ჭდე: აუდიტი

სახელმწიფო ავტომობილების შენახვა 128 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა 

სახელმწიფო ავტომობილების შენახვა 128 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა სახელმწიფო ავტოპარკის მართვისა და რეგულირების საკითხების უწყებათაშორისი სისტემური შესაბამისობის აუდიტი, რომელიც 2017 წელს მოიცავს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული სხვადასხვა ორგანიზაციის აუდიტების შედეგად, სისტემატურად ვლინდებოდა ავტოპარკთან დაკავშირებით გარკვეული სახის ხარვეზები, რომელთა აღმოფხვრაც წლების განმავლობაში ვერ ხდებოდა. სახელმწიფო ავტოპარკის ოპტიმიზაციის და ხარჯების შემცირების მიზნით, 2014 წლის 6 თებერვალს გამოიცა საქართველოს მთავრობის N121 […]

აუდიტმა შემოსავლების სამსახურს რამდენიმე ნაკლოვანება აღმოუჩინა

აუდიტმა შემოსავლების სამსახურს რამდენიმე ნაკლოვანება აღმოუჩინა

აუდიტის სამსახურმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ 2016-2017 წლებში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების, შრომის ანაზღაურების და ძირითადი აქტივების მართვის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. როგორც აუდიტის სამსახურის ანგარიშშია აღნიშნული, აუდიტის შედეგად რამდენიმე ნაკლოვანება გამოვლინდა. „2016-2017 წლებში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით გაფორმებულ 10 ხელშეკრულებაში, რომელთა თავდაპირველი ღირებულება 1,309,088 ლარს შეადგენდა, ცვლილებების შეტანის საფუძველი იყო სამუშაოს სახეობების დაზუსტება და მოცულობების მნიშვნელოვანი […]

დავით საგანელიძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში აუდიტის შესვლას ითხოვს

დავით საგანელიძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში აუდიტის შესვლას ითხოვს

ფინანსური დარღვევები რესპუბლიკურ საავადმყოფოში თუ მიზანმიმართული შეტევა მოქმედი მენეჯმენტის წინააღმდეგ – საპარტნიორო ფონდი რესპუბლიკურ საავადმყოფოში ფინანსური დარღვევების შესასწავლად აუდიტის სამსახურის შესვლას ითხოვს. ფონდი, რომლის ბალანსზეც საავადმყოფოა, დირექტორის გადაყენებასა და საგადასახადო სამსახურების მიერ დარღვევების შესწავლას მოითხოვს. საპარტნიორო ფონდში აცხადებენ, რომ პრობლემები საავადმყოფოში შიდა აუდიტმა აღმოჩინა, რაც შესაძლოა არსებული მენეჯმენტის დათხოვნის მიზეზი გახდეს. “მე პირველ რიგში მოვითხოვე […]

ახალი ვალდებულება ბიზნესს – კომპანიათა ნაწილს ოქტომბრამდე სავალდებულო აუდიტის განხორციელება მოუწევს

ახალი ვალდებულება ბიზნესს - კომპანიათა ნაწილს ოქტომბრამდე სავალდებულო აუდიტის განხორციელება მოუწევს

2018 წლის ოქტომბრამდე ზოგიერთ კომპანიას სავალდებულო აუდიტის განხორციელება მოუწევს. კომპანიებისთვის აუდიტის ვალდებულებას „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ 2016 წლის ივნისში მიღებული კანონი ადგენს, რომლითაც კომპანიებს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებით შედგენა და გასაჯაროება მოუწევთ. კანონში განსაზღვრული და გამოყოფილია ოთხი კატეგორია, რომელშიც კომპანიები ბრუნვის, აქტივებისა და დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით არიან გადანაწილებულნი. ამ კატეგორიებიდან სავალდებულო აუდიტის განხორციელება […]