ჭდე: აღდგომა

იტალიაში სააღდგომო მკაცრი ლოკდაუნი ამოქმედდა – პაპი მრევლს წმინდა პეტრეს ცარიელ მოედანზე მიმართავს

იტალიაში გასულ 24 საათში რეკორდულად მცირე რაოდენობა დაინფიცირდა

იტალიაში, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის პრევენციის მიზნით, 3-დღიანი მკაცრი სააღდგომო ლოკდაუნი. ამოქმედდა. იტალიის ყველა რეგიონი „წითელ ზონად“ გამოცხადდა, აიკრძალა არააუცილებელი გადაადგილება, დაიხურა ყველა არააუცილებელი მაღაზია, კაფეებსა და რესტორნებს მხოლოდ გატანის სერვისით მუშაობის უფლება აქვთ, ოჯახებში სტუმრების დასაშვები რაოდენობა კი ორამდე შეიზღუდა. ეკლესიები ღია რჩება, თუმცა მრევლს მოუწოდებენ, ღვთისმსახურებას საკუთარ რეგიონებში მდებარე ეკლესიებში დაესწრონ. რომის პაპი […]

აღდგომის აღნიშვნისთვის შსს-მ ვარკეთილში 6 პირი დააკავა

აღდგომის აღნიშვნისთვის შსს-მ ვარკეთილში 6 პირი დააკავა

შსს-მ ვარკეთილში ექვსი პირი დააკავა. როგორც შსს-ში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, მოქალაქეების დაკავება საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტის დარღვევისთვის მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოქალაქეთა ჯგუფი ვარკეთილში აღდგომას აღნიშნავდა, როდესაც მათთან პოლიცია მივიდა და სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. აღნიშნულს მოქალაქეები არ დაემორჩილნენ და მათი მხრიდან აგრესია მოჰყვა, ისინი პოლიციას დაუპირისპირდნენ. საბოლოოდ პოლიციამ მოქალაქეები დააკავა. ადგილზე სამართალდამცველთა რამდენიმე ეკიპაჟის მობილიზება გახდა საჭირო. […]

პატრიარქი – ღამის 12 საათიდან ყველა ანთებული სანთლით შევხვდეთ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას

საქართველოს პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

პატრიარქის კურთხევაა, რომ ღამის 12 საათიდან ყველა ანთებული სანთლით შევხვდეთ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” საქართველოს საპატრიარქოდან აცნობეს. “სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევაა, რომ ღამის 12 საათიდან ყველა ანთებული სანთლით შევხვდეთ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას. გილოცავთ ცეცხლის გარდამოსვლას, ქრისტე აღდგა!”- ნათქვამია საპატრიარქოს მიმართვაში.

საბერძნეთში აღდგომაზე მოსახლეობის სახლში დარჩენას 52.000 პოლიციელი, ვერტმფრენები და დრონები გააკონტროლებენ

საბერძნეთში აღდგომაზე მოსახლეობის სახლში დარჩენას 52.000 პოლიციელი, ვერტმფრენები და დრონები გააკონტროლებენ

საბერძნეთში აღდგომაზე მოსახლეობის სახლში დარჩენას 52.000 პოლიციელი, ვერტმფრენები და დრონები გააკონტროლებენ. 2004 წლის ოლიმპიური თამაშების შემდეგ ეს ქვეყანაში მიღებული უპრეცედენტო ზომაა. ამასთან, საბერძნეთის მთავრობამ კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, რომ დღესასწაულზე ეკლესიებში არ წავიდნენ და არ შეიკრიბონ. ქვეყნის პოლიციის ხელმძღვანელის, სტავროს ბალსაკასის თქმით, ის იმედოვნებს, რომ ხალხი კანონს დაემორჩილება. „ყველგან პოლიციელს ვერ დავაყენებთ. თუ ვნახავთ სადმე […]

დეკანოზი შალვა კეკელია – “აღდგომისთვის შენობას ვამზადებთ, რომელშიც 2.000 ადამიანი დაეტევა”

დეკანოზი შალვა კეკელია - "ნაციონალები ეკლესიის წინამძღვრებს უცხოეთში ასვენებდნენ და მერე ვიდეოს უღებდნენ"

დეკანოზ შალვა კეკელიას განცხადებით, აღდგომის ღამისთვის შენობას ამზადებენ, სადაც 2.000-მდე ადამიანი დაეტევა. მისი თქმით, შეეცდებიან, რომ დისტანცია დაიცვან. „ჩვენ აღდგომა დღეს, ღვთის მადლით, ვაპირებთ დისტანციების დაცვას, ვამზადებთ ახლა შენობას, სადაც 2000 კაცამდე შეიძლება დაეტიოს, სკამებსაც ვუმზადებთ ადამიანებს, მთლიანად ვახმოვანებთ ამ ტერიტორიას, რომ ადამიანებისთვის მარტივი იყოს ტაძარში მოსვლა. ვიცი, რომ ღამისთევა ძალიან რთულია, მთელი ღამის განმავლობაში […]

