ჭდე: აუქციონი

ოპოზიციამ ივანიშვილს აუქციონი მოუგო – ევკალიპტის ხე 20.020 ლარად

ოპოზიციამ ივანიშვილს აუქციონი მოუგო - ევკალიპტის ხე 20.020 ლარად

დღეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ აუქციონზე გამოიტანა ევკალიპტის ჯიშის ხე. eauction.ge-ს მონაცემებით ხის მდებარეობად აღნიშნულია ბათუმი, დასახლება მწვანე კონცხი. ხის საწყის ფასად მითითებული იყო 7.000 ლარი, აუქციონის დასრულების შემდეგ კი საბოლოო ფასად 20.020 ლარი დასახელდა. აუქციონი „დმანისის გადარჩენის ფონდის“ გამარჯვებით დასრულდა. ოპოზიცია ვარაუდობდა, რომ ხის შეძენით ბიძინა ივანიშვილი იყო დაინტერესებული, სწორედ ამიტომ აუქციონში მონაწილეობა […]

ფარნაოზ ჭკადუა – ”5 მილიონად ივანაშვილის ”არემჯი გოლდს” აუქციონი მოვუგეთ”

ფარნაოზ ჭკადუა - ”5 მილიონად ივანაშვილის ”არემჯი გოლდს” აუქციონი მოვუგეთ”

რამდენიმე წუთის წინ ფარნაოზ ჭკადუამ ფეისბუქში დაწერა: ”5 056 320 ლარად მოვიგეთ და მოუგეთ ოლიგარქი ივანაშვილის კომპანიას “არემჯი გოლდს” აუქციონი. დღეიდან ოლიგარქის საბადოს მიმდებარე 16 ჰექტარი ტყის ნაწილი არ გაიჩეხება და არ აფეთქდება.”

ფლორიდაში აუქციონზე ერთცენტიანი მონეტა $750 ათასად გაიყიდა

ფლორიდაში აუქციონზე ერთცენტიანი მონეტა $750 ათასად გაიყიდა

1879 წლის ოქროს მონეტა, რომელიც გაშლილთმიანი სტელას სახელით არის ცნობილი „გაერთიანებული ნუმიზმატების“ ყოველწლიურ კონფერენციაზე 750 ათას დოლარადგაიყიდა. “ასეთი მონეტების ჭედურობა აშშ-ის მთავრობის ექსპერიმენტი იყო. ისინი თვლიდნენ მასზედ, რომ ეს მონეტები ანგარიშგების საერთაშორისო საშუალებად გადაიქცეოდა. თუმცა, საბოლოოდ მონეტების გამოშვება, რომელთა შემადგენლობაში 6 გრამი ოქრო, 0,3 გრამი ვერცხლი და 0,7 გრამი ფოლადი იყო, შეწყდა“, – განაცხადა Heritage Auction-ის ექსპერტ […]

ლუხუნი 2 ჰესი აუქციონზე 11.5 მლნ აშშ დოლარად იყიდება

ლუხუნი 2 ჰესი აუქციონზე 11.5 მლნ აშშ დოლარად იყიდება

ლუხუნი 2 ჰესი აუქციონზე 11.5 მლნ აშშ დოლარად იყიდება. G&T-ის ინფორმაციით, ჰესი გადაეცა სახელმწიფოს, ინვესტორი რუსთავი ჯგუფის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. 53,500 აშშ დოლარით დაიფარება გადაუხდელი ჯარიმები, ხოლო დანარჩენი თანხა პროექტის ყოფილ მფლობელს გადაეცემა. თუ არცერთი განაცხადი არ გაკეთდა აუქციონის ვადის ამოწურვამდე, მეორე რაუნდში აუქციონი განახევრებული ფასიდან დაიწყება. წინასწარი გათვლებით, დახარჯული 11.5 მლნ აშშ დოლარის […]

თოიძის სამხატვრო სასწავლებლის ყოფილი შენობა ჭონქაძეზე 12 მილიონად გაიყიდა – აქ 80 ადგილიანი სასტუმრო უნდა აშენდეს

თოიძის სამხატვრო სასწავლებლის ყოფილი შენობა ჭონქაძეზე 12 მილიონად გაიყიდა - აქ 80 ადგილიანი სასტუმრო უნდა აშენდეს

პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში, თბილისში, ჭონქაძის ქუჩა N21-ში მდებარე სამხატვრო სასწავლებლის ყოფილი შენობა აუქციონზე 12.505.000 ლარად, მაღალი კონკურენციის პირობებში, 861 ბიჯის შედეგად გაიყიდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში შპს „ასტორიამ“ გაიმარჯვა და აუქციონის პირობების მიხედვით, არანაკლებ 80 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა და სულ მცირე 10 […]

