ჭდე: არჩილ ტატუნაშვილი

“სტრასბურგის სასამართლოში ტატუნაშვილის საქმეზე სარჩელი ძალიან პრინციპული იქნება”- ეკა ბესელია

ეკა ბესელია - მმართველ პარტიას ჰყავს ყველაზე მეტი მხარდამჭერი, შესაბამისად, შემომწირველთა რაოდენობაც მეტი იქნება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მთავრობის მიერ არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვას მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას უწოდებს. მისი თქმით, სარჩელი ძალიან პრინციპული იქნება. „მნიშვნელოვანია სამართლებრივი გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მთავრობამ ტატუნაშვილის ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს მიმართოს. ვფიქრობ, რომ საერთაშორისო სასამართლოს მექანიზმის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იქნება, ევროპული კონვენციით გათვალისწინებული ძირითადი უფლების დარღვევის გამო. კონვენციის […]

ედუარდ კოკოითი არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე – “ცხინვალის ხელისუფლებაში პროქართულმა ძალებმა შემოაღწიეს”

ედუარდ კოკოითი არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე - "ცხინვალის ხელისუფლებაში პროქართულმა ძალებმა შემოაღწიეს"

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყოფილმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა ცხინვალის ამჟამინდელი ე.წ. ხელისუფლების ქმედება, არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით, დაგმო. როგორც კოკოითმა სააგენტო „ანა – ნიუსთან“ საუბარში განაცხადა, თუ ტატუნაშვილი დივერსანტი იყო, მაშინ ყველა მტკიცებულება უნდა წარედგინათ. მისი შეფასებით, ის რაც მოხდა არის რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაცია ცხინვალის ე.წ. ხელისუფლების მხრიდან. – რაც შეეხება არჩილ […]

პრემიერი – “ტატუნაშვილთან დაკავშირებით რუსეთი პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა”

პრემიერი - "ტატუნაშვილთან დაკავშირებით რუსეთი პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა"

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ ილაპარაკა ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვასთან დაკავშირებით და ამ საქმეში რუსეთის პასუხისმგებლობას გაუსვა ხაზი. “რუსეთი ვერანაირად ვერ აიცილებს პასუხისმგებლობას იმაზე, რაც არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით მოხდა და ეს პასუხისმგებლობა დაფიქსირებულია საერთაშორისო რეზოლუციებში” – განაცხადა პრემიერმა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს. „რუსეთი ვერანაირად ვერ აიცილებს პასუხისმგებლობას იმაზე, რაც მოხდა და ეს […]

პრეზიდენტმა არჩილ ტატუნაშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვა

პრეზიდენტმა არჩილ ტატუნაშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ წამებით მოკლული ქართველი სამხედრო, არჩილ ტატუნაშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ეს განცხადება გიორგი მარგველაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გააკეთა, სადაც არჩილ ტატუნაშვილი სამხედრო პატივით დაკრძალეს. – დღეს მიწას მივაბარეთ ღირსეული მამულიშვილი, არჩილ ტატუნაშვილი. ამავე დროს დღეს ჩვენ ვნახეთ ოკუპანტის ნამდვილი სახე, ის არის ადამიანის გამტაცებელი და წამებით მომკვლელი. დღეს ვნახეთ, რომ ამ […]

არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს – ვიდეო

არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს - ვიდეო

არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიას პრეზიდენტი, მთავრობის წევრები, დეპუტატები, პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები დაესწრნენ. სასულიერო პირებმა პანაშვიდი გადაიხადეს. არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი დილით წეროვანში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე – არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, […]

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე არჩილ ტატუნაშვილის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს 

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე არჩილ ტატუნაშვილის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს 

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე არჩილ ტატუნაშვილის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს. ცხინვალის ციხეში საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული ქართველი სამხედრო, წეროვანის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრიდან მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სადაც 2008 წლის ომის დროს გარდაცვლილი ჯარისკაცები არიან დაკრძალული, ცოტახნის წინ გადაასვენეს. არჩილ ტატუნაშვილი შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა და საერთაშორისო მისიებში გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას ემსახურებოდა. ყოფილი სამხედრო 2018 წლის 22 თებერვალს […]

ბიძინა ივანიშვილი არჩილ ტატუნაშვილის სამძიმარზე მივიდა

ბიძინა ივანიშვილი არჩილ ტატუნაშვილის სამძიმარზე მივიდა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, წეროვანში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მივიდა და საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლულ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა. ექსპრემიერმა ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა.

არჩილ ტატუნაშვილი წეროვანში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაასვენეს

არჩილ ტატუნაშვილი წეროვანში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაასვენეს

ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მოკლული ქართველი სამხედრო არჩილ ტატუნაშვილი წილკნიდან წეროვანში, გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. ტატუნაშვილის ეკლესიიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ და მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ. 35 წლის სამხედრო, არჩილ ტატუნაშვილი მიმდინარე წლის 22 თებერვალს, ახალგორში, ორ სხვა ქართველთან ერთად, დააკავეს. მომდევნო დღეს კი, საოკუპაციო რეჟმმა ინფორმაცია გაავრცელა, სადაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტი […]

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა

საქართველოს ნაკრების წევრტები სოფელ წილკანში იმყოფებოდნენ, სადაც მათ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრეს. ფეხბურთელებს შორის იყვნენ გურამ კაშია, ჯაბა კანკავა და ბევრი სხვა. შეგახსენებთ რომ არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე წამებით მოკლეს და ცხედარი მის ოჯახს რამდენიმე დღის წინ დაუბრუნდა. სქართველოს ნაკრების გარდა, ტატუნაშვილის ოჯახს თბილისის დინამოს ფეხბურთელებმაც მიუსამძიმრეს.

ილია II-მ წილკანში არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა – ”ნათელში იყოს არჩილის სული, მისი სული ცოცხალია და მას სჭირდება ლოცვები”

ილია II-მ წილკანში არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა - ”ნათელში იყოს არჩილის სული, მისი სული ცოცხალია და მას სჭირდება ლოცვები”

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-ატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია II-მ წილკანში, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში პანაშვიდის დასრულების შემდეგ მცირე განცხადება გააკეთა. – ნათელში იყოს არჩილის სული. ვიზიარებთ ოჯახის მწუხარებას. ეს არის მწუხარება მთელი საქართველოსი. ნათელში იყოს მისი სული. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მისი სული ცოცხალია და მას სჭირდება ლოცვები, – განაცხადა უწმინდესმა.