ანდრეა ბოჩელიმ აღდგომაზე მილანის საკათედრო ტაძარში კონცერტი გამართა

ანდრეა ბოჩელიმ აღდგომაზე მილანის საკათედრო ტაძარში კონცერტი გამართა

ცნობილმა იტალიელმა ტენორმა ანდრეა ბოჩელიმ აღდგომის დღესასწაულზე მილანის საკათედრო ტაძარში კონცერტი გამართა. მასთან ერთად სააღდგომო კონცერტში მონაწილეობას მილანის საკათედრო ტაძრის მეარღნე ემანუელე ვიანელიმ მიიღო. “იმედის მუსიკა” – ასე უწოდეს ამ კონცერტს, რომელიც მილანის ცარიელ საკათედრო ტაძარში ჩატარდა და რომლის ტრანსლირებაც ინტერნეტით მიმდინარეობდა.

შსს – სააღდგომოდ, თბილისში სასაფლაოებზე მისასვლელ გზებზე შეზღუდვები დაწესდება

ნაციონალების აქტივისტ ზურაბ ნონიაძის შვილი მალხაზ თვაური ნარკოტიკებზე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 8-9 აპრილს, თბილისში მდებარე სასაფლაოებთან მისასვლელ გზებზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდება.ამის შესახებ შს სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: “შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 8-9 აპრილს, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის, ტრანსპორტის შეუფერხებელი და უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველყოფის მიზნით, თბილისში მდებარე სასაფლაოებთან მისასვლელ გზებზე გარკვეული შეზღუდვები […]

საქართველოს ბანკის რომელი სერვისცენტრები იმუშავებენ აღდგომის დღეებში – მუშაობის განრიგი

საქართველოს ბანკის რომელი სერვისცენტრები იმუშავებენ აღდგომის დღეებში - მუშაობის განრიგი

საქართველოს ბანკმა და Express ბანკმა, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, სერვისცენტრების მუშაობის განრიგის შესახებ განაცხადა. 6 აპრილი, 8 და 9 აპრილი საქართველოს ბანკის და Express ბანკის გარკვეული სერვისცენტრებისთვის დასვენების დღეები იქნება. შაბათს, 7 აპრილს, ბანკის ყველა სერვისცენტრი იმუშავებს ჩვეულ რეჟიმში, დილის 10:00 საათიდან, დღის 14:00 საათამდე, ხოლო Express ბანკის სერვისცენტრები დილის 10:00 საათიდან, საღამოს 18:00 საათამდე. […]

წელს მართლმადიდებლები და კათოლიკეები აღდგომის დღესასწაულს ერთდროულად ზეიმობენ

წელს მართლმადიდებლები და კათოლიკეები აღდგომის დღესასწაულს ერთდროულად ზეიმობენ

ქრისტიანული სამყარო დღეს ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს. წელს გრიგორიანული და იულიანური კალენდარი ერთმანეთს დაემთხვა და ამის გამო ქრისტეს აღდგომას მართლმადიდებლები და კათოლიკები ერთდროულად ზეიმობენ. რომის პაპმა ფრანცისკემ პეტრეს ტაძარში სააღდგომო ქადაგებისას, მოიწოდა კათოლიკეებს, იყვნენ კეთილნი გაჭირვებულების, მიგრანტებისა და სხვა დაუცველი და სუსტი ადამიანების მიმართ.

სააღდგომოდ თბილისში სასაფლაოებზე მისასვლელ გზებზე სპეციალური მარშრუტი და შეზღუდვები დაწესდება

შსს: "შოთა პაკელიანი არ გვიცემია". ადვოკატი: "პაკელიანი გააშიშვლეს და ბუქნები აკეთებინეს"

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 16 აპრილს, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის, ტრანსპორტის შეუფერხებელი და უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველყოფის მიზნით, თბილისში მდებარე სასაფლაოებთან მისასვლელ გზებზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდება. საბურთალოს, კუკიის, მუხათგვერდის და თბილისის ზღვის სასაფლაოების მიმართულებით ავტომანქანები შემდეგი მარშრუტებით იმოძრავებენ – საბურთალოს სასაფლაოსთან ავტომანქანებით მისვლა შესაძლებელი იქნება ვაჟა-ფშაველას გამზირიდან სანდრო ეულის ქუჩის და […]