ჭდე: არსენალი

მილანთან ახლოს, სავაჭრო ცენტრში, „არსენალის” ფეხბურთელი, პაბლო მარი დაჭრეს

მილანთან ახლოს, სავაჭრო ცენტრში, „არსენალის" ფეხბურთელი, პაბლო მარი დაჭრეს

მილანთან ახლოს მდებარე სავაჭრო ცენტრში, დანით შეიარაღებულმა პირმა ექვსი ადამიანი დაჭრა. მათგან ერთი გარდაიცვალა. bbc- ის ცნობით, დაჭრილებს შორის არის საფეხბურთო კლუბ „არსენალის“ ფეხბურთელი პაბლო მარი. სამართალდამცველებმა თავდამსხმელი დააკავეს. დანაშაულის ჩადენის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია. წინასწარი ცნობით, მან სავაჭრო ცენტრში მყოფი პირები მაღაზიის დახლიდან აღებული დანით დაჭრა. მომხდარის შემდეგ, სავაჭრო ცენტრიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა.

მიკელ არტეტას კორონავირუსი აქვს, ინგლისის ჩემპიონატი 4 აპრილამდე შეჩერდა

მიკელ არტეტას კორონავირუსი აქვს, ინგლისის ჩემპიონატი 4 აპრილამდე შეჩერდა

არსენალის მთავარ მწვრთნელს მიკელ არტეტას კორონავირუსი ოფიციალურად დაუდასტურდა. არტეტამ განაცხადა რომ მან თავი შეუძლოდ იგრძნო და ამიტომ ტესტი ჩააბარა, რის შემდეგაც მას დაავადება დაუდასტურდა. არტეტამ იმედი გამოთქვა რომ სამსახურს მალე დაუბრუნდება. ბუნებრივია ინგლისის საფეხბურთო ფედერაციამ ზომები მიიღო და ჩემპიონატი 4 აპრილამდე შეჩერებულია მთლიანად არსენალი კი კარანტინშია გადაყვანილი.

არსენალმა ალეგრი ინგლისურის არცოდნის გამო დაიწუნა

მასიმილიანო ალეგრიმ კრიშტიანო რონალდოზე ისაუბრა

ინგლისურ მედიაში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა მასიმილიანო ალეგრიზე. ინფორმაციის თანახმად არსენალი მასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა და ლონდონელები სწორედ მას მოიაზრებდნენ არსენალის ახალ მთავარ მწვრთნელად. არსენალის ხელმძღვანელობას რამდენიმე რამ არ მოეწონა და პირველი ის იყო რომ ალეგრი კარგად ვერ ფლობს ინგლისურ ენას. გარდა ამისა, იტალიელმა მწვრთნელმა თავისი სამწვრთნელო შტაბი მოითხოვა, რომელშიც მხოლოდ მასთან დაახლოებული პირები იქნებობდნენ. ამ მიზეზების […]

უნაი ემერი არსენალიდან გაუშვეს

არსენალის ახალი მწვრთნელი უნაი ემერი გახდა

უნაი ემერი არსენალის მწვრთნელი აღარ არის. ეს ინფორმაცია თვითონ არსენალმა ოფიციალურად დაადასტურა. 29 ნოემბერს უნაი ემერი არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო თანამდებობიდან გაანთავისუფლეს და მის ადგილს დროებით მისი ასისტენტი ფრედი ლუნდბერგი დაიკავებს. ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ გახდება არსენალის ახალი მწვრთნელი და ამ პოსტზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება, რომელთა შორის არის მაურისიო პოჩეტინოც, რომელიც ტოტენჰემიდან ერთი კვირის წინ გაუშვეს. […]

არსენალი ემერის ზამთარში არ გაუშვებს

არსენალის ახალი მწვრთნელი უნაი ემერი გახდა

ლონდონის არსენალი ბოლო პერიოდში არცთუ ისე დამაჯერებელია და უკვე აქტიურად იწერება იმის შესახებ რომ შესაძლოა უნაი ემერიმ თანამდებობა დატოვოს. თუმცა არსენალში ასე არ ფიქრობენ და გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ემერის ჯერ კიდევ ენდობიან და მზად არიან მას დრო მისცენ. სავარაუდოდ სეზონის ბოლომდე ესპანელი სპეციალისტი არსენალში დარჩება, ხოლო შემდეგ კი არსენალის ხელმძღვანელობა გადაწყვეტილებას მიიღებს. ბოლო შეხვედრა არსენალმა […]

