ჭდე: ახალი ზელანდია

ახალი ზელანდია მოსკოვს სანქციებს უწესებს

ახალი ზელანდია მოსკოვს სანქციებს უწესებს

რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის ფონზე ახალი ზელანდია ოფიციალურ მოსკოვს სავაჭრო სანქციებს უწესებს. ამის შესახებ ინფორმაცია ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზეა გავრცელებული. უწყების ცნობით, ახალი ზელანდიის ხელისუფლება აგრესორი ქვეყნიდან იმპორტირებულ ყველა პროდუქტზე 35%-იან გადასახადს აწესებს. „დღევანდელი დღისთვის ეს არის ახალი ზელანდიის ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური პასუხი რუსეთის უკრაინაში შეჭრაზე“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში. ახალი […]

„იყიდება ქმარი“ –  ცოლმა ქმარი აუქციონზე გაიტანა

„იყიდება ქმარი“ -  ცოლმა ქმარი აუქციონზე გაიტანა

ახალი ზელანდიის მაცხოვრებელმა ქალმა ქმრის გაყიდვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მეუღლემ ის ორ ბავშვთან ერთად მარტო დატოვა სკოლის არდადეგების პერიოდში. ლინდა მაკალისტერი ჯონს 2019 წელს გაყვა ცოლად. იმ მომენტისთვის მათ ორი ვაჟი უკვე ჰყავდათ. ოთხი წლის კოლტი და ექვსი წლის რაიდერი. ბავშვებს ცოტა ხნის წინ სკოლის არდადეგები დაეწყოთ და მაკალისტერის თქმით, ამან დღის რეჟიმზე იმოქმედა, […]

ახალ ზელანდიაში 3 ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ახალ ზელანდიაში 3 ძლიერი მიწისძვრა მოხდა

სამი ძლიერი მიწისძვრა მოხდა ახალ ზელანდიაში. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 8 მაგნიტუდას გადააჭარბა. თავდაპირველად არსებობდა ცუნამის საშიშროება, თუმცა ამის შესახებ გაფრთხილება უკვე გაუქმდა. მიუხედავად ამისა, ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას სანაპიროზე გასვლისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს. ტალღების სიმაღლემ შესაძლოა 3 მეტრს მიაღწიოს. მიწისძვრის შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. რუსთავი 2

ახალ ზელანდიაში კოვიდ 19 დაამარცხეს – ხვალიდან ქვეყანა ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდება

ახალ ზელანდიაში კოვიდ 19 დაამარცხეს - ხვალიდან ქვეყანა ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდება

ახალ ზელანდიაში აცხადებენ, რომ კორონავირუსი დაამარცხეს. ქვეყნის პრემირ-მინისტრის, ჯასინდა არდერნის ინფორმაციით, „ამ დროისთვის ბრძოლა მოგებულია“. ცნობისთვის, ბოლო დღეების მანძილზე ახალ ზელანდიაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ერთეული რაოდენობა გამოვლინდა. გუშინ, ვირუსით მხოლოდ ერთი ადამიანი დაინფიცირდა. ამასთან, ქვეყანა სამშაბათიდან კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების საკმაოდ დიდ ნაწილს მოხსნის. ქვეყანაში აღდგება სწავლაც. ახალ ზელანდიაში მთლიანობაში კორონავირუსის 1.469 შემთხვევაა დაფიქსირებული. ვირუსს ქვეყანაში […]

აღმაშენებლის და სოსლანის სახელები ტერორისტების იარაღზე – სუსი პარტნიორებისგან ინფორმაციას იღებს

აღმაშენებლის და სოსლანის სახელები ტერორისტების იარაღზე - სუსი პარტნიორებისგან ინფორმაციას იღებს

ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე თავდასხმისას ტერორისტებს იარაღზე ქართულ ენაზე დავით აღმაშენებლის და დავით სოსლანის სახელები ეწერათ. ამასთან დაკავშირებით სუსი უკვე თანამშრომლობს სტრატეგიულ პარტნიორებთან. აღნიშნულის თაობაზე ნინო გიორგობიანმა ფეისბუქში დაწერა: “უცხოურ მედიაში გამოქვეყნდა ახალ ზელანდიაში მომხდარი ტერორისტული აქტის დროს გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდების ფოტოსურათები. მათზე დატანილი იყო სიმბოლოები და წარწერები სხვადასხვა ენაზე, მათ შორის ქართულ ენაზეც. საქართველოს სახელმწიფო […]

დავით აღმაშენებლის და დავით სოსლანის სახელები ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე თავდამსხმელების იარაღზე ქართულად ეწერა

დავით აღმაშენებლის და დავით სოსლანის სახელები ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე თავდამსხმელების იარაღზე ქართულად ეწერა

ახალ ზე­ლან­დი­ა­ში, ქა­ლაქ ქრა­ის­თჩერჩში ორ მე­ჩეთ­ში ცე­ცხლის გახ­სნის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა რი­ცხვი 40 ადა­მი­ა­ნამ­დე გა­ი­ზარ­და. ამის შე­სა­ხებ ახა­ლი ზე­ლან­დი­ის პრე­მი­ერ­მა ჯა­სინ­და არ­დერნ­მა გა­ნა­ცხა­და. შე­გახ­სე­ნებთ, რომ დღემ­დე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­უ­ბა­რი იყო 27 და­ღუ­პულ­ზე. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პო­ლი­ცი­ამ ოთხი პირი და­ა­კა­ვა. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია იუ­წყე­ბა, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პი­რე­ბი ალ-ნუ­რი­სა და ლინ­ვუ­დის მე­ჩე­თებ­ში, ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 13:45 სა­ათ­ზე შე­ვიდ­ნენ. შეს­ვლის­თა­ნა­ვე მათ კარი […]

ახალი ზელანდიის სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ახალი ზელანდიის სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა

წყნარ ოკეანეში, ახალი ზელანდიის სანაპიროსთან ახლოს მაგნიტუდით 6.9 მიწისძვრა მოხდა. სეისმოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 16:19 საათზე დაფიქსირდა. ნგრევისა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ცუნამის საფრთხე არ გამოცხადებულა.

ახალ ზელანდიაში მინისტრი სამშობიაროდ ველოსიპედით წავიდა

ახალ ზელანდიაში მინისტრი სამშობიაროდ ველოსიპედით წავიდა

ახალი ზელანდიის ქალთა საქმის მინისტრი სამშობიარო სახლში ველოსიპედით წავიდა, რადგანაც, მისი თქმით, მანქანაში, უბრალოდ, ადგილი არ ეყო. მწვანეთა პარტიის წარმომადგენელმა ჯული ჯენტერმა “ინსტაგრამში” ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც მის პარტნიორთან ერთად კვირა დილით ველოსიპედით მიდის სამშობიაროდ. გამორიცხული არ არის, რომ მისთვის მაგალითი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჯასიდა არდერნი ყოფილიყო, რომელმაც გადაწყვიტა რომ სამსახურისთვის დედობაც შეეთავსებინა. 38 წლის ჯუნტერი, რომელიც, […]

მექსიკის შემდეგ ძლიერი მიწისძვრა ახალ ზელანდიაშიც მოხდა

მექსიკის შემდეგ ძლიერი მიწისძვრა ახალ ზელანდიაშიც მოხდა

მექსიკაში მომხდარი მიწისძვრიდან რამდენიმე საათში ძლიერი მიწისძვრა, მაგნიტუდით 6,1, ახალ ზელანდიაშიც მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, ცუნამის საშიშროება არ არის. დაშავებულთა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. 19 სექტემბერს მექსიკაში მაგნიტუდით 7.1 მიწისძვრა მოხდა. სტიქიის შედეგად, სულ მცირე, 226 ადამიანი დაიღუპა. პირველი

ახალ ზელანდიაში ზღვის გოჭი პოლიციას დაეხმარება

ახალ ზელანდიაში ზღვის გოჭი პოლიციას დაეხმარება

ზღვის გოჭი სახელად ელიოტი ახალი ზელანდიის პოლიციაში მიიღეს და ის სამართალდამცავებს გზებზე სიჩქარის გადაჭარბების წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარებათ. ამ ინფორმაციას ფეისბუქში საკუთარ გვერდზე ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოები აქვეყნებენ. განცხადებაში კონსტებელი ელიოტი მოქალაქეებს შეახსენებს, რომ “ნელა – ე.ი. უსაფრთხოდ”. – გაითვალისწინეთ, რომ როდესაც სკოლას ჩაუვლით, არ დაგავიწყდეთ, რომ ბავშვები ქუჩაში გამოდიან, დადიან, ველოსიპედით სეირნობენ. ისევე, როგორც მე, ისინიც […]