ჭდე: ატლეტიკო

იურგენ კლოპი: ”ატლეტიკო ასეთ ფეხბურთს არ უნდა თამაშობდეს”

იურგენ კლოპი: ”სალაჰს უკეთ შეუძლია თამაში”

ლივერპული საკუთარ მოედანზე მადრიდის ატლეტიკოსთან დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა. მატჩი ატლეტიკომ 3:2 მოიგო და ეს დამატებით დროში მოხდა. ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განაცხადა რომ ატლეტიკოს გაუმართლა, თუმცა მან ესპანელები ბოლომდე ბრძოლისთვის მაინც შეაქო: ”არ მესმის ატლეტიკო დაცვით ფეხბურთს რატომ თამაშობს, როდესაც მათ შეტევაშიც შესანიშნავად შეუძლიათ მოქმედება. ჩვენ კარგად ვითამაშეთ, მაგრამ იღბალმა ზურგი გვაქცია […]

დიეგო სიმეონე: ”მეორე გოლის გატანაც შეგვეძლო”

სიმეონე ატლეტიკოსთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს

მადრიდის ატლეტიკოს მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ლივერპულთან გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ მისმა გუნდმა დავალება კარგად შეასრულა და ზუსტად ისე ითამაშა, როგორც საჭირო იყო გამარჯვების მისაღწევად: ”ვფიქრობ, მაყურებლის მხარდაჭერა ძალიან დაგვეხმარა, რადგან ისინი მთელი მატჩის მანძილზე ჩვენს გვერდში იდგნენ. შედეგით კმაყოფილი ვარ, თუმცა შეგვეძლო გოლები კიდევ გაგვეტანა. ლივერპულში ურთულესი შეხვედრა გველის, სადაც კიდევ ერთხელ უნდა დავამტკიცოთ […]

კავანი ატლეტიკოს რამდენიმე დღეში შეუერთდება

ედისონ კავანიმ ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეშვიდე შეხვედრაში შეძლო გოლის გატანა

პსჟ-ს ურუგვაელი ფორვარდი ედისონ კავანი საბოლოოდ მაინც მადრიდის ატლეტიკოს ფეხბურთელი გახდება. გუნდებმა უკვე მოილაპარაკეს და უახლოეს დღეებში კავანი მადრიდში ჩაფრინდება, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის. ჯერჯერობით არ სახელდება თანხა, რომელსაც ატლეტიკო ამ ტრანსფერში გადაიხდის. კავანი ატლეტიკოში რამდენიმე კვირის წინ უნდა გადასულიყო, მაგრამ პსჟ და ატლეტიკო სატრანსფერო ფასზე ვერ შეთანხმდნენ. როგორც ჩანს ეს პრობლემა მოგვარებულია.

კავანის სატრანსფერო საგა გრძელდება

ედისონ კავანიმ ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეშვიდე შეხვედრაში შეძლო გოლის გატანა

ედისონ კავანის სატრანსფერო საგა კვლავ გრძელდება და ჯერჯერობით უცნობია თუ სად გააგრძელებს ის კარიერას. ყველაზე მეტად მისი შეძენა მადრიდის ატლეტიკოს სურს, მაგრამ ატლეტიკო და პსჟ სატრანსფერი ფასში ვერ თანხმდებიან. პსჟ 30 მილიონს ითხოვს, ხოლო ატლეტიკოს კი მხოლოდ 20-ის გადახდა სურს. სავარაუდოდ პარიზელებს დათმობა მოუწევთ, რადგან ზაფხულში კავანის კონტრაქტი უმთავრდება და ის თავისუფალი აგენტის სახით დატოვებს […]

ედისონ კავანი თითქმის ატლეტიკოს ფეხბურთელია

ედისონ კავანი შესაძლოა იუვენტუსში გადავიდეს

პსჟ-ს ფორვარდს ედისონ კავანის გუნდიდან წასვლა სურს, რადგან მან ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და მწვრთნელი მას არ ენდობა. კავანის მადრიდის ატლეტიკო ეპატიჟება და თვითონ ფორვარდიც თანახმაა რომ კარიერა ატლეტიკოში გააგრძელოს. იანვარში ეს ტრანსფერი ოფიციალური გახდება და ატლეტიკო პსჟ-ს 40 მილიონს გადაუხდის, თუმცა თანხა შესაძლოა შეიცვალოს. კავანი წლების მანძილზე პსჟ-ს ლიდერი იყო, მაგრამ ნეიმარის და მბაპეს […]

კავანი შესაძლოა მადრიდის ატლეტიკოში გადავიდეს

ედისონ კავანი შესაძლოა იუვენტუსში გადავიდეს

პსჟ-ს ურუგვაელი ფორვარდი ედისონ კავანი შესაძლოა მადრიდის ატლეტიკოში გადავიდეს. კავანის პსჟ-დან წასვლა სურს, რადგან ის ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება და ურუგვაელს ეს არ აკმაყოფილებს. ატლეტიკოს კი თავის მხრივ ახალი ფორვარდი სჭირდება, რადგან დიეგო სიმეონეს გუნდს შეტევაში პრობლემები აქვს. კავანის პსჟ იაფად არ დათმობს და ფორვარდის სატრანსფერო ფასი 40 მილიონი ევრო იქნება. ედისონ კავანი წლების მანძილზე […]

ივან რაკიტიჩით მადრიდის ატლეტიკო დაინტერესდა

ივან რაკიტიჩის მომავალი ბარსელონაში გაურკვეველია

ივან რაკიტიჩი არ მალავს თავის უკმაყოფილებას სათამაშო დროის სიმცირის გამო ბარსელონაში და შესაძლოა ზამთარში მან გუნდი დატოვოს. რაკიტიჩის შეძენით საკმაოდ ბევრი კლუბია დაინტერესებული და მათ შორის არის მადრიდის ატლეტიკოც. მადრიდელები მზად არიან ამ ტრანსფერში 45 მილიონი გადაიხადონ, თუმცა ბარსელონა 60 მილიონზე ნაკლებად რაკიტიჩის გაყიდვას არ აპირებს. ხორვატი ნახევარმცველის შეძენა ასევე მილანის ინტერს სურს და ამ […]

დიეგო სიმეონე: ”ბაიერთან წაგება ჩემი ბრალია”

სიმეონე ატლეტიკოსთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს

მადრიდის ატლეტიკოს მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ატლეტიკოსთან მარცხის შემდეგ განაცხადა რომ მისი გუნდი საკმარისად კარგად არ იყო მზად და ეს მხოლოდ მწვრთნელის ბრალია: ” თავიდანვე თამაში არასწორად დავიწყეთ და მეტოქეს მივეცით საშუალება უპირატესობა მიეღო. მეორე ტაიმში შევეცადეთ მდგომარეობა გამოგვესწორებინა, მაგრამ სამწუხაროდ ეს ვერ შევძელით. ამ წაგებაზე პასუხისმგებლობას მე ვიღებ და შემდეგ შეხვედრებში გულშემატკივარს უკეთეს თამაშს […]

ფერნანდო ტორესმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა

ფერნანდო ტორესმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა

ლეგენდარულმა ესპანელმა ფორვარდმა ფერნანდო ტორესმა 35 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ტორესმა თავისი ბოლო სეზონი ჩინეთში ჩაატარა. კარიერის მანძილზე ფერნანდომ არაერთი ტიტული მოიგო და ცნობილი ატლეტიკოში თამაშით გახდა, ხოლო 2007 წელს კი ტორესი ლივერპულში გადავიდა და დღემდე ამ გუნდის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფორვარდად ითვლება. ლივერპულის შემდეგ ტორესმა ბედი ჩელსიში სცადა, სადაც 2012 წელს ჩემპიონთა ლიგა […]

დიეგო კოსტას 8 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს

დიეგო კოსტას 8 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს

მადრიდის ატლეტიკოს ფორვარდი დიეგო კოსტა ესპანეთის საფეხბურთო ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა მკაცრად დასაჯა. ბარსელონასთან შეხვედრაში მსაჯის შეურაცხყოფის გამო გააძევეს და ის მომავალ 8 შეხვედრას გამოტოვებს, რაც ნიშნავს რომ მისთვის სეზონი დასრულებულია, რადგან ესპანეთის ჩემპიონატში მხოლოდ 7 ტური დარჩა სათამაშო. როგორც გაირკვა დიეგომ მსაჯის დედას მიაყენა შეურაცხყოფა და არბიტრს ხელითაც შეეხო, რის გამოც ის მკაცრად დაისაჯა.