ჭდე: აუდიტის სამსახური

აუდიტის სამსახური – თავდაცვის სამინისტროს საბინაო ფონდის დიდი ნაწილი გაყიდულია

სამტრედიასთან 11 წლის გოგონას სამხედრო სერჟანტი ა.ჩ. დაეჯახა - თავდაცვის სამინისტროს განცხადება

თავდაცვის სამინისტროს 700-ზე მეტი ყოფილი ან მოქმედი სამხედრო მოსამსახურისთვის ბინების საკუთრებაში გადაცემის ვალდებულება აქვს, რომელიც ამ ეტაპზე შეუსრულებელია. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უძრავი ქონების მართვის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული. როგორც აუდიტის ანგარიშიდან ირკვევა, სამინისტროს მიერ საბინაო ფონდის მართვის კუთხით არაერთი ნაკლოვანება არსებობს, მათ შორის სამინისტროს 700-ზე მეტი ყოფილი ან […]

საგარეჯოში 200 ათასი ლარი დახარჯეს ბაზრის მშენებლობაში, რომელსაც არ იყენებენ

საგარეჯოში 200 ათასი ლარი დახარჯეს ბაზრის მშენებლობაში, რომელსაც არ იყენებენ

საგარეჯოში 200 ათასი ლარი დახარჯეს ბაზრის მშენებლობაში, რომელსაც არ იყენებენ2016 წელს მუნიციპალიტეტმა შპს „ჰორიზონტისგან“ შეიძინა ბაზრის მშენებლობის სამუშაოები, ღირებულებით − 196.2 ათასი ლარი. აუდიტის სამსახურის მიხედვით, შესყიდვის მიზანი იყო ტერიტორიაზე გარე მოვაჭრეებისათვის სავაჭრო დახლების მოწყობა და მშენებლობის დასრულებიდან უახლოეს პერიოდში ბაზარში გარე მოვაჭრეების განთავსება. შესაბამისობის ანგარიშში ნათქვამია, რომ ბაზრის მშენებლობის სამუშაოები დასრულდა 2017 წლის 26 […]

აუდიტის სამსახური ანტინაცების ბილბორდებზე მოკვლევას იწყებს

ბანერი "არა ნაცებს, არა ბოროტებას" მეღვინე მეგუთნიშვილის შეკვეთილია - მან 50.000 ლარზე მეტი დახარჯა

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ქუჩებში “ნაციონალური მოძრაობის” საწინააღმდეგო ბილბორდებთან დაკავშირებით მოკვლევას დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას აუდიტის სამსახურზე დაყრნდობით “ლიბერალი” ავრცელებს. როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ამბობენ, უპირველეს ყოვლისა უნდა გაირკვეს თუ ვისი დაფინანსებით არის გაკეთებული ბილბორდები “არა ნაცებს! არა ბოროტებას!”. 18 ნოემბერს თბილისში “ნაციონალური მოძრაობის” საწინააღმდეგო ბილბორდები გამოჩნდა, რომელზეც გამოსახული არიან: ზურაბ ადეიშვილი, მეგის ქარდავა, გრიგოლ ვაშაძე, მიხეილ […]

ექიმების მიერ ზურაბიშვილისთვის შეწირული 200.000 ლარი – აუდიტის სამსახურმა სასამართლოს მიმართა

ექიმების მიერ ზურაბიშვილისთვის შეწირული 200.000 ლარი - აუდიტის სამსახურმა სასამართლოს მიმართა

მედიკოსების მიერ სალომე ზურაბიშვილის დაფინანსების საკითხზე დაწყებული მოკვლევის ფარგლებში აუდიტის სამსახური სასამართლოს შემომწირველების საბანკო გადარიცხვებისა და შემოსავლების დაინტერესების თხოვნით მიმართავენ. აუდიტის სამსახურში აცხადებენ, რომ სასამართლოსგან ითხოვენ ნებართვას, მიიღონ წვდომა შემომწირველების დეკლარირებულ შემოსავლებზე. „სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 9 ოქტომბერს უკვე მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით, რათა მიიღოს წვდომა იმ შემომწირველთა დეკლარირებულ შემოსავლებზე, რომლებმაც 1-5 ოქტომბრის პერიოდში სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტის […]

აუდიტის სამსახური მამუკა ბახტაძის მიერ ნაციონალებისთვის თანხის შეწირვას შეისწავლის

