ჭდე: აფხაზეთი

სოხუმის დაცემიდან 30 წელი გავიდა

სოხუმის დაცემიდან 30 წელი გავიდა

ომი, რომელიც 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა, 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა. სხვადასხვა მონაცემით, ომმა 10-დან 30 ათასამდე სამხედრო და სამოქალაქო პირი იმსხვერპლა. საკუთარ ქვეყანაში დევნილად დაახლოებით 300 ათასი ადამიანი იქცა. შეიარაღებული კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს სახელმწიფო საბჭომ გახშირებული ყაჩაღობისგან რკინიგზის სოჭი-ინგირის მონაკვეთის დასაცავად, […]

შამბა – “აფხაზეთის რუსეთში შესვლა არც განიხილება”

შამბა - ”საქართველოსთან დიალოგის დაწყებაა საჭირო”

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარება გამორიცხა. – აფხაზეთს არ აქვს შეკითხვა რუსეთთან შეერთების საკითხზე. ჩვენ პატივს ვცემთ სამხრეთ ოსეთის არჩევანს, მაგრამ ჩვენ გვაქვს სრულიად განსხვავებული მოცემულობა. ჩვენ არ გვყავს ისეთი პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებიც რუსეთის ფედერაციასთან მიერთების საკითხს დააყენებენ.  ჩვენი კონსტიტუცია ამის საშუალებას არ […]

ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, „აღიაროს მათი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი“

ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, „აღიაროს მათი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი“

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, აღიაროს ორივე დე ფაქტო რესპუბლიკის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. „სპუტნიკის“ ინფორმაციით, ამის შესახებ საუბარია ერთობლივ „კომუნიკეში“, რომელიც ე.წ. მინისტრების სოხუმში შეხვედრის შემდეგ მიიღეს. „აფხაზურმა და სამხრეთ ოსურმა მხარეებმა განაცხადეს თავიანთი მტკიცე განზრახვა, მიაღწიონ იურიდიული შეთანხმების ხელმოწერას საქართველოს რესპუბლიკის მიერ ძალის გამოუყენებლობის საერთაშორისო გარანტიების […]

აფხაზეთში კანონიერი ქურდის, თენგიზ ლაკერბაიას, მკვლელობა სცადეს

აფხაზეთში კანონიერი ქურდის, თენგიზ ლაკერბაიას, მკვლელობა სცადეს

აფხაზეთში კანონიერი ქურდის მკვლელობა სცადეს, რის შემდეგაც დაწვეს ავტომობილი, რომლითაც თავდამსხმელები გადაადგილდებოდნენ. კრიმინალური ავტორიტეტის, თენგიზ ლაკერბაიას ლიკვიდაციის წარუმატებელი მცდელობა სოხუმში მოხდა. ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა ლაკერბაიას მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. დაჭრილია ერთი მამაკაცი. თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან “ჰონდას” მარკის ავტომობილით გაიქცნენ, რომელსაც მოგვიანებით ცეცხლი წაუკიდეს. თენგიზ ლაკერბაიაზე თავდასხმის ეს პირველი შემთხვევა არ არის. რამდენიმე თვის წინ მას ციხეში ადუღებული ზეთი […]

დაუთმობენ თუ არა აფხაზები რუსებს ქართულ მიწებს?

დაუთმობენ თუ არა აფხაზები რუსებს ქართულ მიწებს?

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეებს რეგიონში უძრავი ქონების შეძენის უფლება უნდა მისცენ. 8 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე ბჟანიამ აღნიშნა, რომ უძრავი ქონების შეძენის უფლება „ეკონომიკური ასპექტია“ და „ეს არ უნდა იყოს დაკავშირებული პოლიტიკური უფლებების შეძენასა და მოქალაქეობასთან“. არადა, აფხაზეთის სრულ დაპატრონებამდე რუსებს მხოლოდ მიწების დაკანონებაღა დარჩათ. ოკუპირებულ რეგიონში რუსებისთვის უძრავი ქონების […]

აფხაზეთი საქართველოა? – რა უპასუხა პოზნერმა ამ კითხვას რამდენიმე საათის წინ

ვლადიმერ პოზნერი თბილისში ჩამოვიდა დაბადების დღის აღსანიშნავად - მისი მასპინძელია მირანდა მირიანაშვილი

საქართველოში სკანდალური ვიზიტის შემდეგ, “რუსთავი 2-მა” რუს შოუმენთან, ვლადიმერ პოზნერთან, ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. ინტერვიუს უცვლელად გთავაზობთ: – თუ მეკითხებით ჩემი საქართველოში ვიზიტის თაობაზე, 3 დღის წინ უკვე დავწერე კიდეც, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარებს და ინტერვიუებს არ ვაკეთებ. – რატომ, ნაწყენი ხართ? – ნაწყენი არ ვარ, უბრალოდ უკვე ავხსენი, თუ რატომ არ მსურდა ამის გაკეთება. თუ […]

ასლან ბჟანიას თბილისთან დაახლოება უნდა – ამის გამო მას აფხაზეთში დაუპირისპირდნენ

სოხუმი - "ასლან ბჟანია მოწამლეს"

ასლან ბჟანიას ინიციატივამ თბილისთან დამატებითი ფორმატის მრავალდონიანი მოლაპარაკებების თაობაზე, ალიაქოთი და პროტესტიც კი გამოიწვია. ეს ინიციატივა ჩაწერილია “საგარეო პოლიტიკის კონცეფციაში”, რომელიც დეკემბრის დასაწყისში გამოქვეყნდა. მასში ნათქვამია, რომ დასაშვებია პირობების შექმნა “საქართველოსა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის მრავალდონიანი მოლაპარაკებებისათვის, სადაც იმსჯელებენ ორმხრივად საკითხებზე, რომელთა განხილვა ვერ ხერხდება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე”. კონცეფციის ამ ნაწილს ისეთი ხმაური მოჰყვა, რომ […]

აფხაზეთის პრემიერ-მინისტრად ალექსანდრე ანქვაბი დაინიშნა

აფხაზეთის პრემიერ-მინისტრად ალექსანდრე ანქვაბი დაინიშნა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას ალექსანდრე ანქვაბი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ საგენტო „სპუტნიკ-აფხაზია“ იუწყება. ანქვაბი ე.წ. პრეზიდენტის თანამდებობას 2011-14 წლებშიც იკავებდა, რომელიც მან 2014 წლის პოლიტიკური კრიზისის შედეგად დატოვა. 2017 წლიდან ის ე.წ. პარლამენტის წევრია. 2020 წლის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ალექსანდრე ანქვაბი „საპრეზიდენტო კანდიდატის“ ასლან ბჟანიას საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა. ასლან ბჟანიას დღევანდელი გადაწყვეტილებით, მის ე.წ. […]

აფხაზეთიდან ზუგდიდში გადმოყვანილ 50 წლის ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა

აფხაზეთიდან ზუგდიდში გადმოყვანილ 50 წლის ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა

ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდში გადმოყვანილ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. შუახნის ქალის პასუხი covid 19-ზე დადებითია და ეს სულ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. 50 წლის ქალს რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. ის ოკუპირებული აფხაზეთიდან წუხელ გვიან ღამით გადმოიყვანეს. სულ ზუგდიდში covid 19-ის დიაგნოზით ორი ადამიანი მკურნალობს. პირველ პაციენტს – 67 წლის მამაკაცს, რომელსაც თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს,კორონავირუსი 25 […]

თურქეთში აფხაზეთის აღიარებაზე ალაპარაკდნენ

თურქეთში აფხაზეთის აღიარებაზე ალაპარაკდნენ

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების “დამოუკიდებლობის” შემდგომი აღიარების საშინელი პერსპექტივა, როგორც წესი, უფრო მეტად უკავშირდება ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის სახელმწიფოებს, ასევე აფრიკის სახელმწიფოებს. ზოგიერთმა ანალიტიკოსმა წინა წლებში გამოთქვა აზრი იმის შესახებ, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის გარიგების შედეგად ანკარა ცნობს აფხაზეთის “დამოუკიდებლობას”. აფხაზების უმრავლესობა რუსეთსა და თურქეთს რეგიონში ერთმანეთის კონკურენტებად აღიქვამს და თურქეთისაგან […]