ლუხუნიჰესის მშენებლობაზე აუქციონი ცხადდება

ლუხუნიჰესის მშენებლობაზე აუქციონი ცხადდება

რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ,,ლუხუნიჰესი 2“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის, ფლობის და ოპერირების თაობაზე ინტერესთა გამოხატვა (აუქციონი) ცხადდება. ,,ლუხუნიჰესი 2“ -ის სავარაუდო დადგმული სიმძლავრე 12მგვტ-ია. სავარაუდო წლიური გამომუშავება 73,58 მლნ.კვტ.სთ. ჰესი ამბროლაურის რაიონში მდინარე ლუხუნზე აშენდება. აუქციონის პირობების მიხედვით, ინვესტორი ვალდებულია ჰესის მშენებლობა მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წელში დაასრულოს. პროექტის საწყისი ღირებულება 11,5 მლნ ლარად არის შეფასებული. ბიზნესმედია

ბათუმში ეროვნული ბანკის ყოფილი შენობა აუქციონზე ფასდაკლებით, 9 მილიონად, იყიდება

ბათუმში ეროვნული ბანკის ყოფილი შენობა აუქციონზე ფასდაკლებით, 9 მილიონად, იყიდება

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბათუმში ეროვნული ბანკის ყოფილ შენობაზე და მის მიმდებარე ინვენტარზე აუქციონს კიდევ ერთხელ აცხადებს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული, ჯამში 2623,4 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის და ქ. ბათუმში, მ. აბაშიძის ქუჩა N25-ში მდებარე ეროვნული ბანკის ყოფილ შენობასთან დაკავშირებული ძირითადი საშუალებებისა და მცირეფასიანი ინვენტარის ერთ ლოტად, პრივატიზების მიზნით, განმეორებით, 40%-იანი ფასდაკლებით, პირობებიანი ელექტრონული […]

მაკა ჩიჩუამ საკუთარი ნამუშევრები აუქციონზე გაიტანა

მაკა ჩიჩუამ საკუთარი ნამუშევრები აუქციონზე გაიტანა

საქართველოს პირველი ლედი საქველმოქმედო აუქციონს დაესწრო და საკუთარი ხელით შექმნილი ნამუშევრები წარადგინა. აუქციონიდან შემოსული თანხა ბავშვთა ჰოსპისის ფუნქციონირებას მოხმარდება. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თითოეულ გაყიდულ ლოტს დაემატა ხუთასი ლარი, რომელიც ჰოსპისში გადაირიცხება. საქველმოქმედო საღამოს საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოში აკრედიტებული საელჩოებისა და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ. იმედინიუსი

„კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ აუქციონზე იყიდება

„კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ აუქციონზე იყიდება

„კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ აუქციონზე იყიდება. კომპანიის საწყისი ფასი 27.279.500 ლარია. ეს ორჯერ ნაკლებია ენერგოკომპანიის ქონების ღირებულებაზე, რომელიც 54 მილიონ 558 ათას 603 ლარად შეფასდა. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს. „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ 2008 წელს ლიტვურმა „ახემა ჯგუფმა“ შეიძინა. თუმცა, ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამო, მას აქტივი ჩამოერთვა. კომპანია გაკოტრების რეჟიმშია და აუქციონზე ის აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გაიტანა.

“ტორპედო ქუთაისი” ელექტრონულ აუქციონზე განახევრებული ფასით გამოვა

"ტორპედო ქუთაისი" ელექტრონულ აუქციონზე განახევრებული ფასით გამოვა

საფეხბურთო კლუბი “ტორპედო ქუთაისი” ელექტრონულ აუქციონზე განახევრებული ფასით გამოვა. მას შემდეგ, რაც ქუთასის მერიამ პირველ აუქციონზე საფეხბურთო კლუბი ვერ გაყიდა, საკრებულომ თანხის განახევრების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც “საქმის კურსს” ქუთაისის მერიაში განუცხადეს, საკრებულომ ქუთასის მერიას თანხმობა მისცა, კლუბი იმის ნახევარ ფასში გაყიდოს, რაც პირველ აუქციონზე იყო შემოთავაზებული. ჩაშლილ აუქციონზე “ტორპედოს” ფასი 585.412 ლარი იყო, შესაბამისად, ახალ აუქციონზე […]