ისკოს შეძენა არსენალს სურს

ისკო: ”რეალში თავის გამოჩენის საშუალებას არ მაძლევენ”

ლონდონის არსენალი მადრიდის რეალის ნახევარმცველით ისკო ალკორკონით დაინტერესდა, რომელიც რეალში ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება. ისკოს შეძენა რამდენიმე იტალიურ გუნდს სურდა, მაგრამ ეს ტრანსფერები ჩაიშალა და ამჯერად ისკოს ინგლისური ვარიანტი გამოუჩნდა. არსენალი მზად არის 50 მილიონი გადაიხადოს, თუმცა რეალს ეს თანხა არ აკმაყოფილებს და ისინი 70 მილიონს ითხოვენ. ისკომ შესაძლოა სამეფო კლუბი უკვე იანვარში დატოვოს.

მოურინიო მზად არის არსენალი ჩაიბაროს

ჟოზე მოურინიო შესაძლოა რომელიმე ფრანგულ გუნდში ვიხილოთ

პორტუგალიელი სპეციალისტი ჟოზე მოურინიო მზად არის ლონდონის არსენალი ჩაიბაროს იმ შემთხვევაში თუ უნაი ემერის გაანთავისუფლებენ. ჯერჯერობით ემერის განთავისუფლებაზე საუბარი არ ყოფილა, მაგრამ არსენალის ხელმძღვანელობა მისი მუშაობით ბოლომდე კმაყოფილი არ არის. მოურინიო დაინტერესებულია არსენალში მუშაობით და ის ელოდება თავის შანსს. ასევე არის საუბრები იმაზეც, რომ ჟოზე შესაძლოა რეალში დაბრუნდეს.

უნაი ემერი: ”შეფილდთან წაგებას არ ვიმსახურებდით”

არსენალის ახალი მწვრთნელი უნაი ემერი გახდა

არსენალის მთავარმა მწვრთნელმა ჯნაი ემერიმ შეფილდთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა რომ მისი გუნდი წაგებას არ იმსახურებდა. ემერის აზრით ერთ-ერთ ეპიზოდში ვარს არსენალის სასარგებლოდ პენალტი უნდა დაენიშნა, მაგრამ მან ეს არ გააკეთა: ”ვფიქრობ ვარი სწორედ იმისთვის არსებობს რომ ასეთ ეპიზოდებში სათანადო გადაწყვეტილება მიიღოს და მან დღეს ეს არ გააკეთა. ცუდად არ გვითამაშია და წაგებას არ ვიმსახურებდით”. შეფილდმა […]

არსენალის ახალი მწვრთნელი უნაი ემერი გახდა

არსენალის ახალი მწვრთნელი უნაი ემერი გახდა

არსენალის ახალი  მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი გახდება. ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა, როგორც არსენალმა, ასევე ემერიმ. ემერი არსენალთან ორწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და მისი ანაზღაურება 8 მილიონი ფუნტი სტერლინგი იქნება წელიწადში. ემერის თქმით ის ძალიან ბედნიერია რომ მას არსენალში მუშაობის შანსი მიეცა და ის თავს არ დაზოგავს ლონდონური კლუბისთვის. ემერიმ ორი წელიწადი პსჟ-ში იმუშავა და გუნდთან […]

არსენალის მწვრთნელი შესაძლოა უნაი ემერი გახდეს

არსენალის მწვრთნელი შესაძლოა უნაი ემერი გახდეს

არსენალის მომავალი მწვრთნელის ვინაობა კვლავინდებურად უცნობია, თუმცა ამ კანდიდატურაზე რამდენიმე ადამიანი განიხილება. ერთ-ერთი კანდიდატი უნაი ემერია, რომელმაც პსჟ დატოვა. ემერი ამჟამად ლონდონში იმყოფება და შესაძლოა ის სწორედ არსენალის ხელმძღვანელობასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს. ემერი ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს და საბოლოოდ ყველაფერი ზაფხულში გადაწყდება. შეგახსენებთ რომ არსენალი არსენ ვენგერმა დატოვა, რომელიც ამ გუნდს 22  წლის მანძილზე ედგა სათავეში. […]