიდა, რის შემდეგაც მას დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს და ის ადგილზე გარდაიცვალა. აღსანიშნავია რომ პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა და ის ასევე ფეხბურთელი ნაუელ ოვიედო აღმოჩნდა. ესპინდოლა რივერ პლეიტის აღზრდილია, თუმცა მან ამ გუნდში თავის დამკვიდრება ვერ შეძლო და ბოლო წლებში ის არგენტინის მეორე დივიზიონის […]

ხორხე სამპაოლი არგენტინის ნაკრებიდან გაუშვეს

ხორხე სამპაოლი არგენტინის ნაკრებიდან გაუშვეს

ხორხე სამპაოლი არგენტინის ნაკრების მწვრთნელი აღარ იქნება. ეს ინფორმაცია არგენტინის საფეხბურთო ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა. სამპაოლი კონტრაქტის გაწყვეტის გამო კომპენსაციის სახით 2 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო თუ ვინ იქნება არგენტინის ნაკრების ახალი მწვრთნელი, ჯერჯერობით უცნობია. სამპაოლი არგენტინის ნაკრებს ორი წლის მანძილზე წვრთნიდა და მისი ხელმძღვანელობით არგენტინამ წარმატებას ვერ მიაღწია. აღსანიშნავია ისიც რომ სამპაოლის არ ჰქონდა კარგი […]

ლიონელ მესი ნიგერიის დამარცხებისთვის მზად არის

ლიონელ მესი ნიგერიის დამარცხებისთვის მზად არის

ლიონელ მესიმ ნიგერიასთან შეხვედრაზე ისაუბრა და თქვა რომ მას სჯერა თავისი ნაკრების წარმატების. შეგახსენებთ რომ არგენტინას მხოლოდ გამარჯვება აძლევს ხელს ნიგერიასთან და სხვა ნებისმიერი შედეგი მესის გუნდისთვის დამღუპველია: ”ჯერ კიდევ მჯერა რომ მსოფლიო ჩემპიონატის მოგება შეგვიძლია, რადგან ძლიერი ფეხბურთელები გვყავს, უბრალოდ მოედანზე ერთმანეთს უკეთესად უნდა გავუგოთ. სანამ შანსები გვაქვს, ბოლომდე ვიბრძოლებთ”–განაცხადა ლიონელ მესიმ. ნიგერიასთან შეხვედრა […]

მოსკოვში 3 არგენტინელ გულშემატკივარს მე-6 სართულიდან გადავარდნილი კაცი დაეცა

მოსკოვში 3 არგენტინელ გულშემატკივარს მე-6 სართულიდან გადავარდნილი კაცი დაეცა

მოსკოვის ცენტრში, საცხოვრებელი სახლის მე-6 სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა და არგენტინის ნაკრების 3 გუშემატკივარს დაეცა. რუსული მედიის ცნობით, ინციდენტი 16 ივნისს მოხდა. შემთხვევამდე რამდენიმე წუთით ადრე, გამვლელებმა შეამჩნიერს, რომ მეექვსე სართულის ფანჯარაში შიშველი მამაკაცი იდგა და არაადეკვატურად იქცეოდა. შემდეგ სავარაუდოდ, წონასწორობა დაკარგა, გადმოვარდა და სამ არგენტინელ გულშემატკივარს დაეცა, რომელიც არგენტინა-ისლანდიის მატჩიდან ბრუნდებოდნენ. ორი მათგანი სააავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთი უვნებელი […]

მაურო იკარდი მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩა

მაურო იკარდიმ მანჩესტერ იუნაიტედზე უარი თქვა

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხორხე სამპაოლიმ იმ ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა ვინც მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას და ამ სიაში ვერ მოხვდა მილანის ინტერის ფორვარდი მაურო იკარდი. იკარდიმ იტალიის ჩემპიონატში 29 გოლი გაიტანა, მაგრამ ხორხე სამპაოლი მას არასდროს წყალობდა და საბოლოოდ იკარდი მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩა. იკარდის გარდა მსოფლიო ჩემპიონატზე არ ითამაშებს ევერ ბანეგაც, რომელიც ბოლო წლებში […]

ლიონელ მესი: ”ან წელს მოვიგებთ მსოფლიო ჩემპიონატს, ან არასდროს”

ლიონელ მესი: ”ან წელს მოვიგებთ მსოფლიო ჩემპიონატს, ან არასდროს”

არგენტინის ნაკრების ლიდერმა ლიონელ მესიმ ჟურნალისტებთან მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრა და თქვა რომ არგენტინამ ან ახლა უნდა მოიგოს ეს ტურნირი, ან არასოდეს. მესის აზრით მის თაობას კიდევ ერთი შანსი აღარ მიეცემა: ”ვგრძნობ რომ რაღაც დიდი გვიახლოვდება და მოუთმენლად ველი მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებას. მე, აგუეროს, დი მარიას და ჩვენ თაობას ბოლო შანსი გვაქვს რომ მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგოთ […]