ჭდე: ახალგაზრდა კაცი

ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

წუხელ, 8 აპრილს, ბათუმში, 26 მაისის და გორგილაძის ქუჩის კვეთაზე ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. დაჭრას წინ ახალგაზრდებს შორის ჩხუბი უძღოდა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულს ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ის კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც “მთავარი არხის” ვებგვერდს შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე […]

დიდ დიღომში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

მცხეთაში 28 წლის კაცმა საკუთარი მამა და პაპა მოკლა

თბილისში, დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. წინასწარი ინფორმაციით, მომხდარს წინ,  შელაპარაკება უძღოდა. თვითმხილველის ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღითაა დაჭრილი. მომხდარის სხვა დეტალები უცნობია. ტვ პირველი შს სამინისტროს უკვე დაუკავშირდა. უწყების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გორში ახალგაზრდა კაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს

გორში 16 წლის თანაკლასელმა ქალ-ვაჟმა თავის მოკვლა სცადა

კიდევ ერთი ტრაგედია გორის მუნიციპალიტეტში ცოტა ხნის წინ მოხდა. Dianews.ge-ს ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, თუმცა მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. ამ ეტაპზე უცნობია რა გახდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი. დიანიუსი

ურეკში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს

ურეკში ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ურეკში ორდღიანი ძებნის შემდეგ ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. ახალგაზრდა კაცის ძებნა მაშველებმა 15 აგვისტოს დაიწყეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 2 ახალგაზრდა წყლიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა, მაშველებმა ერთის დახმარება შეძლეს, მერე კი წყალში გაუჩინარდა. სამძებრო სამუშაოებში 17 მაშველი, 4 მყვინთავი, 6 მცურავი საშუალება და ექოლოტი იყო ჩართული. მთავარი

მელიქიშვილზე 51-ე სკოლასთან ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა

ზუგდიდში ქუჩაზე მამაკაცი ჭაში ჩავარდა - აქვს სუნთქვის უკმარისობა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა და ფილტვების დაჟეჟილობა

თბილისში, მელიქიშვილის ქუჩაზე, 51-ე სკოლის წინ არსებულ ავტობუსის გაჩერებასთან ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას “პირველი” ავრცელებს. ,,პირველის” ინფორმაციით, ახალგაზრდამ გონება დაკარგა, რის გამოც გამვლელებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მედიამეილი

რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსში ახალგაზრდა კაცი ცუდად გახდა

რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსში ახალგაზრდა კაცი ცუდად გახდა

შემთხვევა მოხდა მგზავრობის დროს. ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მიკროავტობუსით მგზავრობდა (როგორც ინფო რუსთავს განუცხადეს სავარაუდოდ რუსთავი-თბილისის მარშრუტი) გზაში ცუდად გახდა. ქვემო ფონიჭალაში მძღოლმა მიკროავტობუსი გააჩერა, ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი. ადგილზე ასევე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟებიც. მოგვიანებით გაირკვა რომ ახალგაზრდა მამაკაცს ნარკოტიკული საშუალება ჰქონდა მიღებული, რომლის მაღალმა დოზამაც მისი შეუძლოდ ყოფნა გამოიწვია. […]

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე, ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს

ქუთაისში, რესტორან ”ქალაქურთან”, რუსულნომრიანმა მიკროავტობუსმა 13 წლის გოგონა გაიტანა

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ “პირველს” შს სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა უთხრა. გარდაცვალების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.