ჭდე: აქცია

„არა რუსულ კანონს!“ –  აქციას სტუდენტები შეუერთდნენ

„არა რუსულ კანონს!“ -  აქციას სტუდენტები შეუერთდნენ

სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ – 8 უნივერსიტეტის სტუდენტები,  საკანონმდებლო ორგანოსკენ მიემართებიან. „არა რუსეთს, კი ევროპას” – სკანდირებენ ახალგაზრდები. რუსული კანონის განხილვა პარლამენტმა აქციის ფონზე მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოს შიგნით და მის გარეთ ივანიშვილის გუნდს საშიში კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ.

პროკურატურასთან აქცია გაიმართა

პროკურატურასთან აქცია გაიმართა

საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან „მედიის ადვოკატირების კოალიციის“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაში მონაწილეობას კოალიციის წევრებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და მედიამენეჯერები იღებდნენ. მათ ხელში ტელეკომპანია „პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოები ეჭირათ, წარწერით – „გამოიძიეთ“, „ჩვენ გვახსოვს 5 ივლისი“, „ნუ ახალისებთ მედიაზე ძალადობას“ და სხვა. კოალიციის წარმომადგენლებმა ადგილზე საკუთარი განცხადება გააჟღერეს, რომელიც 5 ივლისის აქციას ეხება. […]

“ბორჯომში” გაფიცვა და პიკეტი გრძელდება

"ბორჯომში" გაფიცვა და პიკეტი გრძელდება

კომპანია “ბორჯომში” გაფიცვა და ქარხნების შესასვლელების პიკეტი გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიცია ბორჯომში შიდა ქართლიდან და იმერეთიდან მოაბილიზა. ისინი ქარხნების გარე და შიდა პერიმეტრებზე არიან განლაგებული. ადმინისტრაციას ჯერ არ უცდია სამსახურში შეეყვანა ის თანამშრომლები, რომლებიც გაფიცვას არ უერთდებიან. ბაზარზე კი “ბორჯომის” დეფიციტი იქმნება. გუშინ მედიაციის მცდელობა იყო, თუმცა პროცესი უშედეგოდ დასრულდა. “იყო გუშინ მედიატორებთან შეხვედრა, […]

ბერლინში უკრაინას მხარი 100.000-მა ადამიანმა დაუჭირა

ბერლინში უკრაინას მხარი 100.000-მა ადამიანმა დაუჭირა

ბერლინში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა, სადაც მონაწილეობა 100.000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. მედიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ბრანდენბურგის კარიბჭესთან იყვნენ შეკრებილები. ისინი აცხადებდნენ, რომ რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს. იპნ

ანკარაში უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

ანკარაში უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

ანკარაში უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე, თურქეთის მოქალაქეებთან ერთად მოლდოველები და უკრაინელებიც იმყოფებიან. აქციის მონაწილეები უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიას აპროტესტებენ. ცნობისთვის, მესამე დღეა, რაც უკრაინაში სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობს. მსოფლიო ლიდერები გმობენ რუსეთის ქმედებებს. სოლიდარობის აქციები კი მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში იმართება. იპნ

დიდი დიღმის მოსახლეობა სტადიონის წინააღმდეგ – “სასამართლოში 3 სარჩელი შევიტანეთ”

დიდი დიღმის მოსახლეობა სტადიონის წინააღმდეგ - "სასამართლოში 3 სარჩელი შევიტანეთ"

თბილისში, დიდ დიღომში, “ასი ათასი მოწამის სახელობის პარკის გადასარჩენად” მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. აღნიშნულ ტერიტორიაზე ფეხბურთის ფედერაცია სტადიონის გაკეთებას გეგმავს, რასაც აქციაზე შეკრებილები ეწინააღმდეგებიან. შეკრებილები ითხოვენ, რომ მოსახლეობას დაუტოვონ მწვანე სივრცე და მერიისგან არ დამტკიცდეს სტადიონის პროექტი. “აქ შევიკრიბეთ უკვე რამდენჯერმე, რადგან ამ სარეკრეაციო ტერიტორიის გადარჩენას ვითხოვთ მთავრობისგან. როგორც კი დაიგეგმა ამ ტერიტორიის პროექტი ეს ტერიტორია […]

“მიშამ საქართველო ისევ ფეხზე უნდა დააყენოს” – აქცია გორში

"მიშამ საქართველო ისევ ფეხზე უნდა დააყენოს" - აქცია გორში

გორში, აკაკი წერეთლის ქუჩაზე, აქცია-პერფორმანსი ლოზუნგით ,,მადლობა მიშას” გაიმართა. აქციის მონაწილეები „ვარდების რევოლუციის“ 18 წლისთავთან დაკავშირებით შეიკრიბნენ, მათ ხელში თეთრი ქოლგები წარწერით ,,თავისუფლება მიშას”, ასევე ბანერები წარწერით ,,მადლობა” და წითელი ვარდები ეკავათ. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებით, „ვარდების რევოლუციამ“ ჩვენს ქვეყანას უდიდესი ცვლილება მოუტანა და შეუძლებელია მიხეილ სააკაშვილს ამ ყველაფრისთვის მადლობა არ ვუთხრათ. „გორის ჰოსპიტალთან ახლოს მისვლის […]

“არ დამაკავო, პოლიციელო, აქ შენს გამოც ვდგავარ” 

"არ დამაკავო, პოლიციელო, აქ შენს გამოც ვდგავარ" 

ფოტო აქციიდან, რომელიც ტელეკომპანია “ფორმულას” ფოტო-რეპორტიორმა დააფიქსირა. ამ წუთებში ოპოზიციის ლიდერები და მხარდამჭერები მეტროსადგურ “ავლაბართან” შეიკრიბნენ და საპროტესტო მსვლელობას იწყებენ. აქციის მონაწილეები მსვლელობით ორივე სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობის გადაკეტვას გეგმავენ. გზა 2 საათით იქნება ჩაკეტილი.

პარლამენტთან სირცხვილიას აქცია მიმდინარეობს

პარლამენტთან სირცხვილიას აქცია მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტის შენობასთან სამოქალაქო მოძრაობა ,,სირცხვილიას” მიერ ორგანიზებული აქცია იმართება. დღევანდელი აქციის ორი მთავარი მოთხოვნა ვადამდელი სრულად პროპორციული არჩევნების ჩანიშვნა და მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ნოდარ რუხაძის განცხადებით, დღევანდელი აქციაზე სპიკერები იქნებიან ახალგაზრდები, სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტები, პოლიტიკური პარტიის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მსახიობები, მომღერლები, რომლებიც ეცდებიან ხელისუფლებას მიაწვდინონ სამოქალაქო პროტესტის […]

“ეს იქნება უწყვეტი პროცესი” – ვაჟა-ფშაველას ძეგლთან ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს

"ეს იქნება უწყვეტი პროცესი" - ვაჟა-ფშაველას ძეგლთან ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს

ვაჟა-ფშაველას გამზირზე „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ითხოვენ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ მულტიფუნქციურ კლინიკაში და აღმოუჩინონ სათანადო სამედიცინო დახმარება. როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ირაკლი ღლონტმა განმარტა, ეს არის მათ მიერ დაანონსებული პოლიტიკური აქტივობების ნაწილი, რომელიც მიზნის მიღწევამდე არ დასრულდება. „ჩვენ გითხარით, რომ ეს იქნება უწყვეტი პროცესი და ხედავთ, რომ ყოველდღიურად გვაქვს […]