ჭდე: აუდიტორია 115

“აუდიტორია 115”-ის 5 აქტივისტი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

"აუდიტორია 115"-ის 5 აქტივისტი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

გუშინ, პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე დაკავებული “აუდიტორია 115”-ის 5 აქტივისტი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. საქმის განხილვა 20 აპრილს გაგრძელდება.მოსამართლემ სამართალდამცველებს ვიდეომტკიცებულებების წარდგენა დაავალა, რომელიც “აუდიტორია 115”-ის აქტივისტების მხრიდან ხულიგნობას და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას დაადასტურებს. საპროტესტო აქციის მონაწილეები ტყიბულში მომხდარ ტრაგედიას და ხელისუფლების უმოქმედობას აპროტესტებდნენ და ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის გადადგომას მოითხოვდნენ. ნიუპოსტი

“აუდიტორია 115-ის” აქციაზე დაკავებული აქტივისტების საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

"აუდიტორია 115-ის" აქციაზე დაკავებული აქტივისტების საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

“აუდიტორია 115-ის” 6 აპრილს გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტების საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. 5 ადამიანი საპატრულო პოლიციამ თბილისში პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციის დროს დააკავა. აქტივისტებმა მსვლელობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან დაიწყეს და საბოლოოდ პარლამენტის წინ შეიკრიბნენ, სადაც მოძრაობის გადაკეტვა სცადეს. აქტივისტების დაკავება პატრულისადმი დაუმორჩილებლობას მოჰყვა. აუდიტორია 115-ის წევრები ტყიბულში, მინდელის შახტში მომხდარი ტრაგედიის დროს […]

„აუდიტორია 115“-ის აქციაზე 5 აქტივისტი დააკავეს

„აუდიტორია 115“-ის აქციაზე 5 აქტივისტი დააკავეს

„აუდიტორია 115“-ის მიერ ორგანიზებულ აქციაზე სამართალდამცველებმა ხუთი აქტივისტი დააკავეს. დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზის პიკეტირებამ გამოიწვია. პარლამენტის შენობის წინ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა მოულოდნელად საავტომობილო მონაკვეთი გადაკეტეს, რასაც სამართალდამცველების მხრიდან გაფრთხილება მოჰყვა, რომ დაეტოვებინა აღნიშნული ტერიტორია და გადასულიყვნენ ტროტუარზე, რასაც აქციის მონაწილეებიარ არ დაემორჩილნენ და სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე ხუთი პირი […]

პარლამენტთან „აუდიტორია 115“-ს და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა

პარლამენტთან „აუდიტორია 115“-ს და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა

ხმაურია ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან სადაც „აუდიტორია 115“-ის წარმომადგენლებსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. პოლიციელები აქციის მონაწილეებს ტროტუარზე გადასვლისკენ მოუწოდებს, რასაც ახალგაზრდები არ ემორჩილებიან. „სოლიდარობა მუშებს“ – სკანდირებენ აქციის მონაწილეები. შეგახსენებთ, რომ შრომის კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით სტუდენტური გაერთიანება „აუდიტორია 115“ აქციას მართავს.

აუდიტორია 115 პარლამენტთან პოლიციას დაუპირისპირდა

აუდიტორია 115 პარლამენტთან პოლიციას დაუპირისპირდა

თბილისში აქცია მიმდინარეობს, სადაც მოძრაობა აუდიტორია 115-ის წევრები აპროტესტებენ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში ოთხი მუშის სავარაუდო დაღუპვას. რამდენიმე საათის წინ ოთხი მეშახტე დაახლოებით 400 მეტრი სიღრმის შახტში ჩავარდა და ისინი ამ დრომდე არ უპოვიათ. აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან რუსთაველის გამზირის გადაკეტვას ცდილობენ, ადგილზე იმყოფება პოლიცია. დაპირისპირების შემდეგ, სავარაუდოდ დააკავეს აქციის რამდენიმე მონაწილე.