აუდიტის სამსახური მამუკა ბახტაძის მიერ ნაციონალებისთვის თანხის შეწირვას შეისწავლის

აუდიტის სამსახური მამუკა ბახტაძის მიერ 2012 წლის აგვისტოში ნაციონალური მოძრაობისთვის განხორციელებული შემოწირულობის საკითხს შეისწავლის. „ჩვენ არასამთავრობო სექტორმა მოგვმართა. ბუნებრივია, აღნიშნულ საკითხს შევისწავლით და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში გავცემთ პასუხს. არსებობს კითხვები, არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, რაზეც არასამთავრობო სექტორმა ოფიციალურად მოგვმართა. ჩვენ მოვახდენთ საკითხის შესწავლას, ექსპერტიზას და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში არგუმენტირებულ პასუხს გავცემთ“,- განაცხადა გენერალურმა აუდიტორის ირაკლი […]

ნინო ლომჯარია აუდიტის სამსახურიდან გაუშვეს

ნინო ლომჯარია აუდიტის სამსახურიდან გაუშვეს

ნინო ლომჯარია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ლომჯარია ამბობს, რომ გათავისუფლების მიზეზი მისთვის უცნობია. ცნობილი მხოლოდ ის, რომ ახალმა მთავარმა აუდიტორმა ძველი მოადგილეებიდან თანამდებობაზე მხოლოდ ნოდარ ჯავახიშვილი დატოვა: “მეგობრებო, დღეიდან ვასრულებ მუშაობას სახელმწიფო აუდიტის სამსახურში. მადლობელი ვარ იმ არაჩვეულებრივი გამოცდილებისთვის, რაც ამ სამსახურში შევიძინე, ყოფილი გენერალური აუდიტორის, რომელმაც საქმიანობაში სრული ნდობა და თავისუფლება […]

დიმიტრი ქუმსიშვილი აუდიტის სამსახურს არ ეთანხმება

დიმიტრი ქუმსიშვილი აუდიტის სამსახურს არ ეთანხმება

ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგია 2017 წლის ბოლომდე გამოქვეყნდება. – ბატონო დიმიტრი, რამდენად კარგად ახერხებს მთავრობა ვალის მართვას, რადგან სტრატეგია „საქართველო 2020“-ის მიხედვით სახელმწიფო ვალი მშპ-ის 40%-ის ფარგლებში უნდა ყოფილიყო, მაგრამ 43%-ია. თუ გავითვალისწინებთ სახელმწიფო საწარმოების ვალებსაც, ეს მაჩვენებელი იზრდება 54%-მდე და კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება… ამასთან, აუდიტის სამსახურის შეფასებით, სახელმწიფო ვალის […]

აუდიტის სამსახურმა „ოცნების“ შემომწირველი ვერ იპოვა

აუდიტის სამსახურმა „ოცნების“ შემომწირველი ვერ იპოვა

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური პოლიტიკური პარტიების, კერძოდ „ევროპული საქართველოს“ და „ქართული ოცნების“ შემომწირველების ფინანსურ მდგომარეობას სწავლობს. აუდიტის სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით ჯერჯერობით მხოლოდ „ევროპული საქართველოს“ დამფინანსებლების ნაწილის გამოკითხვა მოხერხდა. მმართველი გუნდის ერთ-ერთი დამფინანსებლის გამოკითხვა იმის გამო ვერ შედგა, რომ ის იურიდიულ მისამართზე არ აღმოჩნდა და უწყება ვერ ჩაბარდა: – დაბარებული გვყავდა 3 პირი, აქედან ერთს არ […]

სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ირაკლი მექვაბიშვილი უხელმძღვანელებს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ირაკლი მექვაბიშვილი უხელმძღვანელებს

მმართველ გუნდში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მომავალი ხელმძღვანელის კანდიდატურა უკვე შერჩეულია. პირველი არხის ინფორმაციით, უმრავლესობაში აუდიტის სამსახურის მომავალ ხელმძღვანელად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენელის, ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურა განიხილება. პარლამენტი მომავალ კვირაში, საგაზაფხულო სესიას გახსნის, სადაც ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურა დამტკიცდება. რეგლამენტის მიხედვით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის წარდგენის უფლებამოსილება პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს. საკანონმდებლო ორგანო კი, წარდგენილ კანდიდატს […]