ჭდე: აჭარა

აჭარაში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად პოლიციელი დაიღუპა

„მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომანქანა ამობრუნდა...“ - ავარია კახეთში

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად  აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქედის რაიონული სამმართველოს უბნის უმცროსი ინსპექტორის თემურ ბარამიძე გარდაიცვალა: “შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, აჭარის რეგიონში, ქედის მუნიციპალიტეტში, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქედის რაიონული სამმართველოს უბნის უმცროსი ინსპექტორის თემურ ბარამიძის გარდაცვალების გამო. თემურ ბარამიძე ქედის […]

აჭარაში სტიქია მძვინვარებს – ვიდეო

აჭარაში სტიქია მძვინვარებს - ვიდეო

აჭარაში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. უხვი ნალექის შედეგად დატბორილია მახინჯაური. ინფორმაციას TV25 ავრცელებს. სტიქიამ პრობლემები შექმნა ქალაქის ცენტრალურ ნაწილშიც. ტელეკომპანია ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ უამინდობის გამო, მოძრაობა პარალიზებულია. გადაადგილება უჭირთ მსუბუქ ავტომობილებსა და ქვეითებს.

კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსანი ქვიეთად მოსიარულეს დაეჯახა

პროკურატურის ცნობით, აჭარის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში ოზურგეთის რაიონის, დაბა ურეკში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. “06 აგვისტოს დაახლოებით 11:30 საათზე, დაბა ურეკში, შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს მე-2 ოპერატიული განყოფილების უფროსი ბ. გ, თავისი მართვის ქვეშ მყოფი “ Hyundai Elantra”-ს მარკის ა/მანქანით შეეჯახა ქვეითად მოსიარულეს, რომელიც […]

აჭარაში თორნიკე რიჟვაძის გადადგომას ითხოვენ

აჭარაში თორნიკე რიჟვაძის გადადგომას ითხოვენ

სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ. მათ ერთობლივი ბრიფინგი აჭარის უმაღლეს საბჭოში გამართეს. როგორც მათ აღნიშნეს, აჭარის მთავრობის მიმართ უნდობლობის გამოსაცხადებლად შესაბამის პროცედურებს იწყებენ. “მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ კომენტარში ერთხელაც ვერ გაბედა, რომ ეთქვა – რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და რუსეთი არის აგრესორი. ომის დაწყებიდან ორი კვირის შემდეგაც რუსეთს ოკუპანტს და აგრესორად თორნიკე […]

აჭარაში გახარიას პარტია 14-მა წევრმა დატოვა

აჭარაში გახარიას პარტია 14-მა წევრმა დატოვა

გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის” აჭარის ორგანიზაციის 25 დამფუძნებლიდან 14-მა დემარშით დატოვა. პარტიის ყოფილი წევრების განცხადებით, აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის  კურსი მათთვის მიუღებელი იყო. გახარიას გუნდში კი მომხდარ ფაქტს ზეწოლას უკავშირებენ. მათი თქმით, “ოცნება” გახარიას გუნდზე ტერორს ყოველდღიურად ახორციელებს. 10 წლის თავზე “ქართული ოცნების” ხელისუფლება დაემსგავსა “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებას და იმ მეთოდებს იყენებს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, რასაც […]

სამცხე-ჯავახეთში უკანონო იარაღი ამოიღეს

სამცხე-ჯავახეთში უკანონო იარაღი ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სამცხე-ჯავახეთსა და აჭარაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე საბრძოლო მასალა ამოიღეს და 2 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ადიგენის მუნიციპალიტეტში დააკავეს თ.ღ., რომლის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კალაშნიკოვის სისტემის „აკს“-ის მოდელის ავტომატი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ,,რაც შეეხება […]

პოლიციამ ამოიღო 8.000 ლარი, 44 აბი სუბოქსინი, 247 შეკვრა ნარკოტიკი – აჭარაში 5 პირი დააკავეს

პოლიციამ ამოიღო 8.000 ლარი, 44 აბი სუბოქსინი, 247 შეკვრა ნარკოტიკი - აჭარაში 5 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავეს, მათ შორის ერთ-ერთი ნარკორეალიზატორია. სამართალდამცველების მიერ, ქობულეთსა და ბათუმში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად დაკავებულები არიან უცხო ქვეყნების მოქალაქეები: 1974 წელს დაბადებული თ.დ. 1993 წელს დაბადებული ბ.ა. 1989 წელს დაბადებული ვ.კ. ამავე წელს დაბადებული ო.პ და საქართველოს მოქალაქე […]

ჯერ დედამთილი გარდაიცვალა, შემდეგ – 20 წლის რძალი – რა მოხდა აჭარაში

"უცბად გულის ტკივილი იგრძნო" - კახეთში 17 წლის ბიჭი ფეხბურთის თამაშის დროს გარდაიცვალა

გუშინ ბათუმში კოვიდ 19-ით 20 წლის ქალი გარდაიცვალა. გასულ კვირას მისი დედამთილი გარდაიცვალა. ახალგაზრდა ქალი ქედის მუნიციპალიტეტიდან ჩამოიყვანეს. 31 აგვისტოს ის კლინიკა „მედცენტრში“ მოათავსეს. მას 8 თვის შვილი ჰყავს. პაციენტს კორონავირუსით გამოწვეული სუნთქვის მწვავე უკმარისობა ჰქონდა, ის მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების თქმით, კლინიკაში შეყვანის დროს ახალგაზრდა ქალს სატურაცია […]

უაქციზო სიგარეტი გორში იყიდეს და გასაყიდად აჭარაში წაიღეს – 2 პირი დააკავეს

უაქციზო სიგარეტი გორში იყიდეს და გასაყიდად აჭარაში წაიღეს - 2 პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის და გურიის სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვისა და გადაზიდვის ფაქტებზე ორი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა ქ. გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შეიძინა და მეორე დაკავებულთან ერთად, ამ უკანასკნელის კუთვნილი ავტომანქანით, შემდგომი […]

სად არის ყველაზე სუფთა ზღვის წყალი საქართველოში

ურეკში ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

აჭარის ზღვის აკვატორიაში ჩატარებული კვლევებით, ზღვის წყლის ხარისხი დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ ,,კომერსანტს“ აჭარის ბიომრავალფეროვნებისა და გარემოს ინტეგრირებული მართვის სამსახურის უფროსმა გურანდა ბაგრატიონმა უთხრა. მისი ინფორმაციით, სანაპირო ზოლში, 13 ივლისს სხვადასხვა ადგილას აღებული სინჯების მიხედვით, ზღვის წყლის ხარისხი კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტს აკმაყოფილებს. ასევე კვლევით დადასტურდა, რომ ყველაზე სუფთა წყალი კვარიათში, სარფში, გონიოსა და ბობოყვათშია. ,,ზღვის წყლის […]