ჭდე: აფეთქება

ჩხოროწყუში ცენტრის შენობა ააფეთქეს

ჩხოროწყუში ცენტრის შენობა ააფეთქეს

ჩხოროწყუს სოფელ ლესიჭინეში საზოგადოებრივი ცენტრის შენობა ააფეთქეს. მიზეზი, სავარაუდოდ, შენობაში არსებული ჩასარიცხი აპარატია, რომლის გაძარცვაც სურდათ. შენობის წინა ფასადი მთლიანად ჩამოშლილია. დანაშაული სავარაუდოდ ჯგუფურია. რა გამოიყენეს შენობის ასაფეთქებლად და რა რაოდენობის თანხა წაიღეს მძარცველებმა ამ დროისთვის უცნობია. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერ დაკავებული არავინ ჰყავს. მთავარი

ფოთის ქარხანაში აფეთქება მოხდა

ფოთის ქარხანაში აფეთქება მოხდა

ფოთში, ერთ-ერთ მეტალურგიულ ქარხანაში ცოტახნის წინ აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა აფეთქება იმდენად ძლიერი იყო ახლოს მდებარე საცხოვრებელ კორპუსში კედლები დააზიანა. კორპუსში 18 ოჯახი ცხოვრობს და ისინი წლებია საუბრობენ,რომ ცხოვრება გაუსაძლის პირობებში უწევთ. მათი თქმით, მსგავსი შემთხვევები ხშირია,რაც ისედაც ავარიულ კორპუსს დამატებით საფრთხეს უქმნის. გარდა ამისა მოსახლეობის თქმით, ქარხნიდან გავრცელებული გამონაბოლქვი მათ ჯანმრთელობის სერიოზულ […]

ავღანეთში პარასკევს მეჩეთი ააფეთქეს – 33 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთში პარასკევს მეჩეთი ააფეთქეს - 33 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ კუნდუზში პარასკევის ლოცვის დროს, სუნიტთა მეჩეთში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 33 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. თალიბანის ადმინისტრაციის სპიკერმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა ,,ტვიტერში” დაღუპულთა რიცხვი დაადასტურა და განაცხადა, რომ 43 ადამიანია დაჭრილი. ,,ამ ინციდენტების დამნაშავეები ბოროტი ელემენტები არიან. მათ დასაკავებლად და დასასჯელად სერიოზული ძალისხმევა მიმდინარეობს”, – განაცხადა მუჯაჰიდმა. […]

თელავში სახლში გაზი აფეთქდა

თელავში სახლში გაზი აფეთქდა

თელავში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლში აფეთქება მოხდა. მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირია. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ჩამოინგრა საცხოვრებელი სახლის სახურავი, ჩაიმსხვრა ფანჯრები, ასევე, დაზიანდა გვერდით მდებარე სახლი და ქუჩაში მდგარი ავტომანქანა. ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო ჯგუფები, სასწრაფო დახმარების და პოლიცია ეკიპაჟები. აფეთქების შედეგად მსუბუქად დაშავდა შუახნის ქალი, ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. […]

ლვოვში აფეთქების ხმები ისმოდა

ლვოვში აფეთქების ხმები ისმოდა

ლვოვის რაიონში აფეთქებების ხმა ისმოდა. როგორც საინფორმაციო სააგენტო უნიანი წერს, სოციალური ქსელის მომხმარებლები ქალაქში ორი ძლიერი აფეთქების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ. ამავდროულად, კიევ ინტეპენდენტი აცხადებს, რომ არსებობს ცნობები, რომ ლვოვი რუსული სარაკეტო თავდასხმის ქვეშ არის. ლვოვის სამხედრო ჩინოვნიკების ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა განახორციელეს საჰაერო დარტყმა და რვა რაკეტა გაისროლეს სამშვიდობო და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრზე. ცენტრი ​იავორივი ლვოვის […]

კაბალში ყოფილ რწმუნებულს ეზოში ხელყუმბარა აუფეთქეს

კაბალში ყოფილ რწმუნებულს ეზოში ხელყუმბარა აუფეთქეს

სოფელ კაბალში პოლიციაა მობილიზებული – რამდენიმე საათის წინ,  ყოფილი რწმუნებულის ჯემალ ნიაზოვის საცხოვრებელი სახლის ეზოში ხელყუმბარა ააფეთქეს. დაზიანებულია სახლის კედლები და ფანჯრები. აფეთქების დროს სახლში ჯემალ ნიაზოვი და მისი მეუღლე იმყოფებოდნენ. დაწყებულია გამოძიება. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 229-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას და აფეთქებას გულისხმობს. უცნობია, უკავშირდება თუ არა მომხდარი […]

დიღომში კორპუსში მე-7 სართული აფეთქდა

დიღომში კორპუსში მე-7 სართული აფეთქდა

დიღმის მასივში, საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულზე აფეთქება მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, დაშავებულია ერთი ადამიანი. მისი მდგომარეობა მძიმე არ არის მათივე ინფორმაციით, აფეთქება, სავარაუდოდ, დაგროვილმა აირმა გამოიწვია. ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია, თუმცა სახანძრო-სამაშველო ბრიგადები ადგილზე ჯერ კიდევ რჩებიან.

აფეთქებას ტყიბულის მაღაროში 52 წლის ჭაბუკა სოფრომაძე ემსხვერპლა

აფეთქებას ტყიბულის მაღაროში 52 წლის ჭაბუკა სოფრომაძე ემსხვერპლა

ტყიბულის მაღაროში 30 იანვარს მომხდარ აფეთქებას 52 წლის ჭაბუკა სოფრომაძე ემსხვერპლა. მან სხეულის მძიმე დამწვრობა მიიღო და საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. დაშავდა კიდევ 8 თანამშრომელი. მათგან ერთის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. დაშავებულებს პირველადი დახმარება ტყიბულის კლინიკაში აღმოუჩინეს. შემდეგ კი თბილისში გადაიყვანეს. აფეთქება დაახლოებით ღამის 11 საათისთვის მოხდა. მთავარი

აფეთქება ტყიბულის მაღაროში – 10 ადამიანი დაშავდა

ჭიათურის მაღაროში მუშას ტრაქტორმა გადაუარა - კობა ჩაფიძე გარდაიცვალა

ტყიბულის მაღაროში აფეთქება მოხდა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ, მინდელის სახელობის მაღაროში მოხდა. დაშავებულია 10-მდე ადამიანი. აქედან 2 მუშის მდგომარეობაა მძიმეა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ვაზისუბანში აფეთქების შედეგად 43 წლის მამაკაცს სხეულის 60% აქვს დამწვარი

ვაზისუბანში კორპუსში აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია - ახალი დეტალები

ვაზისუბანში აფეთქების შედეგად დაშავებული ოთხი პირიდან ერთს სხეულის 60%-იანი დამწვრობა აღენიშნება. ხეჩინაშვილის სახელობის დამწვრობის ცენტრის ექიმის, თეა უროტაძეს განცხადებით, 43 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა და ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. „შემოვიდა პაციენტი, 43 წლის მამაკაცი, დიაგნოზია სხეულის 60%-იანი თერმული დამწვრობა, დამწვრობითი შოკი, სასუნთქი გზების დამწვრობა. დაწყებული აქვს ანტიშოკური მკურნალობა, მოთავსდა რეანიმაციის განყოფილებაში, ამ წუთისთვის მისი მდგომარეობა […]